„უპატიებელი ცოდვა ჩავიდინე 2018–ში“ – ნინო ჯანგირაშვილი

სოცმედია 18 მარტი 9:53

ჯანგირაშვილი


ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი:

,,ჩემი გაგებით უპატიებელი ცოდვა ჩავიდინე 2018–ში, როცა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში არ წავედი, იმდენად მიუღებელი იყო ჩემთვის არჩევანის გაკეთება ვაშაძეს და ზურაბიშვილს შორის. ერთადერთხელ გამოვტოვე არჩევნები ცხოვრებაში. ამით იმის თქმა მინდა, რა დონის მიუღებლობა მქონდა სალომე ზურაბიშვილის მიმართ არჩევნებისას და მერეც, წლების მანძილზე. (ვაშაძეს რაღას ერჩოდიო არ დამიწყოთ. დრომ აჩვენა, რომ სწორად ვერჩოდი და ეგ რომ აერჩიათ შეიძლება დღეს ნომერ პირველი ქოცი ყოფილიყო) მაგრამ დღეს ზურაბიშვილი არის უკიდურესად აუცილებელი ჩვენთვის, ჩვენი საპროტეტო მოძრაობისთვის, რომელსაც პოლიტიკურ კომპონენტში უდიდესი პრობლემა აქვს და ეს ძალიან აზიანებს პროცესს. შიდა პროცესის გაძლიერებაზე აღარაფერს ვამბობ, მაგრამ დასავლეთის მხარდაჭერა ბევრად დიდი იქნებოდა, ჩვენ რომ გვყავდეს გამოკვეთილი ალტერნატივა და ძლიერი ოპოზიცია, რომელიც რამენაირ ბმას მაინც შეძლებდა საკუთარ ხალხთან და ერთმანეთთან. ფაქტია, რომ ძალადობრივ რეჟიმს ეშინია მხოლოდ მასზე უფრო დიდი ძალის და ეს ძალა არის დასავლეთი, რომელსაც შეუძლია ივანიშვილი ცარიელ–ტარიელი დატოვოს. დასავლეთის მხარდაჭერა და რეჟიმის არაღიარების პოლიტიკა ამ დრომდე მხოლოდ ქართველი ხალხის მიმართ სოლიდარობით არის განპირობებული, რომელიც პროტესტს არ წყვეტს. ამიტომ არ უჯდება არავინ სალაპარაკოდ ივანიშვილის მაგიდასთან. ამიტომ ცდილობს ივანიშვილი რომ პროტესტი ყველა ფორმით ჩაახშოს. მაგრამ ჩვენ ბევრად ძლიერები ვიქნებოდით, ოპოზიციას კოორდინაცია და საგარეო ფრონტზე მაინც ერთიანი პოზიციით და მესიჯებით გასვლა რომ შეძლებოდა. დასავლეთში ზუსტად ისე ხედავენ ჩვენს ოპოზიციას, როგორც ჩვენ – რაღაც გაუგებარ ამორფულ მასას, რომელსაც დიდად ჭკუა არ მოეკითხება და რომელსაც საკუთარ ამომრჩეველთან ვერ გაურკვევია ურთიერთობა. მათ ჭირდებათ კომუნიკატორი ქართველ ხალხთან, კონკრეტული გამტარი, ერთგვარი ცენტრი. ჩვენც გვჭირდება. სალომე ზურაბიშვილი ცდილობს ამ ფუნქციის შესრულებას დღეს და მეტნაკლებად გამოსდის, ყოველ შემთხვევაში სხვა ალტერნატივა რა გვაქვს? ვინმემ რამე მოიფიქრა ამ თვეების განმავლობაში? ამიტომ, დღეს მაქსიმალურად უნდა გავაძლიეროთ სალომე ზურაბიშვილის ფაქტორი. ოპოზიციის ქცევას რაც შეეხება, ეს უკვე უვარგისობა ან უუნარობა კიარა, თანდათან დანაშაული ხდება საკუთარი ხალხის წინაშე. როცა შეგიძლია რამდენიმე მარტივი გადაწყვეტილებით და ნაბიჯით დაეხმარო შენს ქვეყანას და არ აკეთებ, თან ამის ნაცვლად იმასაც უტევ, ვინც ამას ცდილობს ეს არის დანაშაული. იფიქრეთ ამაზე. ან შეიცვლებით, ან ჩაგრეცხავთ ხალხი, იმიტომ რომ თუ ასეთ დრამატულ მომენტში არ გამოგვადექით, აღარც არასდროს გამოგვადგებით.“

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
saq
Startup Grind-ის მორიგი ღონისძიება„საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის ჩამოყალიბება“ გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

საქართველოს ბანკი, სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებას და ქალი მეწარმეების გაძლიერებას აქტიურად უჭერს მხარს. სწორედ ამიტომ, ბიზნეს 360-ის ფარგლებში, Startup Grind-თან ერთად, მარტის თვეს ქალ მეწარმეებს უძ...

ბიზნესი & ეკონომიკა 11:00

tbc
თიბისი მწარე პოდკასტის მხარდამჭერი გახდა

შემეცნებითი პოდკასტების სერია - მწარე პოდკასტი / Bitter Podcast, რომელსაც ისტორიკოსი ნიკა ხოფერია უძღვება, 4 წელზე მეტია ისტორიის მოყვარულებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს და მრავალრიცხოვანი აუდიტ...

ბიზნესი & ეკონომიკა 10:59

saq
საქართველოს ბანკის Ads მენეჯერს ოთხი ახალი ფუნქციონალი დაემატა

საქართველოს ბანკი ინოვაციური პროდუქტების შექმნასა და მის განვითარებაზე მუშაობას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამჯერად, საქართველოს ბანკის შეთავაზებების პლატფორმა - Ads მენეჯერს ახალი ფუნქციონალები დაემატ...

ბიზნესი & ეკონომიკა 8:48

ჯანგირაშვილი
„ქოცების ყველა ბარბაროსობა ჩვენი ძალის დემონსტრირების შანსს გვაძლევს“ - ნინო ჯანგირაშვილი

„ტვ კავკასიის“ დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი: ქოცების ყველა ბარბაროსობა ჩვენი ძალის დემონსტრირების შანსს გვაძლევს. მე არ ვიცი ზუსტად ვინ იყო დაყადაღებული ფონდების შემომწირველი, მაგრამ ჩვენ გვაქვს შანსი...

სოცმედია 8:47

ტრამპი პუტინი
პუტინმა ტრამპი „გადააგდო“ - საუბრის შემდეგ, რუსეთმა უკრაინაზე იერიში მიიტანა, რა დროსაც დაზიანდა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, სახლები და დაშავდა 2 ადამიანი

დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის შემდგარი სატელეფონო საუბრის შემდეგ, რუსეთმა უკრაინაზე იერიში მიიტანა - მოსკოვმა 2 ბალისტიკური რაკეტა "ისკანდერი", 4 საზენიტო რაკეტა და საბრძოლო დრონები გამოიყენ...

რუსეთ-უკრაინის ომი 8:42

ნანუკა ჟორჟოლიანი
„ამბის წყარო, რომელსაც მოვყვები, მშობლებია. კითხვაზე, მიიღებთ თუ არა მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში, ყველას პასუხი არ იყო მკაფიო „არა“. 9 და 25 პასუხი იყო ბუნდოვანი“ - ნანუკა ჟორჟოლიანი

ნანუკა ჟორჟოლიანი: გუშინ, პატიმრების მშობლები შეხვდნენ ოპოზიციის ლიდერებს.ამბის წყარო, რომელსაც მოვყვები მშობლებია.კითხვაზე მიიღებთ თუ არა მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში , ყველას პასუხი არ ი...

სოცმედია 8:41