შეიძინეთ თანამედროვე ორთოპედიული პროდუქტები “ახალ ხედვაში”

ჯანმრთელობა 10 თებერვალი 8:53

ფიქსატორები

სამედიცინო კომპანია “ახალი ხედვა” მომხმარებლებს ორთოპედიული პროდუქტების საკმაოდ დიდ არჩევანს სთავაზობს. კომპანიის ფილიალებში თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ სხეულის თითქმის ყველა ნაწილისთვის განკუთვნილი ფიქსატორები, ორთოპედიული ბალიშები, ასევე წელის კორსეტები და ქამრები, რომლებიც ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემის დროს გამოიყენება. თანამედროვე ორთოპედიული პროდუქტები კომპანიის ფილიალებში ფართო სპექტრითაა წარმოდგენილი. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:

 

● ორთოპედიული ფიქსატორები - სხეულის ნებისმიერი ნაწილისთვის არის განკუთვნილი. ის უდრეკი ან რბილი მასალისგან მზადდება და სახსრის მოძრაობას ნაწილობრივ ან სრულად ზღუდავს. ეს პროდუქტი  განკუთვნილია სხვადასხვა ხარისხის დაზიანებისთვის და ტრავმის შემდგომი მდგომარეობის გართულების თავიდან ასაცილებლად.

 

● ორთოპედიული ბალიშები - არსებობს სხვადასხვა დანიშნულებისა და ორთოპედიული პრობლემისთვის განკუთვნილი ორთოპედიული ბალიში. ეს პროდუქტი ხელს უწყობს სხეულის სწორ პოზიციონირებას, ასევე ეხმარება ადამიანებს კომფორტული სამუშაო გარემოს შექმნაში. ზურგისა და სავარძლის ბალიში დაგეხმარებათ საოფისე საქმიანობა ყოველგვარი დისკომოფორტის, კერძოდ, კუდუსუნისა და წელის ტკივილის გარეშე შეასრულოთ.

● წელის კორსეტები და ქამრები - იდეალურია წელის ტკივილის აღმოსაფხვრელად და სხეულის ამ ნაწილში დატვირთვას ამსუბუქებს. ზოგიერთი მათგანი მუცლის ღრუს ოპერაციების შემდეგ ექიმის რეკომენდაციით გამოიყენება. ორსულობის ქამარი კი ფეხმძიმობისას მუცლის დაწევას უშლის ხელს და ამ მნიშვნელოვან პერიოდში წელის დაფიქსირებაში დაგეხმარებათ.

სამედიცინო კომპანია "ახალი ხედვა" მომხმარებლებს მაღალი ხარისხის პროდუქციასთან ერთად თანამედროვე სერვისებსაც აწვდის და ადამიანებს დროის დაზოგვის მიზნით ნივთების შეძენის სხვადასხვა მეთოდს სთავაზობს. სასურველი პროდუქტის შეძენა, თბილისის გარდა, გორში, ქუთაისსა და ბათუმში შეგიძლიათ. თუმცა, თუ თქვენთვის სამედიცინო ნივთის შესყიდვა ონლაინ რეჟიმში უფრო მისაღებია, მაშინ კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე - akhalikhedva.ge უნდა დარეგისტრირდეთ. „ახალი ხედვის“ მაღაზიებში შეძენილ პროდუქტს კი საქართველოს ნებისმიერ ადგილზე უმოკლეს ვადაში მიიღებთ.  პროდუქტის სწორად შერჩევაში კომპეტენტური კონსულტანტები - როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ კომუნიკაციისა ან სატელეფონო ზარის მეშვეობითაც დაგეხმარებიან.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
სენატი
"ოცნება" იზოლაციაში რჩება და ამის მთავარი სიმპტომი "MEGOBARI აქტია"

ევროპულ-ქართული ინსტიტუტის დამფუძნებელი, მკვლევარი გიორგი მელაშვილი ამბობს, რომ აშშ-ს მიერ ინიცირებული მეგობარი აქტი "ოცნებისთვის" უარღესად მკაცრი იქნება. მისი თქმით, 21 იანვრის შემდეგ ივანიშვილის ხელ...

პოლიტიკა 12:05

ძებნილი
ყოფილ სპეცრაზმელს პოლიცია ქვეყნის მასშტაბით ეძებს - რას ამბობს უძილაურის დედა

მკვლელობა ვაკეში - ყოფილი სპეცრაზმელის ოჯახში ადასტურებენ, რომ პოლიციამ საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. "პირველებს" უძილაურის დედა ეუბნება, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყვარლის სახლიდან ჩიპები და...

კრიმინალი 12:03

ოთარ ფარცხალაძე
სანქცირებული ფარცხალაძე სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს - ოპოზიცია

სანქცირებული ოთარ ფარცხალაძის მოსკოვში გააქტიურება პროდასავლურ ოპოზიციას არ უკვირს. შაბათის ეთერის ხმაურიანი რეპორტაჟის შემდეგ "ოცნების" ოპონენტები პირდაპირ ამბობენ, რომ საქართველოს ყოფილი გენპროკურორ...

პოლიტიკა 12:01

სერბეთი
აქციის შემდეგ, რა დროსაც 56 ადამიანი დაშავდა, ვუჩიჩმა სერბეთის პოლიცია "მშვიდობის შენარჩუნებისთვის" შეაქო

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში შაბათს, 15 მარტს, ყველაზე მასშტაბური აქცია გაიმართა. მოსახლეობა მთავრობის გადადგომას ითხოვს. აქციის დროს, 56 ადამიანი დაშავდა, დაკავებულია 22 პირი. აქციის ფონზე პრეზიდენტმ...

მსოფლიო 11:59

მოკლული
თბილისში 21 წლის ბიჭი საკუთარ დაბადების დღეზე მოკლეს

თბილისში გამთენიისას 21 წლის მამაკაცი მოკლეს. ახალგაზდას ცივი იარაღით გაუსწორდნენ. მამაკაცს, სულ მცირე, ხუთჯერ ჩაარტყეს დანა, აქედან ერთი გულში. სიტყვიერი დაპირისპირება ბარში დაიწყო და ქუჩაში გაგრძელდ...

კრიმინალი 11:57

დაკავება
იმერეთში, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი, წარსულში ნასამართლევი: 2002 წელს დაბადებული ი.ა. და 2002 წელს დაბადებული მ.კ. დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის...

კრიმინალი 11:54