1742126601
ყოფილ სპეცრაზმელს პოლიცია ქვეყნის მასშტაბით ეძებს - რას ამბობს უძილაურის დედა
ჯანმრთელობა • 10 თებერვალი 9:07
მუხლი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და რთული აგებულების სახსარია. მას წამყვანი როლი უჭირავს სხეულის მობილურობაში,მოქნილობასა და ფართო დიაპაზონში, გვაძლევს ისეთი მოძრაობების შესრულების საშუალებას,როგორიცაა სიარული,სირბილი,ხტომა და სხვა. მისი ცენტრალური როლისა და სტრუქტურული სირთულის გამო,მუხლი ნაკლებად დაცულია ტრავმისაგან.
მუხლის ტრავმა ხშირია არა მხოლოდ სპორტული აქტივობების დროს, არამედ ისეთი ყოველდღიური საქმიანობებისას,როგორიცაა კიბეზე ასვლა,უეცარი დაცემა,დახრა და სხვა. პოტენციური მიზეზების სიმრავლის გამო,მუხლის დაზიანება ძვალ- კუნთოვანი სისტემის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა.
მუხლის ყველაზე გავრცელებული ტრავმებია:
● წინა ჯვარედინი იოგის დაზიანება
წინა ჯვარედინი იოგი, მუხლის 4 ძირითადი მასტაბილიზებელი იოგიდან ერთ-ერთია. მისი დაზიანება ხშირია ისეთი სპორტული აქტივობებისას,რომელიც მოითხოვს მოძრაობის მიმართულების უეცარ ცვლილებას, მაგ:ფეხბურთი,კალათბურთი,სათხილამურო სპორტი და სხვა. სიმპტომებია ძლიერი ტკივილი,სწრაფი შეშუპება,მუხლის სახსრის არასტაბილურობა და სიარულის გაძნელება. მკურნალობისათვის აუცილებელია სახსრის დასვენება, RICE თერაპია, ფიზიკური თერაპია. მძიმე შემთხვევებში საჭირო ხდება ქირურგიული ჩარევა იოგის აღსადგენად.
● მენისკის გაგლეჯვა
მენისკი C-ს ფორმის ხრტილია,რომელიც ბარძაყისა და წვივის ძვლებს შორის საყრდენ ფუნქციას ასრულებს. მისი დაზიანება შეიძლება გამოიწვიოს ნებისმიერმა მოძრაობამ,რომლის დროსაც მუხლს აბრუნებთ ან ეყრდნობით. სიმპტომებია ტკივილი,შეშუპება,სახსრის სიმტკიცე,მოძრაობის გაძნელება. მკურნალობისათვის ფართოდ გამოიყენება ფიზიოთერაპია და ხშირად საჭირო ხდება ქირურგიული ჩარევა.
● პატელარული ტენდონიტი (მხტომელის მუხლი)
პატელარული ტენდონიტი მუხლის სახსრის გადაჭარბებული გამოყენების შედეგია. ხშირია სპორტსმენებში,განსაკუთრებით კალათბურთელებსა და ფრენბურთელებში. განვითარების მიზეზია მუხლზე განმეორებითი სტრესი,რაც საბოლოოდ იწვევს მყესის ანთებას. სიმპტომების ტკივილი და მგრძნობელობა მუხლის ძირში,განსაკუთრებით ხტუნვის,სირბილის ან აღმართზე ასვლისას.მკურნალობა მოიცავს სახსრის დასვენებას,ფიზიოთერაპიას,გამაძლიერებელ ვარჯიშებს. ქრონიკული ტენდონიტისას ფართოდ გამოიყენება PRP თერაპია.
● ბურსიტი
ბურსიტი სასახსრე ჩანთის (აბგის) მწვავე ან ქრონიკული ანთებაა. აბგა დახურული,სინოვიური სითხით სავსე ტომარაა, ის სახსრის შემადგენელი ნაწილია და ამცირებს ხახუნს ქსოვილებს შორის. ყველაზე გავრცელებული გამომწვევი მიზეზებია ტრავმა ან სახსრის გადაჭარბებული მოხმარება. სიმპტომებია ტკივილი,ლოკალური მგრძნობელობა,სახსრის მოძრაობის შეზღუდვა,შეშუპება და სიწითლე. მკურნალობა: დასვენება, ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტების გამოყენება, აქტივობების მოდიფიცირება(მუხლზე ზეწოლის შესამცირებლად). გართულებულ შემთხვევებში შეიძლება საჭირო გახდეს სასახსრე აბგის დრენაჟი ან კორტიკოსტეროიდების ინექციები.
●მუხლის მოტეხილობა
მუხლის მოტეხილობის მიზეზებია მიდამოზე პირდაპირი ზემოქმედება ან ტრავმა,როგორიცაა დაცემა ან უბედური შემთხვევა. სიმპტომებია ძლიერი ტკივილი,შეშუპება,დაზიანებული ფეხის მოძრაობის უუნარობა და სხვა. მკურნალობისათვის გამოიყენება იმობილიზაცია,რეაბილიტაციისათვის გამოიყენება ფიზიოთერაპია.
მუხლის დაზიანების პრევენცია
მიუხედავად იმისა,რომ მუხლის დაზიანება საკმაოდ ხშირია,არსებობს რამდენიმე პრევენციული ღონისძიება,რომელსაც შეუძლია რისკის შემცირება:
● აუცილებელია ფიზიკურ დატვირთვის წინ მუხლის სახსრის გახურება.
● რეკომენდირებულია სპეციფიკური, მუხლის ირგვლივი კუნთების გამაძლიერებელი ვარჯიშების შესრულება,რაც სახსარს მეტად სტაბილურს ხდის.
● სწორი ფეხსაცმლის ტარება.
● სახსრის ჭარბი გამოყენებისაგან თავის შეკავება.
ევროპულ-ქართული ინსტიტუტის დამფუძნებელი, მკვლევარი გიორგი მელაშვილი ამბობს, რომ აშშ-ს მიერ ინიცირებული მეგობარი აქტი "ოცნებისთვის" უარღესად მკაცრი იქნება. მისი თქმით, 21 იანვრის შემდეგ ივანიშვილის ხელ...
პოლიტიკა • 12:05
მკვლელობა ვაკეში - ყოფილი სპეცრაზმელის ოჯახში ადასტურებენ, რომ პოლიციამ საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. "პირველებს" უძილაურის დედა ეუბნება, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყვარლის სახლიდან ჩიპები და...
კრიმინალი • 12:03
სანქცირებული ოთარ ფარცხალაძის მოსკოვში გააქტიურება პროდასავლურ ოპოზიციას არ უკვირს. შაბათის ეთერის ხმაურიანი რეპორტაჟის შემდეგ "ოცნების" ოპონენტები პირდაპირ ამბობენ, რომ საქართველოს ყოფილი გენპროკურორ...
პოლიტიკა • 12:01
სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში შაბათს, 15 მარტს, ყველაზე მასშტაბური აქცია გაიმართა. მოსახლეობა მთავრობის გადადგომას ითხოვს. აქციის დროს, 56 ადამიანი დაშავდა, დაკავებულია 22 პირი. აქციის ფონზე პრეზიდენტმ...
მსოფლიო • 11:59
თბილისში გამთენიისას 21 წლის მამაკაცი მოკლეს. ახალგაზდას ცივი იარაღით გაუსწორდნენ. მამაკაცს, სულ მცირე, ხუთჯერ ჩაარტყეს დანა, აქედან ერთი გულში. სიტყვიერი დაპირისპირება ბარში დაიწყო და ქუჩაში გაგრძელდ...
კრიმინალი • 11:57
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი, წარსულში ნასამართლევი: 2002 წელს დაბადებული ი.ა. და 2002 წელს დაბადებული მ.კ. დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის...
კრიმინალი • 11:54
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 19:58
17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 13:00
რატომ იკრძალება ამერიკულ სასამართლოებში ფოტოების გადაღება
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 3:30
ახალი კვლევა — დილის ყავა გულის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა