1742716079
ვიდეო: „გუშინ დამადგა იმედის ჟურნალისტი...“ - ნანუკა ჟორჟოლიანი
რუსეთ-უკრაინის ომი • 21 მარტი 10:36
პოლონეთის პრემიერ-მინისტრის დონალდ ტუსკის თქმით, რუსული საფრთხის ფონზე, უკრაინამ პოლონეთისთვის და მთელი ევროპისთვის ფასდაუდებელი დრო მოიპოვა. პოლონური მაუწყებელი RMF24-ის ინფორმაციით, ამის შესახებ მან ბრიუსელში ევროსაბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
კითხვაზე, იმის გათვალისწინებით, რომ ევროკავშირის "თეთრი წიგნი" თავდაცვის შესახებ 2030 წლამდე არის გათვლილი, არსებობს თუ არა ევროკავშირში მოლოდინი, რომ იმ დროისთვის რუსეთი სხვა ევროპულ ქვეყანას შეუტევს, ტუსკმა განაცხადა, რომ ასეთი გათვლები არ კეთდება, თუმცა, მადლიერია, რომ მისმა დანიელმა კოლეგამ მეტე ფრედერიკსენმა შესთავაზა 2030 წელი, როგორც თარიღი, რა დროისთვისაც ევროკავშირის თავდაცვისუნარიანობა "რადიკალურად უნდა გაიზარდოს".
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინის სამხედრო ძალისხმევის წყალობით, რუსეთი ნატოსა და ევროკავშირის ქვეყნების წინააღმდეგ აგრესიული ქმედებებისთვის მოუმზადებელი აღმოჩნდა.
"გავრცელებულია მოსაზრება, რომ უკრაინის სამხედრო ძალისხმევის გამო, რუსეთი არ იყო მზად ნატოსა და ევროკავშირის ქვეყნების წინააღმდეგ აგრესიული ქმედებებისთვის. უკრაინამ, მიუხედავად ომის შედეგისა, ფასდაუდებელი დრო მოიპოვა პოლონეთისთვის და მთელი ევროპისთვის. ამის გახსენება ღირს, როცა ხანდახან ვამბობთ, რომ დავიღალეთ, ძალიან ბევრი ლტოლვილია და უკრაინა ძალიან ძვირი გვიჯდება. უნდა გვახსოვდეს, რომ რუსეთი უმწეოა ამ გეგმებში დანარჩენი ევროპის მიმართ იმიტომ, რომ უკრაინამ თავის თავზე აიღო აგრესორთან პირდაპირი დაპირისპირების ტვირთი," - განაცხადა ტუსკმა.გავრცელებული ინფორმაციით, თეთრი წიგნი, რომელიც ბრიუსელში 19 მარტს იყო წარმოდგენილი, ასახავს თავდაცვის ახალ მიდგომას და განსაზღვრავს ევროკავშირის საინვესტიციო საჭიროებებს. თეთრი წიგნი წარმოადგენს გადაწყვეტილებებს, რომელიც მიმართულია კრიტიკული შესაძლებლობების პრობლემების აღმოსაფხვრელად და ძლიერი თავდაცვის ინდუსტრიული ბაზის შესაქმნელად. ის გარდა ევროპის თავდაცვის პოტენციალის განვითარებისა, ასევე ითვალისწინებს, ბრძოლის ველზე უკრაინის გადაუდებელი საჭიროებების დაკმაყოფილებას.
"გილოცავ დე“ - მიქაუტაძე გოლის გატანის შემდეგ
სპორტი • 16:12
საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის B დივიზიონის პლეი ოფის საპასუხო მატჩში „დინამო არენაზე“ სომხეთის ნაკრებს უმასპინძლა, 6:1 დაამარცხა-ჯვაროსნები კვლავ B დივიზიონში ითამაშებენ.
სპორტი • 16:02
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის განცხადებით, დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში გამართული დაძაბული შეხვედრის შემდეგ, გაერთიანებულ სამეფოზე ზეწოლა ხორციელდებ...
რუსეთ-უკრაინის ომი • 15:27
უკრაინაში ომის დროს დაღუპული რუსი ჯარისკაცის დედას სათამაშო ვეფხვი და მადლობის წერილი გადასცეს, - იტყობინება დამოუკიდებელი გამოცემა RusNews-ი. დაღუპული ჯარისკაცი 83-ე სადესანტო-სამხედრო ბრიგადაში მსახ...
რუსეთ-უკრაინის ომი • 15:24
საქართველოს ნაკრები სომხეთს დიდი ანგარიშით უგებს. მატჩის 35-ე წუთზე ჯვაროსნები 5-0 იგებენ. მიქაუტაძის დუბლით, საქართველოს ნაკრები დამაჯერებლად იმარჯვებს. მანამდე, ნაკრების ნახევარმცველმა, ოთარ კიტეიშვ...
სპორტი • 14:43
საქართველოს ნაკრები სომხეთს დიდი ანგარიშით უგებს. მატჩის 27-ე წუთზე ჯავროსნები 4-0 იგებენ.
სპორტი • 14:33
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 19:58
17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 13:00
რატომ იკრძალება ამერიკულ სასამართლოებში ფოტოების გადაღება
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 3:30
ახალი კვლევა — დილის ყავა გულის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა