დღიური სამშენებლო და სარემონტო სამუშაოები: ადამიანები, რომლებმაც ნიკას ოცნება რეალობად აქციეს

საზოგადოება

მას შემდეგ რაც, ნიკამ რაჭის მშობლიური სახლის გარემონტება და ამ ადგილის ტურისტებისთვის მიმზიდველ სასტუმროდ გადაქცევა გადაწყვიტა, გზად ბევრი სირთულე შეხვდა.

პირველ რიგში, ყველა აუცილებელი რესურსის მოძიება გაუჭირდა. ამის შემდეგ კი, აღმოაჩინა, რომ მშენებლობა, კედლების ამოყვანა, გალესვა და სხვა საჭირო სამუშაოების შესრულება, არც ისე კარგად გამოსდიოდა.

გადაწყვეტილების ძიებაში ნიკამ აღმოაჩინა, რომ სოფელში არაერთი გამოცდილი ხელოსანი და მუშა ცხოვრობდა, რომლებიც დღიურად მუშაობდნენ და ხელმისაწვდომ ფასად შეეძლოთ სხვადასხვა ტიპის სამუშაოების შესრულება. მათთან თანამშრომლობა ნიკასთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა, რადგან მშენებლობის პროცესი მნიშვნელოვნად დაჩქარდა, ხოლო შედეგი პროფესიონალურად შესრულებული და ხარისხიანი გამოვიდა.

ასე იპოვა ნიკამ მუშები, ხელოსნები, მტვირთავები და საჭირო სპეციალისტები, რაც დაეხმარა ოცნების რეალობად გადაქცევაში და ლამაზი, საოჯახო ტიპის სასტუმროს შექმნაში. დღიურად მომუშავე მუშების დახმარებით ნიკამ არა მხოლოდ ფინანსები დაზოგა, არამედ ადგილობრივებს დასაქმების შესაძლებლობაც მისცა.

რომ არა დღიურად მომუშავე მუშები, არავინ იცის როდემდე გასტანდა სამშენებლო პროცესი და რა დრო დასჭირდებოდა ნიკას იდეის განხორციელებას.

 

ვინ არის და რას აკეთებს დღიური მუშა ?

დღიური მუშები ის ადამიანები არიან, რომლებიც დროებით ან სეზონურ სამუშაოებს ასრულებენ. ისინი არ არიან სრულ განაკვეთზე დასაქმებულები და მათი შემოსავალი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი დღე და რამდენი საათი იმუშავებენ.

დღიური მუშა, არის ერთ-ერთი მოთხოვნადი და მნიშვნელოვანი საქმიანობა ნებისმიერ სფეროში, იქნება ეს სარემონტო სამუშაოები, სატვირთო თუ სხვა. ისინი შეიძლება ჩაითვალონ ქვეყნის ეკონომიკის მამოძრავებელ და მნიშვნელოვან ძალად.

უმეტესობა მათგანი ყოველდღიურ რეჟიმში ასრულებს ფიზიკურ სამუშაოებს. მოთხოვნიდან გამომდინარე, არემონტებენ, აშენებენ, ანგრევენ, ცლიან ტვირთებს და სხვა.

დღიურად მომუშავე პირების საქმიანობას ძალიან დიდი გავლენა აქვს ყველა სფეროზე, დაწყებული სოფლის მეურნეობიდან, დამთავრებული სატრანსპორტო და სარემონტო სამუშაოებამდე.

გარდა ამ საქმიანობებისა, დღიურად მომუშავე პირები ხშირად საქმდებიან ლოგისტიკური მიმართულებით და ახორციელებენ მნიშვნელოვან როლს ტვირთების სწრაფად და ხარისხიანად გადატანასა და დასაწყობებაში.

დღიურად მომუშავე პირები აქტიურად საქმდებიან საკურიერო მიმართულებით, ასევე დასუფთავების სფეროში. თუ სოფლის მეურნეობაში დიდი მოსავლიანობაა დღიური მუშები ამ საქმეს ოსტატურად უმკლავდებიან, იქნება ეს ყურძნის დაკრეფა, ხილის დასაწყობება თუ სხვა.

დღიური მუშისთვის ყოველი დღე შეიძლება იქცეს დამატებით შემოსავლის წყაროდ, რაც მისთვის და მისი ოჯახისთვის ფინანსურ სარგებელთან ასოცირდება.

 

როგორი ტიპის დღიური სამუშაოები არსებობს ?

დღიური სამუშაო მუდმივად პოპულარობით სარგებლობს, განსაკუთრებით საქართველოში და იმ პირებს შორის, რომლებიც გრძელვადიან სამსახურში ვერ საქმდებიან ან უბრალოდ ასეთ სამუშაოებს ვერ პოულობენ.

ადამიანებს დღიური სამუშაოები განსაკუთრებით მოსწონთ, რადგან ისინი თავად ირჩევენ სასურველ გრაფიკს. გარდა ამისა, ასეთი დასაქმების ფორმა პოპულარულია სტუდენტებსა და ახალგაზრდებში, რადგან მათთვის, სწავლის გრაფიკის გამო, სტანდარტულ სამუშაო საათებში მუშაობა ხშირად შეუძლებელია.

არსებობს სხვადასხვა ტიპის დღიური სამუშაოები, მათ შორის ისეთ სფეროებში, როგორიცაა: მშენებლობა, სასაწყობე მეურნეობები, ლოგისტიკა, სოფლის მეურნეობა, გადაზიდვები, სატრანსპორტო და სხვა.

მშენებლობებზე ხშირად მუშაობენ ადამიანები დღიურად და ასრულებენ ისეთ სამუშაოებს, როგორიცაა: კედლების ამოყვანა, სართულების მოწყობა, კონსტრუქციების აგება, საძირკვლის მოწესრიგება და სხვა. ამის გარდა სამშენებლო ობიექტებიდან გააქვთ ნარჩენი მასალა და ასუფთავებენ ტერიტორიას. მათთვის, ვისაც მცირე დროში სურს თანხის გამომუშავება და აქვს შესაბამისი ფიზიკური მზაობა, ეს სამუშაო ერთ-ერთი მოსახერხებელი და საინტერესოა.

სოფლის მეურნეობაში ხშირად სეზონური საქმიანობიდან გამომდინარე ქირაობენ დამატებით დღიურ მუშებს. მაშინ როცა, არის ყურძნის დაკრეფის ან მოსავლის აღების პერიოდი ადამიანებს რამდენიმე საათის მუშაობის შემდეგაც კი აქვთ საშუალება, მარტივად გამოიმუშაონ სასურველი თანხა. გარდა მოსავლიანობისა, ამ სფეროში ხშირადაა ისეთი სამუშაოები, რაც მიწის დამუშავებას და ფერმერულ საქმიანობას უკავშირდება.

სატრანსპორტო და ლოგისტიკის მიმართულებით ხშირად ეძებენ მძღოლებს და დამხმარე მუშებს. მნიშვნელოვანი ტვირთების გადაზიდვის და ჩამოცლის პროცესში აუცილებელია მუშას ჰქონდეს შესაბამისი ფიზიკური შესაძლებლობები. ეს სამუშაო კი, რამდენიმე საათში ნებისმიერ მუშას აძლევს დამატებით შემოსავალს.

ერთ-ერთი პოპულარული მიმართულებაა სარესტორნო და კვების ობიექტებში მუშაობა. ასეთ ადგილებში დღიურად შესასრულებელ საქმიანობას შორისაა, მიმტანის, დამლაგებლის, მცხობელს, მზარეულის დამხმარეს და სხვა საქმიანობები. ადამიანებს საშუალება ეძლევათ თავად განსაზღვრონ სამუშაო გრაფიკი და მიიღონ სწრაფი ანაზღაურება.

 

რა უპირატესობა აქვს დღიურ სამუშაოს ?

  1. დღიური სამუშაო ნებისმიერ მსურველს საშუალებას აძლევს თავად აირჩიოს სამუშაო საათები და შეადგინოს მასზე მორგებული გრაფი.

  2. სამუშაოს შესრულების შემდეგ ხელფასის გაცემა ხდება მომენტალურად და იმავე დღესვე.

  3. უმეტესად, ასეთი ტიპის სამუშაოები არ მოითხოვს დიდ კვალიფიკაციას და მრავალწლიან გამოცდილებას, რაც კიდევ უფრო ხელშემწყობია დასაქმების მიმართულებით.

  4. თუ ვინმე ეძებს სეზონურ სამსახურს და სურს თავისუფალი დრო ანაზღაურებად საქმიანობად აქციოს, დღიური სამუშაო ამის კარგ შესაძლებლობას გვთავაზობს.

  5. დღიური სამუშაოები იდეალურია მათთვის, ვისაც დროებითი შემოსავალი სჭირდება და არ სურს სტანდარტული გრაფიკით მუშაობა.

  6. დღიური სამუშაო მსურველებს საშუალებას აძლევს შეიძინონ ახალი უნარ-ჩვევები, დააგროვონ გამოცდილება მათთვის სასურველ სფეროში და უფრო მეტად დახელოვნდნენ.

  7. დღიური სამუშაოს შესრულების დროს ადამიანები არ არიან შეზღუდულები და არ მოეთხოვებათ, რომ ერთ კომპანიაში იმუშაონ. მათ მარტივად შეუძლიათ სხვადასხვა ადგილზე დასაქმება, რაც კიდევ უფრო ზრდის შემოსავლის მიღების შანსს.

 

სად შეიძლება დღიური სამუშაოს მარტივად მოძიება ?

დღიური სამუშაოს მოძიების პროცესი მარტივია, თუ აქტიურად ადევნებთ თვალს სხვადასხვა ონლაინ პლატფორმებს. ამისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ დასაქმების ვებგვერდები, სოციალური ქსელების სპეციალური ჯგუფები, სადაც დღიური სამუშაოს შესახებ ინფორმაცია აქტიურად ზიარდება.

გარდა სამუშაოს ძიებისა, შეგიძლიათ თავადაც განათავსოთ ინფორმაცია თქვენი უნარებისა და გამოცდილების შესახებ. ეს ზრდის შანსს, რომ დამსაქმებლები თავად დაგიკავშირდნენ.

თუ უკვე განსაზღვრული გაქვთ სამუშაოს შესრულების ტარიფი და ეძებთ დღიურ 100 ლარიან სამუშაოს, ასეთი სამუშაო ხშირად გვხვდება სამშენებლო ობიექტებზე, სადაც უმეტესად ფიზიკური დატვირთვაა საჭირო და მრავალწლიანი გამოცდილება არ არის სავალდებულო.

სამშენებლო სფეროს გარდა, დღიური სამუშაო შეგიძლიათ იპოვოთ სასაწყობე, სოფლის მეურნეობისა და სხვა სექტორებში, სადაც მოთხოვნა განსაკუთრებით მაღალია.

გაითვალისწინეთ რომ პირადი კავშირები, კიდევ უფრო გაგიმარტივებთ სამუშაოს ძიების პროცესს. სწორედ ამიტომ, მუდმივად შესთავაზეთ ხალხს თქვენი მომსახურება და გააცანით ინფორმაცია თუ რა ტიპის სამუშაოს შესრულება გამოგდით და შეგიძლიათ.

 

რა გამოწვევები ახლავს თან დღიურ სამუშაოს ? 

სტაბილურობის ნაკლებობა - დღიური სამუშაოს შესრულების დროს არ არის განსაზღვრული ფიქსირებული ხელფასი, თქვენ იღებთ იმდენს, რასაც მუშაობთ და რამდენი დღეც მუშაობთ. ხშირად, ეს ადამიანებში ქმნის დაძაბულობას, რადგან მათი მუდმივი საზრუნავი ხდება ახალი სამუშაოს მოძიება, რათა არ ჰქონდეს ფინანსური დანაკლისი.

დაუწერელი სამუშაო პირობები - ხშირად, დღიურად მომუშავე ადამიანებს უწევთ მძიმე ფიზიკური დატვირთვა. ისინი მუშაობენ ექსტრემალურ პირობებში, მაღალი ან დაბალი ტემპერატურის დროსაც კი, ასრულებენ თავიანთ საქმეს შესაბამისი აღჭურვილობის გარეშე. ეს კი, ქმნის პრობლემებს და განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე მშენებლობებსა და ლოგისტიკის მიმართულებას ეხება.

დაუცველი შრომითი უფლებები - დღიურად შესასრულებელი სამუშაოს დროს მუშებს არ აქვთ ხელშეკრულებები, რაც ნიშნავს, რომ ისინი ხშირად არ არიან დაცულნი შრომის კანონმდებლობით. ეს შეიძლება გამოიხატოს არასამართლიან ანაზღაურებაში, გადაჭარბებულ სამუშაო საათებსა და სხვა არასასიამოვნო მოპყრობაში. ზოგიერთი დამსაქმებელი არ იხდის შეთანხმებულ თანხას ან არ სთავაზობს ჰუმანურ პირობებს.

 

როგორია დღიური სამუშაოს ეკონომიკური და სოციალური გავლენა ?

დღიურად დასაქმებული პირები,მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. მათი საქმიანობა აუცილებელია სხვადასხვა სექტორების გამართული და შეუფერხებელი სამუშაო პროცესის მიმდინარეობისას. ძირითადად, დღიურად დასაქმებული პირები მშენებლობებზე მუშაობენ, რაც ნიშნავს , რომ მათ გარეშე ახალი შენობების აგება და ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარება ნაკლებად მოხდებოდა.

მაშინ ,როცა ქვეყანაში აქტიური მოსავლიანობის პერიოდია, განსაკუთრებით კი საქართველოში, სადაც ყოველწლიურად რამდენიმე ტონა ყურძენი იკრიფება დღიურად მომუშავე პირების წვლილი განუზომლად დიდია ამ საქმიანობის შესრულებაში.

დღიურად დასაქმებულია ადამიანები აქტიურად მუშაობენ ,როგორც კურიერებად, ტაქსის მძღოლებად, დამლაგებლებად, მიმტანებად, მცხობელებად და სხვა მნიშვნელოვან პოზიციებზე. მომსახურების თითქმის ყველა სფეროში, მარტივად იპოვით დღიურად მომუშავე ადამიანებს, რაც კიდევ უფრო ამარტივებს ყოველდღიურ ცხოვრებას და ზრდის ბიზნესსაქმიანობის მოგებას.

 

რა უნდა იცოდეთ, სანამ დაიწყებთ დღიურ სამსახურს?

იქამდე, სანამ დაიწყებთ დღიურ სამსახურს, აუცილებელია კარგად გაარკვიოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რათა თავიდან აიცილოთ გაუგებრობები და მიიღოთ მკაფიო პირობები.

  1. ანაზღაურება - კარგად გაერკვიეთ ანაზღაურების დეტალებში. შეამოწმეთ, რა პირობებში გთავაზობთ დამსაქმებელი ანაზღაურებას, მიიღებთ თუ არა კუთვნილ თანხას სამუშაო დღის ბოლოს, ან რა განრიგით განაწილდება თქვენი კუთვნილი ანაზღაურება.ფუნქცია-მოვალეობები - გაერკვიეთ, რა მოვალეობებს მოიცავს თქვენი სამუშაო. თუ არ გაქვთ დეტალური ინფორმაცია სამუშაო პროცესის შესახებ, შეიძლება შეიქმნას გაუგებრობები.

  2. სპეციფიკური მოთხოვნები - თუ მშენებლობის ან გადაზიდვების სფეროში აპირებთ მუშაობას, აუცილებლად გაითვალისწინეთ და კარგად გაარკვიეთ გჭირდებათ თუ არა დამატებითი უნარები ან სპეციალური მომზადება ამ სამუშაოსთვის.

  3. სამუშაო გრაფიკი - გაარკვიეთ დეტალები, იმის შესახებ, თუ როგორი სამუშაო გრაფიკი გექნებათ და რა დროის განმავლობაში მოგიწევთ მუშაობა.ეს დაგეხმარებათ, რომ თქვენს პირად გეგმებს მაქსიმალურად მოარგოთ სამუშაო დრო.

  4. სანდოობა - შეამოწმეთ, რამდენად სანდოა კომპანია ან კერძო დამსაქმებელი, ვისთანაც აპირებთ მუშაობას. დარწმუნდით, რომ არ არსებობს ისეთი შემთხვევები, როცა კომპანია თავიდან ირიდებს პასუხისმგებლობას და არ იხდის კუთვნილ ანაზღაურებას.

დღიური სამუშაოები და მუშები ხშირად შეუმჩნეველი რჩება, თუმცა მათი როლი კრიტიკულად მნიშვნელოვანია. მათი შრომის გაუმჯობესება არა მხოლოდ მათ პირად ცხოვრებას, არამედ ეკონომიკასაც გააძლიერებს. ამიტომ, აუცილებელია მათი უფლებების დაცვა, სამუშაო პირობების გაუმჯობესება და სოციალური გარანტიების შექმნა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
იარაღი
დაკავებულია 18 პირი - შსს-მ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო პერიოდში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს. მათი თქმით, დაკავებულია 18 პირი. "ცეცხლსასრ...

კრიმინალი 8:18

სტამბოლის მერ
თურქეთის სასამართლომ სტამბოლის მერს პატიმრობა შეუფარდა

თურქეთის სასამართლომ სტამბოლის მერს, ექრემ იმამოღლუს პატიმრობა შეუფარდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, პროცესის დასრულებამდე ის პატიმრობაში დარჩება. სტამბოლის მერის წინააღმდეგ გამოძიება კორუფციის ბრალდ...

მსოფლიო 8:17

ჩეხეთის პრეზიდენტი
"გულწრფელად მჯერა, რომ ჩვენ ამას დიდწილად საკუთარი თავისთვის ვაკეთებთ" - ჩეხეთის პრეზიდენტი უკრაინაში სამშვიდობო ჯარების შესაძლო გაგზავნაზე

ჩეხეთის პრეზიდენტი, პეტრ პაველი აცხადებს, რომ თუ უცხო ქვეყნები, სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, უკრაინაში ჯარებს გაგზავნიან, მასში მონაწილეობას ჩეხეთიც მიიღებს. პრეზიდენტი ამბობს, რომ ჩეხ...

რუსეთ-უკრაინის ომი 8:15

ჩიკვაიძე დედა
„შეწყვიტეთ რუსული "კაგებეშნიკური" მეთოდით მოქმედება“ - გიორგი ჩიკვაიძის დედა

დაკავებული გიორგი ჩიკვაიძის დედა ამბობს, რომ რეჟიმს ბიზნესმენი ციხის საავადმყოფოში სჭირდება, რათა მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა განახორციელოს. ეკა წერეთელმა ამის შესახებ მას შემდეგ ისაუბრა, რაც ჩიკვაიძესთ...

პოლიტიკა 8:12

ნანუკა ჟორჟოლიანიიი
ვიდეო: „გუშინ დამადგა იმედის ჟურნალისტი...“ - ნანუკა ჟორჟოლიანი

ნანუკა ჟორჟოლიანი: გუშინ დამადგა იმედის ჟურნალისტი.მქონდა რამდენიმე წამი, როცა გავფიქრე რომ ინტერვიუ არ მიმეცა და შემდეგ ვთქვი, რატომაც არა, მეც ჩავწერ.მესმის რომ 14 წუთია, მაგრამ ჩემი თხოვნაა ნერვები...

სოცმედია 7:47

მეგი გოცირიძე
„ქვემოთ იხილავთ ბესელია-კაკაბაძის მიერ შედგენილ ე.წ. "პოლიტპატიმართა" სიას , ანუ რუსული კანონის პირველ სერიას, რასაც უკლებლივ ყველა უსუფაშვილ-ხიდაშელმა დაუჭირა მხარი“ - მეგი გოცირიძე

ყოფილი დეპუტატი მეგი გოცირიძე: ქვემოთ იხილავთ ბესელია-კაკაბაძის მიერ შედგენილ ე.წ. "პოლიტპატიმართა" სიას , ანუ რუსული კანონის პირველ სერიას, რასაც უკლებლივ ყველა უსუფაშვილ-ხიდაშელმა დაუჭირა მხარი და ქ...

სოცმედია 7:42