ვიდეო: "ელენე ბოლომდე გააშიშვლეს, უკან შეუკრეს ხელები და შიშველ სხეულზე მეტალოდეტექტორს უტარებდნენ" - ნიკა გვარამია

პოლიტიკა 29 მარტი 14:59

გვარამია

ეს შენობა არის ქაჯეთის ციხე, წამების შენობა და აქ შედგა ელენე ხოშტარიას წამება - ამის შესახებ წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გამოსულმა ნიკა გვარამიამ "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში განაცხადა.

 

მისი თქმით, სამმართველოში მიყვანის შემდეგ ქალი პოლიტიკოსი სრულიად გააშიშვლეს, არ აძლევდნენ საჭირო მედიკამენტებს, მას შემდეგ კი რაც ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და ჰქონდა  ღებინება, პოლიციელებმა ის საპირფარეშოშიც კი არ გაიყვანეს.

 

გვარამია ელენე ხოშტარიაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ დაკავებულს უთხრეს, რომ ერთჯერად პარკს მოუტანდნენ და მხოლოდ ასე შეეძლოთ დახმარება.

 

ელენე ბოლომდე გააშიშვლეს, უკან შეუკრეს ხელები, დააწვინეს საწოლზე და შეშველ სხეულზე მეტალოდეტექტორს უტარებდნენ"- ამბობს გვარამია. 
კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთმა ლიდერი შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას პასუხობს და ამბობს, რომ განცხადება თავიდან ბოლომდე მოგონილია:

 

ამბავი, მოგონილია იმისთვის, რომ გაამართლონ გაშიშვლება, ვითომ ნარკოტიკი გვეგონა, ვეძებდით და ა.შ...

რაც შეეხება წამალს - ელენეს ჯანმრთელობა ბოლო წლებში არაა სრულყოფილი, მას ყოველთვის ბევრი წამალი აქვს თან და ეს წამლებიც არ მისცეს. მას ჰქონდა წნევის კრიზი რამდენჯერმე, როცა მოიყვანეს მაშინაც წნევის კრიზი ჰქონდა და ამ დროს ღებინების რეფლექსი ირთვება და უთხრეს, რომ საპირფარეშოში არა - პარკს მოგიტანთ და აქ არწყიეო. ამის მერე ითხოვა ჩემი წამლებიდან მარეგულირებელი დამალევინეთო, არ მიუციათ. დღემდე არ დაულევია და ახლაც წნევა აქვს მაღალი. არ გვაქვს სამედიცინო კაბინეტში და შენ შემოიტანეო.

როგორც კი ეს მორჩა [ღებინება] მერე გააშიშვლეს და აკეთეს დეტექტორით ის, რაც მოგყევით" -  თქვა ნიკა გვარამიამ ელენე ხოშტარიას მონახულების შემდეგ. 
გვარამია წამებისა და არაადამიანური მოპყრობის სხვა მსხვერპლებს მოუწოდებს, გამოვიდნენ საჯაროდ და პირდაპირ ეთერში მოჰყვნენ დეტალები.

 

ნიკა გვარამიას კომენტარიდან ირკვევა, რომ ელენე ხოშტარიასთან სპეციალური საგამოძიებო სამსახური ამ დრომდე არ მისულა.

 

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ხოშტარიამ უარი თქვა საქალაქო სასამართლოში საკუთარ პროცესზე დასწრებაზეც.

ცნობისთვის, მის მიმართ ჩადენილ ძალადობაზე ელენე ხოშტარიამ იზოლატორიდან გამოგზავნილ წერილშიც ისაუბრა.

დროებითი მოთავსების იზოლატორში ჩემი ნების საწინააღმდეგოდ პოლიციიდან გამოძახებული ბრიგადის მეშვეობით, ისევ უკან შემიკრეს ხელები. ორ პოლიციელს ვეჭირე (ნინო ჩხარტიშვილს, სალომე ლაშხიას და კიდევ ერთს), მეჭიდავებოდნენ და სრულად გამაშიშვლეს. ეს ძალადობრივი გაშიშვლების პრაქტიკა არის ადამიანის ღირსების შელახვისა და მათზე ფიზიკური ძალადობის უღირსი რუსული საძაგელი მეთოდი" - წერს ხოშტარია. 
ხოშტარიას წერილის საპასუხოდ შინაგან საქმეთა სამინისტრო  განცხადებას ავრცელებს. ვახო გომელაურის უწყება ამტკიცებს, რომ შემოწმებისას დაკავებულს თან აღმოაჩნდა, სავარაუდოდ, კანონსაწინააღმდეგო ნივთიერება, რომელზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.

 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
უგულავა
„ამ სკლინტმა ერთსულოვნებ ჩამოაგდო. მოკლედ, სკლინტმა სულზე მოგვისწრო” - გიგი უგულავა

გიგი უგულავა სოციალურ ქსელში წერს: ,,ამ სკლინტმა ჰარმონია, ერთსულოვნება დ თანხმობა ჩამოაგდო. მოკლედ, სკლინტმა სულზე მოგვისწრო”

სოცმედია 21:02

ჯანგირაშვილი
“კანტროლკა“ უნდა დაგახალოთ“ – ნინო ჯანგირაშვილი

ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი:„ახლა ვინც დგახართ დასხედით, ვინც სხედხართ დაწექით და რა ვიცი, რამე ქენით, “კანტროლკა“ უნდა დაგახალოთ:ქათმის სკინტლით გაკეთებული რძე და ყველით რომ გვკვება პაპაშვილმა, ეგ ძ...

სოცმედია 21:00

მასკი და ტრამპი
"ვფიქრობ, რომ მასკი საოცარია, მაგრამ ასევე ვფიქრობ, რომ მას დიდი კომპანია აქვს სამართავი... რაღაც მომენტში ის კომპანიაშიდაბრუნდება" | ტრამპი

"ვფიქრობ, რომ [მასკი] საოცარია, მაგრამ ასევე ვფიქრობ, რომ მას დიდი კომპანია აქვს სამართავი... რაღაც მომენტში ის [კომპანიაში] დაბრუნდება. მას ასე სურს... მე ვინარჩუნებ მას, სანამ ეს შემიძლია. ის ძალიან...

მსოფლიო 20:58

გამზარდია ივანიშვილი
ვიდეო: „ოცნების“ ტოტალიტარიზმი ჩემთვის რუსულ-ბელორუსული და ირანული ჰიბრიდია“ - არჩილ გამზარდიას სკანდალური განცხადებები

„ოცნების“ ტოტალიტარიზმი ჩემთვის რუსულ-ბელორუსული და ირანული ჰიბრიდია“ - არჩილ გამზარდიას სკანდალური განცხადებები

პოლიტიკა 20:56

ბადრი ჯაფარიძე
წულუკიანის მიმართვის საფუძველზე, ბადრი ჯაფარიძე პროკურატურაში დაიბარეს

ოლიგარქის პროკურატურა "ძლიერი საქართველოს" კიდევ ერთ ლიდერს, ბადრი ჯაფარიძეს იბარებს. როგორც ჯაფარიძე წერს, გამოკითხვა ე.წ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მიმართვის საფუძველზე დაწყებულ უსაფუ...

პოლიტიკა 15:35

ზურაბიშვილი ივანიშვილი
„დღეს ყველა გადაწყვეტილებას ბიძინა ივანიშვილი იღებს“ - სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დიდი ბრიტანეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას ბიძინა ივანიშვილის შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ “დღე...

პოლიტიკა 14:55