„მაფიოზური "კოსტუმი რატომ არ გაცვია, ბიჭო" გათვლილი იყო ჩმორზე, რომელიც ჩაისვრიდა... ჩმორის ნაცვლად, ხელში მგლად ქცეული უკრაინელი ებრაელი ბიჭი შერჩათ, რომელიც თავისი სამშობლოსთვის ვისაც გინდა, იმას გამოღრღნის ყელს“

სოცმედია 2 მარტი 3:13

ზელენსკი კამათი

განათლების ყოფილი მინისტრი ალექსანდრე (კახა) ლომაია:

პირველი რეაქციის შემდეგ, რომლის მიზანი ტრამპისთვის საკუთარი მაგრობის ჩვენება იყო, ოფიციალური პირების ტონი შეიცვალა. ახლა ისინი თავს იმართლებენ, რომ ვენსის პროვოკაცია ჩასაფრება არ ყოფილა, და რომ მათ გულწრფელად სურდათ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა. ვერ გათვალეს. მაფიოზური "კოსტუმი რატომ არ გაცვია, ბიჭო" და "ქურდს პატივს რატომ არ სცემ" გათვლილი იყო ჩმორზე, რომელიც ჩაისვრიდა, კამერების წინ განაბს ხელზე ეამბორებოდა, და "მშვიდობად" შეფუთულ კაპიტულაციაზე მოაწერდა ხელს. თან ამაში იქეთ მილიარდები რომ უნდა გადაეხადა. ჩმორის ნაცვლად, ხელში მგლად ქცეული უკრაინელი ებრაელი ბიჭი შერჩათ, რომელიც თავისი სამშობლოსთვის ვისაც გინდა იმას გამოღრღნის ყელს. ის ბიჭი, ვისაც ნათქვამი აქვს, რომ ის პუტინის სიკვდილისთვის ცხოვრობს. და მეორე, რაც ვერ გათვალეს, ევროპის რეაქცია იყო. საფრანგეთი, გერმანია, ესპანეთი, იტალია, ბელგია, ნორვეგია, ფინეთი, ჩეხეთი, პოლონეთი, ბალტიელები მომენტალურად, რეფლექსურად, დაფიქრების გარეშე, ერთი-მეორის მიყოლებით ზელეს და უკრებს დაუდგნენ გვერდით. და ამ ფონზე, ვითარება დააგვირგვინა მან, ვისაც ამ სიტყვის მნიშვნელობა ყველაზე კარგად ესმის - მეფე ჩარლზმა. მან დემონსტრაციულად, ხაზგასმით, საჯაროდ, თავისი პრემიერ-მინისტრის პირით, ზელე ხვალ ბუკინჰემის სასახლეში მიიწვია. ეს ის ჩარლზის, ვის მოწვევასაც ასეთი აღფრთოვანებით იხუტებდა გულში ტრამპი სულ რაღაც ერთი დღის წინ. ეს, რა თქმა უნდა, სიგნალია, გზავნილია, ადრესატებისთვის გასაგებ ენაზე - არაფერი შეგეშალოთ, ჩვენო დაუხვეწავო და უმწიფარო ბიძაშვილებო, ეს ბიჭი და მისი ხალხი ცამდე მართლები არიან და ჩვენ მათ არავის დავაჩაგვრინებთ. აგერ მე და აგერ თქვენ, თუ ტრამპი საბაბს არ ეძებდეს თეთრ სახლში ზელეს ხელახლა მისაწვევად. ოღონდ ამჯერად, ზელეს იქ ძალად აბიჟნიკი ვენსი აღარ დახვდება. ის, დატუქსული, კუთხეში იდგება.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ზელენსკია
"უნდა გვახსოვდეს - სანამ ოკუპანტი ჩვენს მიწაზეა და სანამ საჰაერო თავდასხმის სირენები ისმის, ჩვენ უნდა დავიცვათ უკრაინა" - ზელენსკი

"ჯიდაში მოლაპარაკებებისა და ფრონტზე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ამერიკის წინადადების შემდეგ, რუსეთმა თითქმის კიდევ ერთი კვირა მოიპარა - ომის კვირა, რომელიც მხოლოდ რუსეთს სურს. დიპლომატიის კიდევ უფრო გაა...

რუსეთ-უკრაინის ომი 28 წუთის წინ

ქართელი გერმანიააა
გერმანიის პოლიცია ეძებს ქართველ კაცს, რომელმაც ცოლს ტრამვაიში აალებადი სითხე შეასხა და ცეცხლი წაუკიდა

გერმანული მედიის ინფორმაციით, გერმანიის პოლიცია ეძებს ქართველ კაცს, 46 წლის თენგიზ კაკიაშვილს, რომელმაც ქალაქ გერაში ცოლს ტრამვაიში აალებადი სითხე შეასხა და ცეცხლი წაუკიდა. მომხდარის შემდეგ მგზავრებმა...

კრიმინალი 30 წუთის წინ

გელა მთივლიშვილი
„მეცნენ ორივე და ხელი გადამიგრიხეს და სამჯერ დამარტყეს და ცდილობდნენ ტელეფონის წართმევას“ - გელა მთივლიშვილი მასზე განხორციელებულ თავდასხმაზე

“მთის ამბების” რედაქტორი “პირველებთან” მასზე განხორციელებული თავდასხმის დეტალებს იხსენებს. ჟურნალისტი ყვება, რომ პოლიციელები, რომლებმაც მასზე იძალადეს, შეიარაღებულები იყვნენ. მისი თქმით, ძალოვანები მა...

საზოგადოება 31 წუთის წინ

ხაბეიშვილი ზურაბიშვილი
„ეს ადა­მი­ა­ნი ჩემ­თვის აქ­ტუ­ა­ლუ­რი და სა­ინ­ტე­რე­სო არ არის... ღარ არის პრე­ზი­დენ­ტი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ არა­ლე­გი­ტი­მუ­რი პრე­ზი­დენ­ტი გვყავს“ - ლევან ხაბეიშვილი ზურაბიშვილზე

“ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­ქარ­თვე­ლოს მე­ხუ­თე პრე­ზი­დენ­ტის, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბის შე­ფა­სე­ბი­სას, თქვა: ...

პოლიტიკა 36 წუთის წინ

კაკულია ივანიშვილი
„ვხედავ, როგორ გადის პოლიტიკური სცენიდან რუსი ოლიგარქი და დავიწყებას მიეცემა“

ქართველი წინასწარმეტყველი ლელა კაკულია “ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე 2023 წლის 31 იანვრით დათარიღებულ წინასწარმეტყველას ავრცელებს. მას უცვლელად გთავაზობთ:    “გამოჩნდა, ვიზეც ჯერ კიდევ 1995 წელს ვიწინ...

სოცმედია 41 წუთის წინ

ტრამპი პუტინი
"მაქვს მოლოდინი, რომ ამ კვირაში იქნება ზარი [აშშ-სა და რუსეთის] პრეზიდენტებს შორის" - ტრამპის წარმომადგენელი

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წარმომადგენლის, სტივ ვიტკოვის თქმით, არსებობს მოლოდინი, რომ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი ცეცხლის შეწყვეტისა და სამშვიდობო პირობებზე "ამ კვირაში" ისაუბრებენ. როგორც ვიტკ...

რუსეთ-უკრაინის ომი 16 მარტი 17:14