რა არის შროტის მეთოდით თერაპია

ჯანმრთელობა 10 თებერვალი 9:12

შროტის თერაპია

შროტთერაპია სქოლიოზის მკურნალობის არაინვაზიური მეთოდია. ის მოიცავს სპეფიციკურ  ვარჯიშებს და სუნთქვით პატერნებს ,რომლებიც მორგებულია თითოეული ადამიანის ინდივიდუალურ საჭიროებებზე. თერაპია მიზნად ისახავს დეროტაციას,  პოზიციის კორექტირებას, კუნთების სიმეტრიის გაუმჯობესებას და სქოლიოზის პროგრესირების შეჩერებას.

მეთოდის ძირითადი აქცენტებია:

სამგანზომილებიანი კორექცია 
სუნთქვის სწორი ტექნიკა 
სწორი პოზიციონირება

როდის გამოიყენება შროტთერაპია?

შროტთერაპია როგორც ბავშვებში ასევე მოზრდილებში, სქოლიოზის  და კიფოზის მკურნალობის ოქროს სტანდარტია. განსაკუთრებით ეფექტურია  შემდეგი ტიპის სქოლიოზის დროს:

● მოზარდთა იდიოპათიური სქოლიოზი (AIS) : სქოლიოზის ყველაზე გავრცელებული ტიპია,რომელიც დიაგნოსტირდება 10-18 წლის ასაკში.

● ზრდასრულთა დეგენერაციული სქოლიოზი : სქოლიოზის ეს ფორმა ვითარდება მალთაშუა დისკების დეგენერაციის გამო,ჩვეულებრივ გვხვდება ხანდაზმულ ასაკში.

სქოლიოზის გარდა,შროტთერაპია გამოიყენება პაციენტებში,რომელთაც აქვთ კიფოზი და სხვა პოსტურალური დარღვევები.

შროტთერაპიის ძირითადი კომპონენტები

● ინდივიდუალური სავარჯიშო პროგრამები : თითოეული პაციენტი იღებს ინდივიდუალურ სავარჯიშო გეგმას კობის კუთხის და ინდივიდულურ საჭიროებებზე  დაყრდნობით. ასეთი მიდგომა ვარჯიშების ეფექტურობას ზრდის და მიზანმიმართულია ხერხემლის კონკრეტული სეგმენტებისკენ.

● სუნთქვის ტექნიკა : სწორი სუნთქვა შროტთერაპიის გადამწყვეტი ელემენტია. ხელს უწყობს გულმკერდის გაფართოებას და აუმჯობესებს ფულტვის ფუნქციას.

● პოზის გაუმჯობესება : თერაპიისას დიდი ყურადღება ექცევა სწორი პოზის შენარჩუნებას.

შროტთერაპიის ბენეფიტები

● კვლევებმა აჩვენა,რომ სწორად და თანმიმდევრულად ჩატარებული შროტთერაპია ხერხემლის გამრუდების ხარისხს მნიშვნელოვნად ამცირებს.

● გაუმჯობესებული პოზა და კუნთების ბალანსი ამცირებს სქოლიოზთან დაკავშირებულ ტკივილს.

● პაციენტებს,შროტთერაპიის შემდეგ,უუმჯობესდებათ ფიზიკური ფუნქცია და მობილურობა,რაც მათ საშუალებას აძლევთ სრულად ჩაერთონ ყოველდღიურ საქმიანობაში.

● ბავშვებსა და მოზარდებში,შროტთერაპია გადამწყვეტ როლს თამაშობს. მისი მეშვეობით შესაძლებელია სქოლიოზის პროგრესირების შეჩერება.

● სუნთქვითი ვარჯიშები,რომელიც შროტთერაპიის შემადგენელი ნაწილია,ხელს უწყობს ფილტვების ტევადობის გაზრდას და სუნთქვის გაუმჯობესებას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მძიმე გამრუდების მქონე პაციენტებისთვის.

● ფიზიკური სიმპტომების გაუმჯობესებასთან ერთად,ბევრი პაციენტი ფსიქოლოგიური კეთილდღეობის მიღწევასაც აღნიშნავს.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
გიორგი
8 წლის გიორგი ბერიშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება

8 წლის გიორგი ბერიშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება. გიორგიმ რამდენიმე თვის წინ სიმსივნე დაამარცხა. მას მკურნალობისთვის მედიკამენტები სჭირდება, რაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. დახმარების მსუ...

საზოგადოება 18:59

სეუ-ის სტუდენტებ
სეუ-ის სტუდენტებმა, რუსთაველის გამზირზე, 24-საათიანი უწყვეტი პროტესტი დაიწყეს

 საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტებმა, რუსთაველის გამზირზე, 24-საათიანი უწყვეტი პროტესტი დაიწყეს. "სეუ-ის სტუდენტური მოძრაობა ვიწყებთ პროტესტების ახალ ტალღას. 62 დღე გავატარეთ უნივერსიტეტის...

პოლიტიკა 18:51

თამუნა
1 ლარიც კი მნიშვნელოვანია - დავეხმაროთ თამუნას, რომელსაც ეპილეფსია და თავში კისტა აქვს, არ შეუძლია დამოუკიდებლად გადადგილება და სასწრაფო მკურნალობას საჭიროებს

თამუნა არის 15 წლის, ვერ დადის, ვერ საუბრობს აქვს ძლიერი შეტევები და თავის არეში კისტის გამონაზარდი. საჭიროებს სასწრაფო მკურნალობას, რისი საშუალებაც მარტოხელა დედას არ აქვს. ოჯახი ნაქირავებ ბინაში ცხო...

საზოგადოება 17:50

ოდირი
ეუთო/ოდირმა შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა

სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე, ეუთო/ოდირმა შეაფასა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებე...

პოლიტიკა 17:33

შაჰინი
„თუ ტრამპი თავისას გაიტანს, ავტორიტარიზმში მცხოვრებთა სამაშველო ხაზი დაიკარგება“ - სენატორი შაჰინი „რადიო თავისუფლებაზე“

ამერიკელი სენატორი, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჯინ შაჰინი (დემოკრატი ნიუ-ჰემპშირიდან) აკრიტიკებს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოს შემცი...

მსოფლიო 15:31

გეგუჩაძე
"ნანუკას ფონდი" და "სირცხვილია" ერთად რომ დააყადაღეს , განსაკუთრებულად მეცინება... ორგანიზაცია „სირცხვილია“ დიდი ხანია აღარ ფუნქციონირებს“ - მარიამ გეგუჩაძე

მარიამ გეგუჩაძე: "ნანუკას ფონდი" და "სირცხვილია" ერთად რომ დააყადაღეს , განსაკუთრებულად მეცინება    აბსურდულობის ბოლომდე შესაგრძნობად შეგახსენებთ, რომ ორგანიზაცია სირცხვილია დიდი ხანია აღარ ფუნქციონირ...

სოცმედია 14:45