1743272165
ვიდეო: როგორ გადაიქცა სოზარ სუბარის ფარმაცევტი ცოლისძმა დეველოპერად
რუსეთ-უკრაინის ომი • 26 მარტი 8:41
უკრაინაში მებრძოლ დავით ჩხაპელიას რუსეთის მიერ ანექსირებულმა დონეცკის ე.წ. სასამართლომ 14 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
ჩხაპელია "პირველებისთვის" მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ რუსეთის მიერ მართული სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ რამდენიმე დღის წინ გაიგო.
ქართველი მებრძოლი პირდაპირ ამბობს, რომ უკრაინაში, ოკუპანტის წინააღმდეგ ბრძოლით საქართველოს ინტერესებს იცავდა:
ომის დაწყების დღიდან ვიყავი უკრაინაში ჩასული. ვიბრძოდი უკრაინაში ოკუპანტის წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, ჩემი ქვეყნის ინტერესების დასაცავად ვიყავი ჩასული. გუშინწინ ვიგებ, რომ დონეცკის სასამართლომ 14 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მომისაჯა. ეს ერთგვარად სასაცილო არის ჩემთვის" - ამბობს ჩხაპელია "ტვ პირველთან" ინტერვიუში.
ჩხაპელიას თქმით, პუტინის მარიონეტული ე.წ. სასამართლო ევროპის ქვეყნებს მის გადაცემას ვერ მოსთხოვს, რაც შეეხება "ქართულ ოცნებას" მებრძოლი ამბობს, რომ ივანიშვილის გუნდისგან "არაფერია გამორიცხული".
გადაცემას რაც შეეხება, ისინი ევროპის ქვეყნებს ვერ მიმართავენ, "ოცნება" კი ყველაფერზეა წამსვლელი, ამათგან ყველაფერს მოველი.
მაგრამ როგორც კი საშუალება მექნება მაგისი, ისევ ჩავალ და ისევ ვიბრძოლებ უკრაინაში. განსაკუთრებული ქვედანაყოფი არის ქართული ლეგიონი, რომელიც იბრძვის. ძაან ბევრი ბიჭები გვყავს დაკარგული და დღემდე, ომის დაწყების დღიდან ჩართული არიან ბიჭები, წინა ხაზებზე იბრძვიან და რუსეთი სერიოზულ საფრთხეს ხედავს ქართულ ლეგიონში.ცნობისთვის, რუსულმა სასამართლომ დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა დომენიკ მანგოსაც. ქართველი ბლოგერი რუსეთის მიერ ანექსირებული დონეცკის უზენაესმა სასმართლომ უკრაინის ომში დახმარების გამო დამნაშავედ ცნო და 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდით მიუსაჯა.
ზურა გირჩი ჯაფარიძე სოცქსელში წერს: რამდენი შემთხვევა იცით ადამიანი დაეკავებინოთ, ‘კანონსაწინააღმდეგო ნივთიერება’ ‘ეპოვნოთ’ და მეორე დღეს გამოეშვათ?თუ კიდევ ვერ ხვდებით სად ვცხოვრობთ, იდიოტები ხართთუ...
სოცმედია • 18:18
ვინ აშენებს თბილისში საცხოვრებელ კომპლექსს და ვილების დასახლებას და აქვს თუ არა კავშირი სოზარ სუბარს მისი ფარმაცევტი ცოლის ძმის სახელზე რეგისტრირებულ ბიზნესთან? თემის მოკვლევას "შაბათის ეთერი" დიღომში...
პოლიტიკა • 18:16
ნადიმ ხმალაძე სოცქსელში წერს: თქმა სირცხვილი არ არის ! მე არ ვიცოდი თუ ეს არაკანონიერი იყო. მეც გამაშიშვლეს როცა დამაკავეს მარტის აქციებზე!
სოცმედია • 17:04
უფლებადამცველი ბაია პატარაია: ,,ტურტყლიან, ლოთ ქოცებს გადაეცით, რომ თავად არიან ბიძინას ძღნერის ჭამაზე შესმული ნეხვის ჭიები. ელენეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მედიკამენტები დააქვს თან, რომლის დალევის ს...
სოცმედია • 16:58
სინდისის პატიმრების მოსამართლის, ირაკლი შვანგირაძის სკანდალური წარსული - ინფორმირებული ადამიანი "ტვ პირველის" გამომძიებელ ჟურნალისტთა გუნდს 2019 წელს ვანში მომხდარი ფაქტის შესახებ აწვდის ინფორმაციას...
პოლიტიკა • 16:55
ნიკა გვარამია ელენე ხოშტარიას მოულოდნელ გათავისუფლებას ეხმურება: ,,ამ წუთას ელენე გამოუშვეს იზოლატორიდან. არც სასამართლო, არც რამე საფუძვლის მითითება. უბრალოდ, კარი გაუღეს და გადი აქედანო, უთხრეს”
პოლიტიკა • 16:49
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 19:58
17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 13:00
რატომ იკრძალება ამერიკულ სასამართლოებში ფოტოების გადაღება
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 3:30
ახალი კვლევა — დილის ყავა გულის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა