1742816784
"ესეთ ტყუილებს როგორ ამბობენ, რომ ბავშვი 7 წელი ციხეში უნდა გაუშვან" - ხმაური რეჟიმის პატიმრის, 21 წლის მათე დევიძის სასამართლოზე
პოლიტიკა • 14/7/2022 • 6:55
მიმდინარე წლის 12 ივლისს აშშ-ის კონგრესში ინიცირებულ იქნა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო აქტი, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ის მზარდ ინტერესსა და მტკიცე მხარდაჭერას რეგიონისა და საქართველოს მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
კერძოდ, აშშ-ის სენატორებმა ჯინ შაჰინმა (დემოკრატი – ნიუ ჰემფშირი) და მიტ რომნიმ (რესპუბლიკელი – იუტა) სენატში წარადგინეს ორპარტიული კანონპროექტი – 2022 წლის შავი ზღვის უსაფრთხოების აქტი, რომელიც აშშ-ის ადმინისტრაციას შავი ზღვის რეგიონთან მიმართებაში სტრატეგიის შემუშავებას ავალებს.
„კანონპროექტის მიხედვით, ევროკავშირისა და ნატო-ს აღმოსავლეთ საზღვართან, რუსეთის მიერ 2014 და 2022 წლებში უკრაინაში, ხოლო 2008 წელს საქართველოში სამხედრო შეჭრის შემდგომ, შავი ზღვის რეგიონი მზარდი დაძაბულობისა და კონფლიქტის ზონად რჩება. შესაბამისად, კრიტიკულად მნიშვნელოვანია შავი ზღვის რეგიონის, კერძოდ, საქართველოს, უკრაინის, მოლდოვას, რუმინეთის, ბულგარეთისა და თურქეთის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
აღსანიშნავია, რომ კანონპროექტი ითვალისწინებს საქართველოს, უკრაინის, რუმინეთისა და ბულგარეთის სამხედრო მხარდაჭერის ზრდას და ასევე, ხაზს უსვამს რეგიონის ქვეყნებთან აშშ-ის მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობას. ამ კუთხით, დოკუმენტი ეხმაურება უკრაინაში, საქართველოსა ან რუმინეთში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების ფინანსური კორპორაციის რეგიონალური ოფისის გახსნას.
სხვა საკითხებთან ერთად, უსაფრთხოების აქტი შავი ზღვის რეგიონში რუსეთის გავლენის შემცირებასაც ეხმაურება. კერძოდ, აქცენტი რეგიონში რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლის, რუსეთის ენერგორესურსებზე დამოკიდებულების შემცირებისა და რეგიონის ქვეყნების ენერგოუსაფრთხოების ზრდის აუცილებლობაზე კეთდება.
დოკუმენტში საუბარია მოკავშირეებთან ერთად გრძელვადიანი უსაფრთხოების სტრატეგიის შემუშავებაზე, რაც აღმოსავლეთ ფლანგზე მათი მუდმივ და მდგრად ყოფნას უზრუნველყოფს.
კანონპროექტი ასევე ეხმაურება და მხარს უჭერს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების სამი ზღვის ინიციატივას, რომელიც ადრიატიკის, ბალტიისა და შავ ზღვას შორის სატრანსპორტო, ენერგეტიკული და ციფრული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და დაკავშირებულობის სტიმულირებას ემსახურება“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, აღნიშნული კანონპროექტის თანასპონსორები არიან აშშ-ის სენატორები ტომ თილისი (რესპუბლიკელი – ჩრდილოეთ კაროლინი ), ქრის ქუნსი (დემოკრატი – დელავერი), სენატორი როჯერ უიკერი (რესპუბლიკელი – მისისიპი) და სენატორი ბენ კარდინი (დემოკრატი – მერილენდი).
გამოცემა The Atlantic-ის მთავარი რედაქტორი, ჯეფრი გოლდბერგი წერს, რომ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ის შემთხვევით დაამატეს Signal-ის დახურულ ჩატში, რომელშიც იემენზე იერიშები განიხილებოდა. ...
მსოფლიო • 24 მარტი 20:57
„რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები მომავალი წლისთვის დაიწყება, დაგეგმილზე გაცილებით მეტი დროა საჭირო, რათა კომუნიკაციები მოწესრიგდეს“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს გადაც...
პოლიტიკა • 24 მარტი 20:54
«ჩვენი მხრიდან არ იყო მარტივი ის, რომ არ გადავდგით ნაბიჯი და მავანს არ მივეცით შესაძლებლობა, რომ ჩვენი ქვეყანა გამოყენებული ყოფილიყო სხვა რომელიღაც დიდი ქვეყნის ინტერესების გასატარებლად და ამისთვის შ...
პოლიტიკა • 24 მარტი 20:52
„იმ პოლიტიკით, რომელსაც ატარებს „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, ჩვენ მოვახერხეთ მშვიდობის შენარჩუნება, მშვიდობამ მოიტანა ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება“, -...
პოლიტიკა • 24 მარტი 20:52
თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება მზადაა, ამერიკის შეერთებულ შტატებთან პარტნიორული ურთიერთობები გადაიტვირთოს და აღდგეს. როგორც მან გადაცემა „ღამის კურიერში“ განაცხადა,...
პოლიტიკა • 24 მარტი 20:51
„როცა გასვლით შეხვედრაზე ძალიან მეგობრულად მიგიღეს, კარგი დახვედრა მოგიწყვეს, რას ერჩოდი ამ ხალხს? არ იყო სწორი ქმედება“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა გადაცემა „ღამის კურიერში“ სტუმრობისას ისაუბრა...
პოლიტიკა • 24 მარტი 20:50
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 19:58
17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 13:00
რატომ იკრძალება ამერიკულ სასამართლოებში ფოტოების გადაღება
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 3:30
ახალი კვლევა — დილის ყავა გულის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა