ფილიპინების ყოფილი დიქტატორი როდრიგო დუტერტე ჰააგის სასამართლოს ორდერით დააკავეს

მსოფლიო 11 მარტი 7:21

როდრიგო დუტერტე

ფილიპინების ყოფილი პრეზიდენტი, როდრიგო დუტერტე, სამშაბათს დააკავეს ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს (ICC) ორდერის საფუძველზე, რომლითაც მას კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში ედება ბრალი.

79 წლის დუტერტე, რომელიც 2022 წელს გადადგა თანამდებობიდან, მანილას საერთაშორისო აეროპორტში ჰონგ-კონგიდან დაბრუნებისას დააკავეს.

ადამიანის უფლებათა ჯგუფების ინფორმაციით, დუტერტეს "ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის" პოლიტიკის ფარგლებში ათიათასობით მშვიდობიანი მოქალაქე ექსტრემალური ძალადობის შედეგად დაიღუპა. ამ ბრალდებებს ყოფილი პრეზიდენტი უარყოფდა. 2016 წელს მან სწორედ ნარკოტიკების წინააღმდეგ მკაცრი პოლიტიკის დაპირებით მოიპოვა მხარდაჭერა და ეს კამპანია მისი მმართველობის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი გახდა.

პრეზიდენტ ფერდინანდ მარკოსის ადმინისტრაციის განცხადებით, დუტერტე ამ დროისთვის დაკავებულია და ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატმა და ყოფილმა პრესმდივანმა, სალვადორ პანელომ, განაცხადა, რომ მისი დაკავება უკანონოა და მას ამ ეტაპზე არ აქვს შესაბამისი იურიდიული დაცვა.

ფილიპინები 2019 წელს, დუტერტეს პრეზიდენტობის პერიოდში, საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოდან გავიდა, თუმცა მარკოსმა ადრე განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში მისი მთავრობა დუტერტეს დაკავების მოთხოვნასთან ითანამშრომლებდა.

დუტერტეს მოულოდნელმა მოგზაურობამ ჰონგ-კონგში – რომელიც ასევე არ არის ICC-ის წევრი – გააჩინა ეჭვები, რომ ის შესაძლოა დაკავებას არიდებდა თავს.

"რა არის ჩემი დანაშაული? ჩემს დროს ყველაფერი გავაკეთე მშვიდობისთვის და ფილიპინელი ხალხის უკეთესი ცხოვრებისთვის," – განაცხადა დუტერტემ ჰონგ-კონგში, სადაც ფილიპინელ ემიგრანტებს მიმართა.

ჰააგის სასამართლოს გამოძიება მოიცავს ნარკოდანაშაულებთან დაკავშირებულ მკვლელობებს 2011 წლიდან, როცა დუტერტე სამხრეთ ქალაქ დავაოს მერი იყო, 2019 წლამდე, როდესაც ფილიპინებმა საერთაშორისო სასამართლო დატოვა. უფლებადამცველები ამ ნაბიჯს დუტერტეს პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მცდელობად აფასებდნენ.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
გიორგი
8 წლის გიორგი ბერიშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება

8 წლის გიორგი ბერიშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება. გიორგიმ რამდენიმე თვის წინ სიმსივნე დაამარცხა. მას მკურნალობისთვის მედიკამენტები სჭირდება, რაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. დახმარების მსუ...

საზოგადოება 17 მარტი 18:59

სეუ-ის სტუდენტებ
სეუ-ის სტუდენტებმა, რუსთაველის გამზირზე, 24-საათიანი უწყვეტი პროტესტი დაიწყეს

 საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტებმა, რუსთაველის გამზირზე, 24-საათიანი უწყვეტი პროტესტი დაიწყეს. "სეუ-ის სტუდენტური მოძრაობა ვიწყებთ პროტესტების ახალ ტალღას. 62 დღე გავატარეთ უნივერსიტეტის...

პოლიტიკა 17 მარტი 18:51

თამუნა
1 ლარიც კი მნიშვნელოვანია - დავეხმაროთ თამუნას, რომელსაც ეპილეფსია და თავში კისტა აქვს, არ შეუძლია დამოუკიდებლად გადადგილება და სასწრაფო მკურნალობას საჭიროებს

თამუნა არის 15 წლის, ვერ დადის, ვერ საუბრობს აქვს ძლიერი შეტევები და თავის არეში კისტის გამონაზარდი. საჭიროებს სასწრაფო მკურნალობას, რისი საშუალებაც მარტოხელა დედას არ აქვს. ოჯახი ნაქირავებ ბინაში ცხო...

საზოგადოება 17 მარტი 17:50

ოდირი
ეუთო/ოდირმა შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა

სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე, ეუთო/ოდირმა შეაფასა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებე...

პოლიტიკა 17 მარტი 17:33

შაჰინი
„თუ ტრამპი თავისას გაიტანს, ავტორიტარიზმში მცხოვრებთა სამაშველო ხაზი დაიკარგება“ - სენატორი შაჰინი „რადიო თავისუფლებაზე“

ამერიკელი სენატორი, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჯინ შაჰინი (დემოკრატი ნიუ-ჰემპშირიდან) აკრიტიკებს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოს შემცი...

მსოფლიო 17 მარტი 15:31

გეგუჩაძე
"ნანუკას ფონდი" და "სირცხვილია" ერთად რომ დააყადაღეს , განსაკუთრებულად მეცინება... ორგანიზაცია „სირცხვილია“ დიდი ხანია აღარ ფუნქციონირებს“ - მარიამ გეგუჩაძე

მარიამ გეგუჩაძე: "ნანუკას ფონდი" და "სირცხვილია" ერთად რომ დააყადაღეს , განსაკუთრებულად მეცინება    აბსურდულობის ბოლომდე შესაგრძნობად შეგახსენებთ, რომ ორგანიზაცია სირცხვილია დიდი ხანია აღარ ფუნქციონირ...

სოცმედია 17 მარტი 14:45