როგორ მზადდებოდა „კანონიერი ქურდის“ ძმის მკვლელობა - ახალი დეტალები

კრიმინალი 15 მარტი 9:02

კანონიერი ქურდის ძმის მკვლელი

როგორ მზადდებოდა თავდასხმა ე.წ კანონიერი ქურდის ძმაზე - "პირველებმა" ახალი კადრები მოიპვა, სადაც სავარაუდო თავდამსხმელი ჩანს. "პირველების" ინფორმაციით, ის ჯანგველაძეს ჭავჭავაძის გამზირზე 40 წუთი ელოდებოდა.

სამეთვალყურეო კამერების აღნიშნულ ჩანაწერებში ჩანს, რომ შუახნის მამაკაცი ბიზნესმენის გამოსვლამდე მობილურ ტელეფონს ამოწმებს.

 

"პირველებმა" გაარკვია, რომ ლევან ჯანგველაძე საქართველოში სპეციალურად პანაშვიდისთვის ჩამოვიდა. ის 3 საათის ჩამოსული იყო თბილისში, როცა ჭავჭავაძის გამზირზე ჩასაფრება მოუწყეს და 10-მდე ტყვია ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.

 

"პირველების" ინფორმაციის, ბიზნესმენი დღეს რუსეთში აბრუნებას აპირებდა.

 

ლევან ჯანგველაძე ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე, მიწისქვეშა გადასასვლელთან გუშინ ღამით 23:33 წუთზე მოკლეს, მას ათამდე ტყვია აქვს მოხვედრილი. გაქცეულ დამნაშავეს გომელაურის პოლიცია ახლა მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებს.

ექსკლუზივი: ე.წ კანონიერი ქურდის ძმის მკვლელობა თბილისის ცენტრში - რა ჩანს "პირველების" მოპოვებულ კადრებში
ირკვევა, რომ ლევან ჯანგველაძე ბიზნესმენი იყო, ის რუსეთში ცხოვრობდა და თბილისში რამდენიმე დღით იყო ჩამოსული.

მომხდარისას მსუბუქად დაიჭრა ერთი პირი, (სავარაუდოდ დაცვა) რომელსაც ბრმა ტყვია მოხვდა.

 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
სენატი
"ოცნება" იზოლაციაში რჩება და ამის მთავარი სიმპტომი "MEGOBARI აქტია"

ევროპულ-ქართული ინსტიტუტის დამფუძნებელი, მკვლევარი გიორგი მელაშვილი ამბობს, რომ აშშ-ს მიერ ინიცირებული მეგობარი აქტი "ოცნებისთვის" უარღესად მკაცრი იქნება. მისი თქმით, 21 იანვრის შემდეგ ივანიშვილის ხელ...

პოლიტიკა 12:05

ძებნილი
ყოფილ სპეცრაზმელს პოლიცია ქვეყნის მასშტაბით ეძებს - რას ამბობს უძილაურის დედა

მკვლელობა ვაკეში - ყოფილი სპეცრაზმელის ოჯახში ადასტურებენ, რომ პოლიციამ საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. "პირველებს" უძილაურის დედა ეუბნება, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყვარლის სახლიდან ჩიპები და...

კრიმინალი 12:03

ოთარ ფარცხალაძე
სანქცირებული ფარცხალაძე სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს - ოპოზიცია

სანქცირებული ოთარ ფარცხალაძის მოსკოვში გააქტიურება პროდასავლურ ოპოზიციას არ უკვირს. შაბათის ეთერის ხმაურიანი რეპორტაჟის შემდეგ "ოცნების" ოპონენტები პირდაპირ ამბობენ, რომ საქართველოს ყოფილი გენპროკურორ...

პოლიტიკა 12:01

სერბეთი
აქციის შემდეგ, რა დროსაც 56 ადამიანი დაშავდა, ვუჩიჩმა სერბეთის პოლიცია "მშვიდობის შენარჩუნებისთვის" შეაქო

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში შაბათს, 15 მარტს, ყველაზე მასშტაბური აქცია გაიმართა. მოსახლეობა მთავრობის გადადგომას ითხოვს. აქციის დროს, 56 ადამიანი დაშავდა, დაკავებულია 22 პირი. აქციის ფონზე პრეზიდენტმ...

მსოფლიო 11:59

მოკლული
თბილისში 21 წლის ბიჭი საკუთარ დაბადების დღეზე მოკლეს

თბილისში გამთენიისას 21 წლის მამაკაცი მოკლეს. ახალგაზდას ცივი იარაღით გაუსწორდნენ. მამაკაცს, სულ მცირე, ხუთჯერ ჩაარტყეს დანა, აქედან ერთი გულში. სიტყვიერი დაპირისპირება ბარში დაიწყო და ქუჩაში გაგრძელდ...

კრიმინალი 11:57

დაკავება
იმერეთში, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი, წარსულში ნასამართლევი: 2002 წელს დაბადებული ი.ა. და 2002 წელს დაბადებული მ.კ. დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის...

კრიმინალი 11:54