1742213442
„ზურაბიშვილს სააკაშვილი რომ შეეწყალებინა, დღეს მოსამართლე შეკრებითობის პრინციპს ვერ გამოიყენებდა“ - თინა ბოკუჩავა
პოლიტიკა • 17 მარტი 12:10
ისტორიის ფურცლებზე აუცილებლად დაიწერება, რომ საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა, რომელმაც რუსული საოკუპაციო რეჟიმისთვის ევროპის დროშით წინააღმდეგობა სცადა, არ შეიწყალა მე-3 პრეზიდენტი, რომელმაც ევროპის დროშა საქართველოში პირველად აღმართა - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინათინ ბოკუჩავამ, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ბოკუჩავა საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და თქვა, რომ "ივანიშვილის რუსულ რეჟიმთან ერთად, დღეს სალომე ზურაბიშვილიც იზიარებს პასუხისმგებლობას ამ ისტორიულ უსამართლობაზე".
როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილი რომ შეეწყალებინა, დღეს მოსამართლე მის მიმართ შეკრებითობის პრინციპს ვერ გამოიყენებდა.
„მინდა გამოვეხმაურო პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ დღეს გამოტანილ განაჩენს. მოსამართლედ წოდებულმა, ივანიშვილის მსახურმა, მიხეილ ჯინჯოლიამ შეკრებითობის პრინციპით 12.6 წელი პატიმრობა მიუსაჯა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს. პრეზიდენტს, რომელმაც საქართველო დააბრუნა საერთაშორისო რუკაზე, რომელმაც შექმნა თანამედროვე ქართული სახელმწიფო ინსტიტუტები და რომელმაც, რაც მთავარია, მტერს არ ჩააბარა ჩვენი სამშობლო 2008 წელს. შეკრებითობის პრინციპის გამოყენება, ყველაზე მძიმე შესაძლო სასჯელის დაკისრების მიზნით, ივანიშვილის რუსული რეჟიმისთვისაც კი უპრეცედენტოდ ჯალათური და რეპრესიული გადაწყვეტილებაა, რაც მოწმობს, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი კვლავ რჩება ივანიშვილის მთავარ მტრად და მოწინააღმდეგედ. გარდა ამისა, დღეს მინდა კიდევ ერთხელ გამოვეხმაურო პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას, რომ არ შეეწყალებინა პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. სალომე ზურაბიშვილის მიმართ არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, საერთაშორისო აქტორების, მათ შორის, ევროპარლამენტის მხრიდან კონკრეტული მოწოდების მიუხედავად, რომ შეეწყალებინა პრეზიდენტი სააკაშვილი, არ გამოიყენა მის ხელთ არსებული კონსტიტუციური შეწყალების ბერკეტი. მისი მთავარი არგუმენტი შეწყალების ინსტრუმენტის არ გამოყენებაზე იყო, რომ შეწყალების აქტი არ განაპირობებდა პრეზიდენტი სააკაშვილის თავისუფლებას. დღეს დადასტურდა, რომ გარდა მორალური და პოლიტიკური განაცხადისა, რაზეც ბევრჯერ გვისაუბრია, მისი შეწყალების გადაწყვეტილებას პრაქტიკული და რეალური შედეგიც ექნებოდა. დღეს მიხეილ ჯინჯოლია შეკრებითობის პრინციპს ვერ გამოიყენებდა, ვინაიდან ყველა მისჯილ საქმეზე სალომე ზურაბიშვილის შეწყალების აქტით გაქარწყლდებოდა მსჯავრი და შესაბამისი პატიმრობის წლებიც. ამიტომ დღეს სალომე ზურაბიშვილიც იზიარებს პასუხისმგებლობას ამ ისტორიულ უსამართლობაზე ივანიშვილის რუსულ რეჟიმთან ერთად.
ვინც რას არ უნდა ფიქრობდეს დღეს და რა პოლიტიკური გემოვნების ტყვეობაში იღებდეს გადაწყვეტილებებს, საქართველოს ისტორიის ფურცლებზე აუცილებლად დაიწერება, რომ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, რომელმაც რუსული საოკუპაციო რეჟიმისთვის ევროპის დროშით წინააღმდეგობა სცადა, არ შეიწყალა საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელმაც ევროპის დროშა საქართველოში პირველად აღმართა. ასეა ეს და ამას ვერანაირი პოლიტიკური გემოვნება ვერ შეცვლის.
და ბოლოს, მინდა მივმართო პრეზიდენტ სააკაშვილს: მიშა, ამ ბრძოლაში შენი, თითოეული პოლიტპატიმრისა და საქართველოს თავისუფლებისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ვართ და ვიქნებით ისეთი ერთიანი, როგორც არასდროს და ჩირაღდნად გვექნება შენი დღევანდელი სიტყვები - „ვიბრძვით და ვიმარჯვებთ“, ეს არის ერთადერთი გზა. დიდება თავისუფლებას! დიდება საქართველოს! თავისუფლება მიშას და ყველა პოლიტპატიმარს!“ - განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.მიხეილ სააკაშვილის საზღვრის კვეთის საქმეზე შეკრებითობის პრინციპი გამოიყენეს: მიხეილ სააკაშვილს საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ გამოაცხადა, რომელმაც საქმეზე შეკრებითობის პრინციპი გამოიყენა.მოსამართლის განცხადებით, სასჯელი დაემატა სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილისთვის 12 მარტს მისჯილ 9-წლიან პატიმრობას და სააკაშვილს ჯამში 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
8 წლის გიორგი ბერიშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება. გიორგიმ რამდენიმე თვის წინ სიმსივნე დაამარცხა. მას მკურნალობისთვის მედიკამენტები სჭირდება, რაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. დახმარების მსუ...
საზოგადოება • 17 მარტი 18:59
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტებმა, რუსთაველის გამზირზე, 24-საათიანი უწყვეტი პროტესტი დაიწყეს. "სეუ-ის სტუდენტური მოძრაობა ვიწყებთ პროტესტების ახალ ტალღას. 62 დღე გავატარეთ უნივერსიტეტის...
პოლიტიკა • 17 მარტი 18:51
თამუნა არის 15 წლის, ვერ დადის, ვერ საუბრობს აქვს ძლიერი შეტევები და თავის არეში კისტის გამონაზარდი. საჭიროებს სასწრაფო მკურნალობას, რისი საშუალებაც მარტოხელა დედას არ აქვს. ოჯახი ნაქირავებ ბინაში ცხო...
საზოგადოება • 17 მარტი 17:50
სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე, ეუთო/ოდირმა შეაფასა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებე...
პოლიტიკა • 17 მარტი 17:33
ამერიკელი სენატორი, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჯინ შაჰინი (დემოკრატი ნიუ-ჰემპშირიდან) აკრიტიკებს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოს შემცი...
მსოფლიო • 17 მარტი 15:31
მარიამ გეგუჩაძე: "ნანუკას ფონდი" და "სირცხვილია" ერთად რომ დააყადაღეს , განსაკუთრებულად მეცინება აბსურდულობის ბოლომდე შესაგრძნობად შეგახსენებთ, რომ ორგანიზაცია სირცხვილია დიდი ხანია აღარ ფუნქციონირ...
სოცმედია • 17 მარტი 14:45
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 19:58
17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 13:00
რატომ იკრძალება ამერიკულ სასამართლოებში ფოტოების გადაღება
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 3:30
ახალი კვლევა — დილის ყავა გულის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა