განზრახ მკვლელობა მარნეულში - სასამართლომ ბრალდებულს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა

სამართალი 4 აპრილი 7:12

მკვლელობა

განზრახ მკვლელობა მარნეულში - რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ბრალდებული დამნაშავედ ცნო. მას სასჯელის სახედ და ზომად 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

ინფორმაციას საქართველსო პროკურატურა ავრცელებს.

„სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2024 წლის 18 ნოემბერს, მარნეულში, ბრალდებულმა შურისძიების მოტივით დაზარალებულს ბასრი საგნით სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 2024 წლის 19 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

რუსთავის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მეუფე იაკობი
„ევროპაში გაიგონ, ცუდ ბრძოლაში შემოდიან – არ მოვწონვართ? თავი გაგვანებონ “ - მეუფე იაკობი

 ევროპაში კარგად გაიგონ, რა, ცუდ ბრძოლაში შემოდიან ჩვენთან - ჩვენ არ გვინდა არავისთან ცუდი, სიკვდილიც ვერ შეგვაშინებს ჩვენ. ჭკვიანად იყვნენ, არ მოვწონვართ? თავი გაგვანებონ და ნახონ, ვისზე რა ნაკლებები...

პოლიტიკა 16:04

სტარმერი
„პუტინი სრულ და დაუყოვნებელ ცეცხლის შეწყვეტას პირობების გარეშე უნდა დათანხმდეს“ - სტარმერი

 შეძრწუნებული ვარ სუმში მშვიდობიან მოქალაქეებზე რუსეთის საშინელ თავდასხმებით და ამ ტრაგიკულ დროს ჩემი ფიქრებით მსხვერპლებსა და მათი საყვარელ ადამიანებთან ვარ. პრეზიდენტმა ზელენსკიმ მშვიდობისადმი თავის...

რუსეთ-უკრაინის ომი 15:45

ბესო კალაძე
ვიდეო: „2013 წელს ვანო მერაბიშვილს ციხესთან დაბადების დღეს ულოცავდა, 2016 წელს ამბობდა ტექსტს - "ბიძინას საქართველო საკუთარი შპს ჰგონიაო". დღეს გლდანის გამგებელია“ - ნიკა მელია

ნიკა მელია: ოცნების გლდანის დღევანდელი გამგებელი და მისი ბიოგრაფია გუშინ გლდანში დატრიალებულმა ტრაგედიამ გამახსენა.2013 წელს ვანო მერაბიშვილს ციხესთან დაბადების დღეს ულოცავდა, "მშვიდობისთვის" ემადლიერ...

სოცმედია 15:42

წულუკიანი ვაზაგაშვილი
მორიგი სკანდალი "ოცნების" ირგვლივ - წულუკიანის კომისიას კიდევ ერთი დაზარალებული პასუხობს

"ქართული ოცნების" ირგვლივ სკანდალი არ ცხრება - წულუკიანის საგამოძიებო კომისიას 2003 წელს მოკლული გიორგი გაბუნიას და, ირა გაბუნია უპირისპირდება.   ქალი ამბობს, რომ მისი ოჯახი სამართალს 20 წელია ეძებს....

პოლიტიკა 15:34

პუტინი მაკრონი
"ყველამ იცის: ეს ომი მხოლოდ რუსეთმა დაიწყო. დღეს კი ცხადია, რომ მხოლოდ რუსეთმა აირჩია მისი გაგრძელება" - მაკრონი სუმზე თავდასხმაზე

 "დღეს დილით, ორმა რუსულმა რაკეტამ უკრაინის ქალაქ სუმის ცენტრს დაარტყა, რამაც უამრავი მშვიდობიანი მოქალაქე იმსხვერპლა, მათ შორის კვლავ ბავშვებიც.   ყველამ იცის: ეს ომი მხოლოდ რუსეთმა დაიწყო. დღეს კი ც...

რუსეთ-უკრაინის ომი 15:30

 მოსავალი გაიყინა
შიდა ქართლის სოფლებში მოსავალი გაიყინა - მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

შიდა ქართლის მოსახლეობა უმძიმეს მდგომარეობაშია. გორის სოფლებში ბოლო დღეებია -3 და -5 გრადუსია ტემპერატურა, რის გამოც ადგილობრივებს ხეხილი გაეყინა. მოქალაქეები აცხადებენ, რომ მოსავლის გარეშე დარჩნენ. წ...

საზოგადოება 15:29