1742705805
ვიდეო: როგორ დაიგეგმა ე.წ. კანონიერი ქურდის ძმის მკვლელობა - ახალი კადრები
მსოფლიო • 22 მარტი 4:17
საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის (КГБ) ყოფილი პოლკოვნიკი და ორმაგი აგენტი, ოლეგ გორდიევსკი, რომელიც გაერთიანებული სამეფოს სასარგებლოდ ჯაშუშობდა, 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.
BBC-ის თანახმად, გორდიევსკი "თავის სახლში მშვიდად გარდაიცვალა". ყოფილი ჯაშუშის სიკვდილი საეჭვოდ არ განიხილება.
გორდიევსკი 1974 წლიდან 1985 წლამდე ორმაგ აგენტად მუშაობდა და გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის სამსახურსა (MI6) და უშიშროების სამსახურს (MI5) სსრკ-ს საიდუმლოებების შესახებ მნიშვნელოვან სადაზვერვო ინფორმაციას აწვდიდა.
1983 წელს გორდიევსკიმ გაერთიანებული სამეფოს დაზვერვას შეატყობინა, რომ სსრკ დასავლეთისგან მოულოდნელ თავდასხმას ელოდა და წინმსწრებ ბირთვულ იერიშს გეგმავდა. ამის გათვალისწინებით, NATO-მ Able Archer-ის სამხედრო წვრთნა შეაჩერა, რამაც კრიზისი განმუხტა.
1985 წლის მაისში, მას შემდეგ, რაც გორდიევსკი ლონდონში КГБ-ს რეზიდენტურის ხელმძღვანელად დაინიშნა, ის მოსკოვში დაიბარეს, დაბრუნების შემდეგ კი ჯაშუშობაში დაადანაშაულეს და დაკითხეს.
რუსეთში გორდიევსკი КГБ-ის თვალთვალის ქვეშ იმყოფებოდა, თუმცა მოგვიანებით მან MI6-ის დახმარებით ფინეთის საზღვრის გადაკვეთა და გაერთიანებულ სამეფოში გაქცევა მოახერხა.
ჯაშუშის მიერ რუსეთის დატოვება გაერთიანებული სამეფოს იმდროინდელმა საგარეო მინისტრმა მათი "უშიშროების ძალებისთვის მნიშვნელოვან გადატრიალებად" შეაფასა - 1985 წელს გორდიევსკის მიერ მიწოდებული ინფორმაციით სსრკ-ს 25 ფარული ჯაშუშის გაძევება მოხერხდა.
პირველი ინტერვიუ სტუდენტთან, რომელიც ტაშის დაკვრის გამო დააკავეს - ლუკა გოგია "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში ამბობს, მისი ტაში იყო მისი გულწრფელი რეაქცია იმ მოვლენებზე, რაც მის თვალწინ რუსთაველის გამზი...
პოლიტიკა • 16 წუთის წინ
ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა: “უკრაინელებმა გაანადგურეს ყაზბეგ ტიმოვი(ოსი სეპარატისტი)- გიორგი ანწუხელიძის უშუალო ჯალათი/მკვლელი.ჩვენს მაგივრად აიღეს სისხლი ჩვენმა ძმებმა!დიდება გმი...
საზოგადოება • 23 წუთის წინ
„ტვ კავკასიის“ დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი: მაქსიმალურად მოვინდომე და ვუყურე საზმაუს ეგრეთწოდებული ბორდის მრავალსაათიან სხდომას, ანუ კომკავშირის ნარჩენების თავყრილობას. განა მოცლილი ვარ, უბრალოდ პერიო...
სოცმედია • 33 წუთის წინ
სალომე ზურაბიშვილი საზმაუს ბორდის სხდომის სკანდალურ ჩანაწერს აზიარებს და წერს: ზუსტად ასე გამოიყურებოდა საბჭოთა დროს “თანამდებობის პირების” აუღელვებელი მსჯელობა იმის შესახებ თუ ვისი საქმე გადაეცათ პარ...
პოლიტიკა • 38 წუთის წინ
მამაცი ქართველი ხალხი პატრიოტები არიან, რომლებსაც ამერიკასთან ახლო კავშირების მქონე ქვეყანა სურთ. ისინი უარს ამბობენ ივანიშვილის ტირანიულ რეჟიმსა და მის მცდელობებზე, რომ საქართველო ირანის რეჟიმსა და...
პოლიტიკა • 41 წუთის წინ
სტიქაროსნის დედა უკვე 7 თვეა, შვილის ბურუსით მოცული სიკვდილის გამოძიებას უშედეგოდ მოითხოვს. 2024 წლის 28 აგვისტოს, მდინარე ჭაჩხურის კალაპოტში ადგილობრივმა თემო ხადურის ცხედარი იპოვეს. მანამდე კი ახალ...
კრიმინალი • 43 წუთის წინ
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 19:58
17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 13:00
რატომ იკრძალება ამერიკულ სასამართლოებში ფოტოების გადაღება
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 3:30
ახალი კვლევა — დილის ყავა გულის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა