1742213442
„ზურაბიშვილს სააკაშვილი რომ შეეწყალებინა, დღეს მოსამართლე შეკრებითობის პრინციპს ვერ გამოიყენებდა“ - თინა ბოკუჩავა
ბიზნესი & ეკონომიკა • 11 მარტი 8:08
თუ ხარ VII-XII კლასის მოსწავლე და გაინტერესებს მათემატიკა, ინჟინერია, ინფორმატიკა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, 18 მარტის ჩათვლით დარეგისტრირდი საქართველოს ბანკის და კომაროვის სკოლის STEM ოლიმპიადაზე.
STEM ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება ნებისმიერი სკოლის (ფიზიკა-მათემატიკური სკოლების გარდა) ერთ გუნდს შეუძლია, რომელიც VII-XI კლასის ხუთი მოსწავლისგან იქნება დაკომპლექტებული.
პროექტი ორ ტურად გაიმართება:
·
თეორიული ტური - პირველ ეტაპზე, ყოველი მონაწილე გუნდის წევრები ინდივიდუალურად იმუშავებენ თეორიული ამოცანების ამოხსნაზე. კერძოდ, სამი მოსწავლე დაწერს მათემატიკის, ორი კი - ფიზიკის ტესტს. თეორიული ტურის შედეგად დაჯამდება თითოეული გუნდის ხუთივე წევრის მიერ მიღებული ქულების პროცენტული მაჩვენებლები და გამოვლინდება 10 საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი, რომლებიც გადავლენ ფინალში.
·
პრაქტიკული ტური - მეორე ტურში საუკეთესო შედეგის მქონე 10 სკოლა გადავა, ამ ეტაპზე მოსწავლეები 6-8 საათის განმავლობაში გუნდურად იმუშავებენ STEM დავალებების ამოხსნაზე. შედეგად, გამოვლინდება გამარჯვებული გუნდი, რომელსაც საქართველოს ბანკისგან გადაეცემა ფულადი პრიზი 10 000 ლარის ოდენობით.
აღსანიშნავია, რომ ფინალურ ტურში გასული გუნდების მენტორები სპეციალურ გადამზადების კურსს გაივლიან, რომელსაც კომაროვის სპეციალისტები გაუძღვებიან.
STEM ოლიმპიადის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.
ინფორმაციისთვის, ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ბანკის CSR მიმართულებისთვის უკვე 5 წელზე მეტია განათლება პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, როგორებიც არის: საქართველოს ბანკის სტიპენდიები; გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია; დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სწავლის დაფინანსება; იდეათეკები – საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტი; საქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადა, ევერესტი. ამასთან, საჯარო მეტყველების კონკურსი, და სხვა. საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს ganatleba.bog.ge
8 წლის გიორგი ბერიშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება. გიორგიმ რამდენიმე თვის წინ სიმსივნე დაამარცხა. მას მკურნალობისთვის მედიკამენტები სჭირდება, რაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. დახმარების მსუ...
საზოგადოება • 17 მარტი 18:59
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტებმა, რუსთაველის გამზირზე, 24-საათიანი უწყვეტი პროტესტი დაიწყეს. "სეუ-ის სტუდენტური მოძრაობა ვიწყებთ პროტესტების ახალ ტალღას. 62 დღე გავატარეთ უნივერსიტეტის...
პოლიტიკა • 17 მარტი 18:51
თამუნა არის 15 წლის, ვერ დადის, ვერ საუბრობს აქვს ძლიერი შეტევები და თავის არეში კისტის გამონაზარდი. საჭიროებს სასწრაფო მკურნალობას, რისი საშუალებაც მარტოხელა დედას არ აქვს. ოჯახი ნაქირავებ ბინაში ცხო...
საზოგადოება • 17 მარტი 17:50
სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე, ეუთო/ოდირმა შეაფასა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებე...
პოლიტიკა • 17 მარტი 17:33
ამერიკელი სენატორი, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჯინ შაჰინი (დემოკრატი ნიუ-ჰემპშირიდან) აკრიტიკებს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოს შემცი...
მსოფლიო • 17 მარტი 15:31
მარიამ გეგუჩაძე: "ნანუკას ფონდი" და "სირცხვილია" ერთად რომ დააყადაღეს , განსაკუთრებულად მეცინება აბსურდულობის ბოლომდე შესაგრძნობად შეგახსენებთ, რომ ორგანიზაცია სირცხვილია დიდი ხანია აღარ ფუნქციონირ...
სოცმედია • 17 მარტი 14:45
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 19:58
17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 13:00
რატომ იკრძალება ამერიკულ სასამართლოებში ფოტოების გადაღება
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 3:30
ახალი კვლევა — დილის ყავა გულის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა