1742053480
დაიღუპა საპატრულო პოლიციის თანამშრომელი - ავარია ბათუმში
მსოფლიო • 11 მარტი 15:50
20 იანვარს აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინაუგურაციის ცერემონიამ თავი მოუყარა მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებს. იმ დროს, ღონისძიებაზე მყოფი მილიარდერები, მათ შორის, ილონ მასკი, ჯეფ ბეზოსი და მარკ ზაკერბერგი, ყველაზე მდიდრები იყვნენ, ვიდრე ცხოვრების ნებისმიერ სხვა ეტაპზე, ვინაიდან აშშ-ს ადმინისტრაციაში ტრამპის მოსვლა მეტად პოზიტიურად აისახა მათი კომპანიების სააქციო ფასებზე.
თუმცა ახლა, ინაუგურაციიდან დაახლოებით 7 კვირის შემდეგ, სიტუაცია შეიცვალა. ბოლო მონაცემებით, ტრამპის ინაუგურაციის დამსწრე მილიარდერებიდან 5 ყველაზე მდიდარი ადამიანის - ილონ მასკის, ჯეფ ბეზოსის, მარკ ზაკერბერგის, სერგეი ბრინისა და ბერნარდ არნოს ქონება, Bloomberg Billionaire Index-ის თანახმად, ჯამში $209 მილიარდით შემცირდა.
ტრამპის მიერ 2025 წლის 5 ნოემბრის არჩევნებში გამარჯვებიდან ინაუგურაციამდე ინვესტორთა ოპტიმიზმი გამოიხატა S&P 500 ინდექსის ზრდის რამდენიმე რეკორდული მაჩვენებლით. კაპიტალისა და კრიპტო ბაზრებზე ინვესტორთა რიცხვმა იმატა, ვინაიდან მათი მოლოდინით, ტრამპის ეკონომიკური პოლიტიკა ბიზნესებისთვის მომგებიანი იქნებოდა.
ილონ მასკის Tesla-ს აქციების ფასი საპრეზიდენტო არჩევნებიდან რამდენიმე კვირის განმავლობაში 98%-ით გაიზარდა, რაც კომპანიისთვის რეკორდული მაჩვენებელი იყო. ბერნარდ ანროს კომპანია LVMH-ს აქციების ფასი 7%-ით გაიზარდა, რამაც ფრანგი მილიარდერი $12 მილიარდით უფრო მდიდარი გახადა. ზაკერბერგის მეტაც კი, რომელმაც ტრამპი ყოველ პლატფორმაზე დაბლოკა, ტრამპის მეორე საპრეზიდენტო ვადის დაწყებიდან პირველ დღეებში 9%-ით, ხოლო შემდეგ კვირებში 20%-ით გაიზარდა.
თუმცა ის მოლოდინები, რომ ტრამპის ახალი საპრეზიდენტო ვადა საფონდო ბირჟაზე არსებული კომპანიების საერთო კაპიტალიზაციის ზრდას შეუწყობდა ხელს, ბოლო დღეებში შეიცვალა. S&P 500-ის ინდექსი ტრამპის მეორედ გაპრეზიდენტებიდან 6.4%-ით შემცირდა, რაც პრეზიდენტის ტარიფების არაპროგნოზირებად პოლიტიკასა და ფედერალური თანამშრომლების მასობრივად გათავისუფლებას უკავშირდება.
ორშაბათს, 10 მარტს, მაგალითად, S&P 500-ის ინდექსმა 2.7%-იანი ვარდნა განიცადა, რაც მიმდინარე წლის ყველაზე მკვეთრი დღიური ვარდნა იყო.
კომპანიებმა, რომელთა უმსხვილეს წილებს ტრამპის ინაუგურაციაზე დამსწრე მილიარდერები ფლობენ, ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო, სავარაუდოდ, ყველაზე დიდი ზარალი ნახეს. მათი ჯამური საბაზრო ღირებულება 17 იანვრიდან დღემდე, Bloomberg-ის ცნობით, დაახლოებით $1.39 ტრილიონით შემცირდა.
ილონ მასკმა, რომლის ქონებამაც გასული წლის 17 დეკემბერს რეკორდულ ღირებულებას, $468 მილიარდს მიაღწია, Bloomberg-ის მონაცემებით, $148 მილიარდი დაკარგა.
ჯეფ ბეზოსის კომპანია Amazon-ის აქციის ფასი 17 იანვრიდან ჯამურად 14%-ით დაეცა, ხოლო თავად ბიზნესმენის ქონება $29 მილიარდით შემცირდა.
სერგეი ბრინმა, რომელმაც ლარი პეიჯთან ერთად Google-ის თანადამაარსებელი და 6%-იანი წილის მფლობელია, $22 მილიარდი დაკარგა.
მარკ ზაქერბერგის ქონება $5 მილიარდით შემცირდა. Meta-ს აქციების ფასმა იანვრის შუა რიცხვებიდან თებერვლის შუა რიცხვებამდე 19%-იანი ზრდა განიცადა, თუმცა მას შემდეგ ზრდა სრულად გამორიცხა ვარდნამ.
ტრამპის დიდი ხნის მეგობარმა ბერნარდ არნომ, რომლის ოჯახიც ფუფუნების ნივთების კონგლომერატ LVMH-ს ფლობს, ზაქერბერგის მსგავსად, ადმინისტრაციაში ტრამპის მოსვლიდან რამდენიმე კვირის განმავლობაში ჯამური ზრდის მიუხედავად, ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო, $5 მილიარდი დაკარგა.
ცნობისთვის, აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის 9 მარტის განცხადებამ, რომლითაც მან აშშ-ს ეკონომიკის რეცესიაში შესვლა არ გამორიცხა, აშშ-ს საფონდო ბირჟაზე მკვეთრი ვარდნა გამოიწვია.
აშშ-ს საფონდო ბირჟაზე მკვეთრი ვარდნაა მას შემდეგ, რაც ტრამპმა რეცესია არ გამორიცხა
9 მარტს ტრამპს Fox News-თან ინტერვიუში ჟურნალისტმა ჰკითხა, მოელოდა თუ არა ის რეცესიას მიმდინარე წელს, რის საპასუხოდაც ტრამპმა პირდაპირ არ გამორიცხა აღნიშნული.
"ამგვარი რაღაცების წინასწარმეტყველება მძულს. გარდამავალი პერიოდია, ვინაიდან ძალიან მნიშვნელოვან რაღაცას ვაკეთებთ". - თქვა ტრამპმა.
საფონდო ბირჟაზე მკვეთრ ვარდნაში მნიშნველოვანი როლი ითამაშა ტრამპის მუქარებმაც ტარიფების შესახებ. როგორც Reuters წერს, ტარიფებმა ინვესტორები მოსალოდნელი რეცესიით შეაშინა, რის გამოც აშშ-ს საფონდო ბირჟამ აშშ-ს ფლაგმანური ინდექსის, S&P 500-ის გასული თვის პიკის შემდეგ $4 ტრილიონის კაპიტალიზაცია დაკარგა.
ტრამპის ახალმა რეფორმებმა ბიზნესების, მომხმარებლებისა და ინვესტორებს მოლოდინებში ბუნდოვანება გააძლიერა, განსაკუთრებით კანადაზე, მექსიკასა და ჩინეთზე ტარიფების დაწესებითა და დროებით გაუქმების მოულოდნელი გადაწყვეტილებებით.
ბოლო მონაცემებით, S&P 500-ის ინდექსმა 2.7%-იანი ვარდნა განიცადა, რაც მიმდინარე წლის ყველაზე მკვეთრი დღიური ვარდნაა. Nasdaq-ის ინდექსმა კი 2022 წლის სექტემბრის შემდეგ ყველაზე დიდი დღიური, 4%-იანი კლება განიცადა. Dow Jones-ის ინდექსი 890 ქულით, ანუ, დაახლოებით 2%-ზე მეტით ჩამოქვეითდა.
დაეცა მრავალი გიგანტი კომპანიის აქციების ფასებიც. სააქციო ფასების ყველაზე დიდი დღიური კლება ილონ მასკის Tesla-მ განიცადა, 15.4%-ით. Nvidia-ს აქციების ფასი 5.1%-ით დაეცა. Apple-მა, Alphabet-მა და Meta-მ 4%-ზე მეტის ვარდნა განიცადეს. Microsoft-ის აქციების ფასი 3%-ზე მეტი, ხოლო Amazon-ის აქციების ფასი 2%-ზე მეტით შემცირდა.
"ტარიფებზე ლაპარაკი, ბევრი მხრივ, მათ დაწესებაზე უარესია. ტარიფებზე ლაპარაკი, [დაწესებული ტარიფების] გაუქმება, სპეკულაცია და ქაოსი ბუნდოვანებას მხოლოდ ზრდის". - უთხრა CNN-ს საინვესტიციო ოფიცერმა დევიდ ბანსენმა ტრამპის პოლიტიკის შესახებ.
ბათუმში მომხდარი ავტოავარიის შედეგად ერთ-ერთი დაღუპული საპატრულო პოლიციის თანამშრომელია. "პირველებისთვის" მოწოდებული ინფორმაციით, 32 წლის ბიჭი მოტოციკლეტს მართავდა, რომელიც ქვეითს დაეჯახა. 70 წლამდე...
შემთხვევა • 42 წუთის წინ
წეროვანთან, ავტობანზე თავს დაგვესხა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, შეიარაღებული სპეცრაზმელი.საცობში ჩვენს უკან არიან მანქანით. ვცდილობთ, უსაფრთხო ადგილას გავიდეთ.- წერს სოციალურ ქსელში ჟურნ...
პოლიტიკა • 55 წუთის წინ
პოლონეთი 27 წლის ქართველი ახალგაზრდა დააკავეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით დაკავებული ტექნიკის მაღაზიის ქურდობაშია ეჭვმიტანილი. ქართველი პოლონეთში არალეგალურად იმყოფებოდა, მას ქვეყნიდან დეპორტაც...
კრიმინალი • 14:07
გმირთა მოედანზე და „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 მარტიდან 19 მარტის ჩათვლით, ღამის საათებში, საავტომობილო მოძრაობა გზის სხვადასხვა მონაკვეთებში სრუ...
საზოგადოება • 14:02
ეროვნული სკრინინგ ცენტრისა და ფრანგული ფარმაცევტული კომპანია „სერვიეს“ ორგანიზებით, მსხვილი ნაწლავის კიბოს შესახებ ცნობადობის ამაღლებისადმი მიძღვნილი ღონისძიება - „კოლორექტული კიბო - შესაძლებელია პრევ...
ჯანმრთელობა • 14:00
ნანუკა ჟორჟოლიანი სოცქსელში წერს: ჩემი, ძალიან სანდო წყაროს ინფორმაციით.ქურდი ჯანგველაძე , რომელიც ტარიელ ონიანის მეგობარია და ქურდების ამ ნაწილს ეძახიან “ქართველ ქურდებს” დაპირისპირებული იყო “ქურთი ქ...
სოცმედია • 13:43
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 19:58
17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 13:00
რატომ იკრძალება ამერიკულ სასამართლოებში ფოტოების გადაღება
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 3:30
ახალი კვლევა — დილის ყავა გულის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა