1742313331
ყაზახეთში ლევან ვარშალომიძე დააკავეს
რუსეთ-უკრაინის ომი • 8:20
Bloomberg-ის ინფორმაციით, გაერთიანებული სამეფო და ევროკავშირი თავდაცვის ხარჯების გაზრდისთვის რუსეთის გაყინული აქტივების კონფისკაციის გზებს განიხილავენ.
გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ ლამი და ევროკავშირის უმაღლესი წრმომადგენელი კაია კალასი რუსეთის აქტივების კონფისკაციის საკითხს 18 მარტს ლონდონში დაგეგმილ შეხვედრაზე განიხილავენ. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლიდერები სამშაბათის შეხევდარე ევროპული თავდაცვის დაფინანსების გაძლიერების "ინოვაციურ ინიციატივებს" განიხილავენ.
გამოცემის ინფორმაციით, მოლაპარაკებების ფარგლებში განხილული იქნება მილიარდობით რუსული აქტივების კონფისკაციისთვის საჭირო შესაბამისი იურიდიული და ფინანსური საკითხები. ამასთან გამოცემის ინფორმაციით, იმის მიუხედავად, რომ ზოგიერთი ქვეყანა, მათ შორის ბელგია და გერმანია ამ ნაბიჯს კვლავ ეწინააღმდეგება, პროცესში წინსვლა მაინც აღინიშნება. ამ ნაბიჯის მიმართ სკეპტიციზმით განწყობილი ქვეყნები შიშობენ, რომ კონფისკაცია დაარღვევს სახელმწიფოს იმუნიტეტის პრინციპს საერთაშორისო სამართლის მიხედვით და შესაძლოა გავლენა მოახდინოს ევროს კურსზე.
"აშშ კი არ გამოთქვამს სუვერენული აქტივების საკითხზე მუდმივ შეშფოთებას, ეს თავად ევროპის შიგნით ხდება" - ამბობს გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დევიდ ლამი. მისი თქმით, გერმანიაში ადმინისტრაციის ცვლილებამ შესაძლოა ქვეყნის პოზიციის შეცვლის წინაპირობა შექმნას.
2022 წლის თებერვალში რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, დიდი შვიდეულის ქვეყნებმა $300 მილიარდის ღირებულების რუსული ფინანსურიაქტივები გაყინეს.
რუსეთის გაყინული აქტივების კონფისკაციის საკითხი ომის დაწყებიდან სამი წლის განმავლობაში არაერთხელ ყოფილა განხილვის საგანი, თუმცა ჯერჯერობით გაყინული აქტივებიდან მხოლოდ მიღებულ მოგებას იყენებენ.
"ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, ყაზახეთში ლევან ვარშალომიძე დააკავეს. პარტიის ლიდერის, ლევან ბეჟაშვილის წინასწარი ინფორმაციით, საქმე ეხება რუსეთიდან გაგზავნილ ინფორმაციას სისხლის სამართლის საქმე...
პოლიტიკა • 50 წუთის წინ
ნანუკა ჟორჟოლიანი: მეგობრებო ეს სუსია.არანაირ ანგარიშის ნომრებს არ ენდოთ.არაფერს თუ ამ გვერდზე არ დაიდება და განსაკუთრებით სადაც ბიტკოინი და ნანუკა ერთად წერია:))რომ მიგახვედროთ როგორი ამოუცნობია ეს თ...
საზოგადოება • 15:36
ოლიგარქის სასამართლომ არ დააკმაყოფილა ბათუმის აქციების მედროშის, თემურ ქათამაძის სარჩელი ლტოლვილის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. გადაწყვეტილება მოსამართლე დიანა ფარქოსაძემ გამოაცხადა. თემურ ქათ...
პოლიტიკა • 13:47
თბილისში, აშშ-ს მეგობარი აქტის მხარდამჭერი მარში გაიმართება. აქციის მონაწილეები 22 მარტს, 20:00 საათზე- მარჯანიშილის მოედნიდან მსვცლელობას გამართავენ. აქცია პარლამენტთან მიმდინარე უწყვეტ პროტესტს უე...
პოლიტიკა • 13:15
„ძალიან არასწორი ადრესატია ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი და თუ ხელისუფლება ნანუკა ჟორჟოლიანთან დაკავშირებით რაიმეს გეგმავს, ისინი არც მას და არც ფონდებს არ დათმობენ“ - ასე ეხმაურება „კოალიცია ცვლილების...
პოლიტიკა • 13:11
ნანუკა ჟორჟოლიანი: მეგობრებო, კითხულობთ სად არიან ის ადამიანები, რომლებსაც ოჯახის წევრები გადავურჩინეთ.აქ არიან, ჩემთან.ორი დღეა ტელეფონი არ გაჩერებულა. მეკითხებიან რა გააკეთონ, რა შეუძლიათ.წერენ ვიდე...
სოცმედია • 13:09
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 19:58
17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 13:00
რატომ იკრძალება ამერიკულ სასამართლოებში ფოტოების გადაღება
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 3:30
ახალი კვლევა — დილის ყავა გულის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა