1742213442
„ზურაბიშვილს სააკაშვილი რომ შეეწყალებინა, დღეს მოსამართლე შეკრებითობის პრინციპს ვერ გამოიყენებდა“ - თინა ბოკუჩავა
რუსეთ-უკრაინის ომი • 5:43
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ოვალურ კაბინეტში უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან კამათი იყო უკრაინაზე ზეწოლის სტრატეგიის ნაწილი. შესაბამისი განცხადება ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს გააკეთა.
"ჩვენ გვჭირდებოდა, რომ უკრაინა სწორად მოქცეულიყო. ეს არ იყო იოლი სიტუაცია. თქვენ ნახეთ პატარა სცენა ოვალურ კაბინეტში, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ისინი ახლა სწორად იქცევიან და ჩვენ ვცდილობთ მივიღოთ სამშვიდობო შეთანხმება, მივიღოთ ცეცხლის შეწყვეტა და შემდეგ სამშვიდობო შეთანხმებაც", - თქვა თეთრი სახლის ლიდერმა.
თეთრი სახლის ლიდერი ამბობს, რომ ომს უკრაინაში ეწირება ბევრი ადამიანია და ის დარწმუნებულია, რომ ყველაფერი სწორად გააკეთა. მისივე თქმით, აშშ-ის გადაწყვეტილებას უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტის შესახებ არანაირი შედეგი არ მოჰყოლია უკრაინის ჯარისთვის.
შეგახსენებთ, რომ 28 თებერვალს, ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა. ის პრეზიდენტ ტრამპს შეხვდა, თუმცა ოვალურ კაბინეტში მიმდინარე შეხვედრის დროს, რომელსაც მედიაც ესწრებოდა ორი ქვეყნის ლიდერმა რამდენჯერმე იკამათეს და ვითარება პერიოდულად იძაბებოდა. მოგვიანებით გახდა ცნობილი, რომ დახურულ კარს მიღმა დაგეგმილი შეხვედრა, მინერალებზე შეთანხმება და ერთობლივი პრესკონფერენცია გაუქმდა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ თეთრი სახლი დატოვა. ამ შეხვედრის შემდეგ დასავლურმა, დემოკრატიულმა სამყარომ ტრამპი გააკრიტიკა, ხოლო რუსეთმა ის შეაქო.
ოლიგარქის სასამართლომ არ დააკმაყოფილა ბათუმის აქციების მედროშის, თემურ ქათამაძის სარჩელი ლტოლვილის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. გადაწყვეტილება მოსამართლე დიანა ფარქოსაძემ გამოაცხადა. თემურ ქათ...
პოლიტიკა • 10 წუთის წინ
თბილისში, აშშ-ს მეგობარი აქტის მხარდამჭერი მარში გაიმართება. აქციის მონაწილეები 22 მარტს, 20:00 საათზე- მარჯანიშილის მოედნიდან მსვცლელობას გამართავენ. აქცია პარლამენტთან მიმდინარე უწყვეტ პროტესტს უე...
პოლიტიკა • 42 წუთის წინ
„ძალიან არასწორი ადრესატია ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი და თუ ხელისუფლება ნანუკა ჟორჟოლიანთან დაკავშირებით რაიმეს გეგმავს, ისინი არც მას და არც ფონდებს არ დათმობენ“ - ასე ეხმაურება „კოალიცია ცვლილების...
პოლიტიკა • 46 წუთის წინ
ნანუკა ჟორჟოლიანი: მეგობრებო, კითხულობთ სად არიან ის ადამიანები, რომლებსაც ოჯახის წევრები გადავურჩინეთ.აქ არიან, ჩემთან.ორი დღეა ტელეფონი არ გაჩერებულა. მეკითხებიან რა გააკეთონ, რა შეუძლიათ.წერენ ვიდე...
სოცმედია • 49 წუთის წინ
საკუთარი სტილისა და ხასიათის გამოხატვა ბევრი განსხვავებული ფორმითაა შესაძლებელი. მათ შორის საბანკო ბარათითაც. ამის შესაძლებლობას საქართველოს ბანკის მობილბანკის 8.0 ვერსია გაძლევთ, სადაც ახალი ციფრული...
ბიზნესი & ეკონომიკა • 51 წუთის წინ
დღეიდან, 18 მარტიდან, უფლებადამცველ ამალ კლუნისა და მსახიობ ჯორჯ კლუნის ფონდი ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს მონიტორინგს გაუწევს. კლუნის ფონდმა...
პოლიტიკა • 55 წუთის წინ
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 19:58
17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 13:00
რატომ იკრძალება ამერიკულ სასამართლოებში ფოტოების გადაღება
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 3:30
ახალი კვლევა — დილის ყავა გულის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა