დაკავებულია 18 პირი - შსს-მ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

კრიმინალი 23 მარტი 8:18

იარაღი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო პერიოდში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს.

მათი თქმით, დაკავებულია 18 პირი.

"ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა, შენახვის, ტარებისა და წესის დარღვევით საქართველოში შემოტანის ფაქტებზე დაკავებულები არიან: 1979 წელს დაბადებული გ.ჭ., 1984 წელს დაბადებული ჯ.ჯ., 1965 წელს დაბადებული მ.ქ., 1995 წელს დაბადებული რ.დ., 1984 წელს დაბადებული ვ.ც., 1982 წელს დაბადებული რ.რ., 1965 წელს დაბადებული თ.ჯ., 1996 წელს დაბადებული თ.პ. და წარსულში ნასამართლევი პირები: 1975 წელს დაბადებული ვ.შ., 1993 წელს დაბადებული ბ.გ., 1986 წელს დაბადებული მ.ა., 1992 წელს დაბადებული რ.დ., 1990 წელს დაბადებული, ი.ი., 1985 წელს დაბადებული კ.ხ., 1984 წელს დაბადებული ბ.კ., 1989 წელს დაბადებული ე.ბ., 2005 წელს დაბადებული ნ.ჩ. და 1979 წელს დაბადებული ზ.გ", - წერს შსს.
დანაშაულები 8-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"სამართალდამცველებმა დაკავებული პირების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომობილების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს, მათ შორის ავტომატები, პისტოლეტები, რევოლვერები, ხელყუმბარები, მჭიდები, დიდი ოდენობით ვაზნები და ხმის ჩამხშობი მაყუჩი. რამდენიმე დაკავებული პირისგან, პოლიციამ, ასევე, ნარკოტიკული საშუალებები „ალფა პვპ“ და „მარიხუანა“ ამოიღო. გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 214-ე , 260-ე და 273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს", - ნათქვამია განცხადებაში.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
„ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი
„მძინარე გიგას მთელი ძალით დავახტი...“ - თამარ ჩერგოლეიშვილი

თამარა ჩერგოლეიშვილი: მძინარე გიგას მთელი ძალით დავახტი (ვინც "უხამსობა" გაიფიქრეთ, ყველას გიმახსოვრებთ) - სიხარული რო დაგაფრინდება, მთელი დღე კარგ ხასიათზე ივლი მეთქი და სიხარული ღამით უკვე დამაფრინდ...

სოცმედია 8:45

დავით ჩხაპელია
უკრაინაში მებრძოლ ქართველს რუსულმა სასამართლომ 14 წლით პატიმრობა მიუსაჯა - დავით ჩხაპელიას პირველი კომენტარი

უკრაინაში მებრძოლ დავით ჩხაპელიას რუსეთის მიერ ანექსირებულმა დონეცკის ე.წ. სასამართლომ 14 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ჩხაპელია "პირველებისთვის" მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ რუსეთის მიერ მართული სასამართ...

რუსეთ-უკრაინის ომი 8:41

მიხეილ სააკაშვილი
„ვისაც ეს ამბავი გულს არ გიხეთქავთ, რა გიხარიათ???? თქვენ აქტივისტებს სდიეთ ჯარიმებით და პარლამენტარობა ითამაშეთ“ - რა დოკუმენსტა ქვეყნებს თინა ხიდაშელი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თნა ხიდაშელი: ეს არის აშშ სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს დღევანდელი შეხვედრა-საუბრები. იმის შემდეგ რაც რუსეთსა და უკრაინასთან შავ ზღვაზე შეთანხმება შედგა მარკო რუბიო ესაუბრა...

პოლიტიკა 8:22

ივანიშვილი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ივანიშვილის "ბოდიშის მოხდის" განცხადებას ახსენებს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებას, სოხუმის აეროპორტში რუსული ავიახაზების რეგულარული ფრენების შესაძლო დაწყებასთან დაკავშირებით,...

პოლიტიკა 8:17

კალაძეეეეეეეეეეეეეე
დიღმის მრავალფუნქციურ ცენტრში კაფეს მოსაწყობად ინტერესთა გამოხატვა ცხადდება

დიდ დიღომში მდებარე მრავალფუნქციურ ცენტრში კაფეს მოსაწყობად ფართის იჯარით გაცემაზე ინტერესთა გამოხატვა ცხადდება.   ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხად...

საზოგადოება 8:16

ნარკოდანაშაული დაკავება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით აზერბაიჯანის, თურქეთისა და რუმინეთის 4 მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით,  სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით აზერბაიჯანის, თურქეთისა და რუმინეთის 4 მოქა...

კრიმინალი 8:13