„ჩვენი პოლიტიკით მოვახერხეთ მშვიდობის შენარჩუნება, მშვიდობამ კი მოიტანა ქვეყნის ეკონომიკური განვითარება“ - კახა კალაძე

პოლიტიკა 24 მარტი 20:52

კახა კალაძე

„იმ პოლიტიკით, რომელსაც ატარებს „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, ჩვენ მოვახერხეთ მშვიდობის შენარჩუნება, მშვიდობამ მოიტანა ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ გადაცემა „ღამის კურიერში“ სტუმრობისას განაცხადა.

 

კითხვაზე, როგორ შეძლებს ხელისუფლება დასავლეთის მხრიდან შეჩერებული ფინანსური დახმარებების კომპენსირებას, დედაქალაქის მერი პასუხობს, რომ ყველა გამოწვევას, რომელიც ქვეყნის წინაშე იდგება, მთავრობა შესაბამის პასუხს გასცემს.

 

„საბედნიეროდ, იმ პოლიტიკით, რომელსაც ატარებს „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ჩვენ მოვახერხეთ მშვიდობის შენარჩუნება, მშვიდობამ მოიტანა ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და ყოველწლიურად ქვეყნის ეკონომიკა იზრდება. ამას, რა თქმა უნდა, მოაქვს კეთილდღეობა, იზრდება ბიზნესები, იზრდება ბიუჯეტი, ამის სტატისტიკა და მონაცემები შეგიძლიათ ამოიღოთ. მომდევნო წლების ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები დაახლოებით რა იქნება, ეგეც შეგვიძლია ვნახოთ. შესაბამისად, ჩვენ არაფერს მოვაკლებთ მოსახლეობას, რა პროექტებიც იქნება განსახორციელებელი, ყველაფერს გავაკეთებთ და მივიყვანთ ბოლომდე. საუბარი იყო, თითქოს რაღაცას ჯარს მოვაკლებთ და აგენტურას მოვახმართ თანხებს. ჩვენ არც ჯარისკაცებს დავაკლებთ არაფერს. ჩვენთვის მთავარი არის მშვიდობის შენარჩუნება, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება. ყველა გამოწვევა და პრობლემა, რომელიც არსებობს, იქნება მოგვარებული და გადაიდგმება კონკრეტული ნაბიჯები, რათა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტები იქნეს განხორციელებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ჯანგირაშვილი წულუკიანი
„ეს წუნკალა“ - ნინი ჯანგირაშვილი წულუკიანზე

„ტვ კავკასიის“ დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი: ეს წუნკალა რასაც აკეთებს აი, ამ წუთში ეგრეთწოდებული პარლამენტის ეგრეთწოდებულ საგამოძიებო კომისიაზე არის ოფიციალურად სამშობლოს ღალატი. ეს სხდომები უნდა შევინ...

სოცმედია 2 წუთის წინ

ლაშა ქოიავა
ვინ არის ლაშა ქოიავა და რა მოყვა წულუკიანის კომისიაზე ბარამიძეზე, ხოშტარიაზე, კეზერაშვილსა და ოქრუაშვილძე

სახმელეთო ჯარების სამედიცინო დეპარტამენტის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ომის ვეტერანმა, ლაშა ქოიავამ,  წულუკიანის კომისიაზე, განაცხადა: “2003 წელს, ოქტომბრის შემდგომ, დიდი ცვლილებები ჯარში არ ყოფილა, ჯარში...

პოლიტიკა 6 წუთის წინ

მეტრეველი წულუკიანი
„არის ქცეული ადეიშვილის ყოფილი მონების, მურისიძის და ჩინჩალაძის მონად“ - მერაბ მეტრეველი წულუკიანზე

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი: როგორ ვინმე არ აღმოჩნდა, ვინც თეა წულიკიანს პირში ეტყოდა, რას წარმოადგენს სინამდვილეში.ქალი პოლოტიკაში მოვიდა ამბიციით, რომ ადეიშვილი და ადეიშვილის შექმნილი სისტემა დაემარც...

სოცმედია 10 წუთის წინ

ოცნება რუსული კანონი
სტრასბურგმა "რუსულ კანონთან" დაკავშირებით საჩივრის განხილვა დაიწყო

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ "რუსულ კანონთან" დაკავშირებით არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების საჩივრის განხილვა დაიწყო. ინფორმაცია ამის შესახებ თავად NGO-ებმა გაავრცელეს.   ქურდოვანიძის...

პოლიტიკა 12 წუთის წინ

ბოჭორიშვილი ვენა
ვენაში ჩასულ ბოჭორიშვილს ავსტრიის მინისტრმა მხილების სერია მოუწყო - "ოცნების" საგარეომ ფაქტი დამალა

ვენაში ჩასულ მაკა ბოჭორიშვილს ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მხილების და კრიტიკის სერია მოუწყო. "ოცნების" საგარეომ ფატქი დამალა, თუმცა ყველაფერი ავსტრიელი მინისტრის განცხადებიდან გახდა ცნობილი.  ...

პოლიტიკა 15 წუთის წინ

ნანუკა ჟორჟოლიანი
„ვიზრუნებ იმაზე, რომ ყველა დედას, რომელსაც შვილის გადარჩენა სურს, ჰქონდეს კობახიძის და მდინარაძის ნომერი“ - ნანუკა ჟორჟოლიანი

არ მქონდა მოლოდინი, რომ "ქართულ ოცნებაში" ახლა ადამიანი გაიღვიძებდა და ბავშვებზე ზრუნვას დაიწყებდნენ - ასე აფასებს ნანუკა ჟორჟოლიანი ყადაღის მოხსნაზე სასამართლოს უარს. ნანუკას ფონდის ხელმძღვანელი პირვ...

პოლიტიკა 16 წუთის წინ