1744061039
VIDEO: „მერე რა რომ გოგოა...“ - რუსთაველზე, პოლიციელები ძირს დაგდებულ მომიტინგე გოგოებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
სამართალი • 3 აპრილი 7:36
ლიანა კაჟაშვილი ის მოსამართლეა, რომელმაც სკანდალური „სკინტლის საქმე“ განიხილა თბილისის საქალაქო სასამართლოში. მან „ქართული ოცნების“ ღიად მხარდამჭერი ბიზნესმენის, ლაშა პაპაშვილის სარჩელი დააკმაყოფილა, რომელიც სკინტს ძროხებს აჭმევდა და მის სასარგებლოდ მოპასუხეს დაახლოებით 5 მილიონი ლარის გადახდა დააკისრა.
ამ საქმეზე ჟურნალისტური გამოძიება „რადიო თავისუფლებამ“ მოამზადა.
ლაშა პაპაშვილის საწარმოში „ყვარლის ბაგა“ ძროხებს ქათმის ნაკელით კვებავდნენ. მის საწარმოში ყიდულობდნენ [შესაძლოა, ახლაც ყიდულობენ] რძეს კომპანიები: „აგროჰაბი“, „სანტე“, „სოფლის ნობათი“.
დავის საგანი ასეთი იყო: ლაშა პაპაშვილის კომპანია „ყვარლის ბაგამ“ სასამართლოში კომპანია „ჩირინას“ უჩივლა: ქათმის სკინტლი რომ მომყიდე, არ ვარგოდა, საქონელი დამეხოცა და რძეც გამიფუჭდაო.
მოსამართლე ლიანა კაჟაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში 2024 წლის დეკემბერში კომპანია „ჩირინას“ ზუსტად 4.7 მილიონი ლარის გადახდა დააკისრა „ყვარლის ბაგის“ სასარგებლოდ. „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტური გამოძიებით დგინდება, რომ მოსამართლის გადაწყვეტილება არ იყო დასაბუთებული და მოსამართლე კომპანია „ყვარლის ბაგის“ სასარგებლოდ მიკერძოებული იყო.
ქათმის ნაკელის გამოყენება საქონლის კვებისთვის აკრძალულია ევროკავშირის ქვეყნებში. საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ნაკელის ცხოველის საკვებად გამოყენება 2023 წლიდან აკრძალულია საქართველოშიც. თუმცა ბიზნესმენი, რომელიც სკინტლით კვებავდა ძროხებს, არავის დაუსჯია – ის „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია და პირიქით, სასამართლო დავაც მოიგო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ოფიციალურ ინტერნეტგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ლიანა კაჟაშვილს იურიდიული ფაკულტეტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაუმთავრებია, თუმცა ამ მოსამართლის მაგისტრატურა ბიზნეს-ინჟინერინგის მიმართულებით აქვს დასრულებული. ლიანა კაჟაშვილი იურიდიული დახმარების სამსახურში ჯერ კონსულტანტის პოზიციაზე, შემდეგ კი, ამავე სამსახურში ადვოკატად მუშაობდა 5 წელი. ლიანა კაჟაშვილი 2021 წლიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეა.
ლიანა კაჟაშვილის ქმარი – ამირან ძაბუნიძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეა 2021 წლიდან უვადოდ არჩეული, ლიანა კაჟაშვილის და – გულიკო კაჟაშვილი კი, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეა.
ესტონეთმა გულიკო კაჟაშვილი 2025 წელს დაასანქცირა. ამ მოსამართლემ მიიღო მონაწილეობა პროევროპული აქციის მონაწილეების დასჯაში – მაგალითად, ბათუმელ სტუდენტებს ელიზბარ ჩხიკვაძეს და ლუკა ნაცვლიშვილს მოსამართლე გულიკო კაჟაშვილმა 12 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. საიას შეფასებით, მოსამართლის ეს გადაწყვეტილება იყო უკანონო და დაუსაბუთებელი.
ბათუმელები
ცოტა ხნის წინ, რუსთაველზე გამართულ აქციაზე მყოფ მშვიდობიან მომიტინგე გოგოებს პოლიციის თანამშრომლები ფიზიკურად გასუწორდნენ. მიუხედავად იმისა,რომ აქციის მონაწილეები უკვე გადასული იყვნენ გზის სავალი ნაწი...
პოლიტიკა • 7 აპრილი 21:23
მაშინ, როცა ქართული სახელმწიფო სხვა ჯიუტი რეალობის წინ დგას; მაშინ, როცა საპროტესტო მუხტის ავანგარდში ჟურნალისტები მთავარი როლის შემსრულებლად იქცნენ და პროფესიამ სამოქალაქო აქტივიზმს აუწყო ფეხი, ქართვ...
საზოგადოება • 7 აპრილი 16:02
რიყე-ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო გზა, ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული სამუშაოების გამო, 8 აპრილიდან მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება. აღნიშნულ პერიოდში საბაგირო გზაზე განხორციელდება...
საზოგადოება • 7 აპრილი 15:25
სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, "სოფლის ნობათის" კონკრეტული პარტია, რომელშიც აფლატოქსინ M1-ის გადაჭარბებული ოდენობა დაფიქსირდა, სარეალიზაციო ქსელიდან სრულადაა ამოღებული. მათი ინფორმაციით, ამჟ...
საზოგადოება • 7 აპრილი 15:01
დიფ სთეითმა უკრაინაში ომის გახანგრძლივება დაავალა ევროპულ სტრუქტურებს. მანამდე ამერიკული სტრუქტურებიც იყვნენ ჩართულები ამ პროცესში. ახლა, დიფ სთეითმა ევროპულ სტრუქტურებს ექსკლუზიურად დაავალა უკრაინაში...
პოლიტიკა • 7 აპრილი 14:55
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც რუსეთში "არასასურველად" ანდა "ექსტრემისტულად" გამოცხადებული უცხოური ორგანიზაციების რესურსებზე რეკლამების განთავსებას კრძალავს. კანო...
მსოფლიო • 7 აპრილი 14:51
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 19:58
17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 13:00
რატომ იკრძალება ამერიკულ სასამართლოებში ფოტოების გადაღება
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 3:30
ახალი კვლევა — დილის ყავა გულის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა