„რა თქმა უნდა, გვაქვს სურვილი, რომ აშშ-თან ურთიერთობები გადაიტვირთოს და აღდგეს“ - კახა კალაძე

პოლიტიკა 24 მარტი 20:51

კალაძეეეეეეეეეეეე

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება მზადაა, ამერიკის შეერთებულ შტატებთან პარტნიორული ურთიერთობები გადაიტვირთოს და აღდგეს.

 

როგორც მან გადაცემა „ღამის კურიერში“ განაცხადა, აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტის მთავარი პრიორიტეტი რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება და „დიფ სთეითის“ დამარცხებაა, რომელშიც საქართველოს ხელისუფლება მხარს უჭერს.

 

„პრეზიდენტ ტრამპისთვის ჯერჯერობით ორი მთავარი პრიორიტეტი და მიმართულებაა - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება და „დიფ სთეითის“ დამარცხება. ჯერ ვერც ერთია შემდგარი ფაქტი და ვერც მეორე. შესაბამისად, მათთვის ყველაზე პრიორიტეტული ეს ორი მიმართულებაა. დაველოდოთ, თუ როგორ იქნება და რა პროცესები განვითარდება. ჩვენც ვაკვირდებით მოვლენებს, თუ რა პროცესები მიმდინარეობს. დღეს ერთი მოცემულობაა, ხვალ შეიძლება აბსოლუტურად განსხვავებული მოცემულობა იყოს. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაქვს სურვილი, რომ ეს ურთიერთობები გადაიტვირთოს და აღდგეს ნორმალური, პარტნიორული ურთიერთობა, როგორც ეს ეკადრება საქართველო-აშშ-ს უერთიერთობებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

რაც შეეხება ევროპასთან ურთიერთობებს, თბილისის მერის თქმით, ზოგიერთი ქვეყნის წარმომადგენელი მთელი საარჩევნო კამპანიის დროს პირდაპირ ერეოდა საქართველოს შიდაპოლიტიკურ პროცესებში.

 

„რაც შეეხება ევროპიდან გაკეთებულ განცხადებებს, აქაც აბსოლუტურად იგივე შემიძლია გითხრათ: ყველა მათი განცხადება დაფუძნებულია ტყუილზე. თეთრზე პირდაპირ გვეუბნებიან, რომ შავია და ეს ახლა არ დაწყებულა. გავიხსენოთ, როდესაც რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო, რამდენიმე დღეში ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირი მიდის საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და მის კაბინეტში პირდაპირ მიდის საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო უნდა ჩაერთოს აღნიშნულ ომში. რა თქმა უნდა, ეს მოულოდნელი და გასაკვირი იყო ჩვენთვის. ჩვენი პასუხიც იცით ამასთან დაკავშირებით. გვახსოვს ასევე, როდესაც ჩარტერების გაგზავნას გვთხოვდნენ. ეს ხომ ომში ჩართვაზეც მიუთითებდა?! შემდეგ იყო უკვე უკრაინის უშიშროების საბჭოს თავმჯდრომარის მხრიდან გაკეთებული განცხადებები  მეორე ფრონტთან დაკავშირებით. ადგილობრივი აგენტურა აამოქმედეს, ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები და გვახსოვს, რა განცხადებები კეთდებოდა. მთელი საარჩევნო კამპანიის დროს პირდაპირ ერეოდნენ ქვეყნის შიდაპოლიტიკურ პროცესებში. ისეთი მოცემულობა შედგა, რომ იძულებული გავხდით, გვესაუბრა ამ ყველაფერზე - ზეწოლაზე, როგორი შემოტევები მიდიოდა, მუქარები, შანტაჟი. აბსოლუტურად ღიად დავიწყეთ ამ ყველაფერზე საუბარი, რომ საზოგადოებას ჰქონოდა სრულყოფილი ინფორმაცია, რა ხდებოდა რეალურად“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
კულტურის მინისტრი, ვიცე-პრემიერი თეა წულუკიანი
თეა წულუკიანმა ე.წ საგამოძიებო კომისიის გამოკითხვაზე ირაკლი ოქრუაშვილის გამოუცხადებლობის გამო პროკურატურას მიმართა

ოლიგარქის პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა ე.წ საგამოძიებო კომისიის გამოკითხვაზე ირაკლი ოქრუაშვილის გამოუცხადებლობის გამო პროკურატურას მიმართა. თუ პროკურატურა წულუ...

პოლიტიკა 14:36

სტარმერი
„ახლა რუსეთზე სანქციების მოხსნის დრო არ არის“ - სტარმერი

ახლახან ძალიან კონსტრუქციული შეხვედრა გვქონდა "მსურველთა კოალიციასთან". იმაზე დიდი, ვიდრე მანამდე გვქონდა - 30 ქვეყანა, პლუს, რა თქმა უნდა, NATO და ევროკავშირი - და სრულად მიზანდასახულები ვართ, ვიხილო...

რუსეთ-უკრაინის ომი 14:34

ჩერგოლეიშვილი წულუკიანი
„თქვენი სიძულვილით იკვებება, რაც მეტს ავლენთ, მეტად იღგზნება“ - თამარ ჩერგოლეიშვილი წულუკიანზე

თამარ ჩერგოლეიშვილი: მაგისთვისაა ეგ "კომისია" რომ იმ არარაობამ შხამი ღვაროს და თქვენ დაფეთდეთ. თქვენი სიძულვილით იკვებება, რაც მეტს ავლენთ, მეტად იღგზნება, რომ მიზანს აღწევს.

სოცმედია 14:25

ხაზარაძე წულუკიანი
„თეა წულუკიანს ავტომატი რომ მისცე ხელში, ალბათ, ყველას დაგვხვრეტს“ - მამუკა ხაზარაძე

ვიმყოფებით ივანიშვილს მიერ მიტაცებული ქვეყნის მიტაცებულ სასამართლოში - ამ სიტყვებით შევიდა კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც მაგისტრანტი მოსამ...

პოლიტიკა 14:23

ზაზა გოგავა
“პოზიციაზე მყოფმა დანაყოფმა ჩაიდინა შეცდომა და ამას ავალდებულებს ზაზა გოგავას და უმაღლეს მთავარსარდალს?”– ზაზა გოგავა

ნუ მასწავლიან და ნუ წერენ წერილებს ადამიანები, რომლებსაც მხოლოდ საწვრთნელო პოლიგონზე ჰყავთ ოცეული ნანახი – ნუ იშვერენ ზაზა გოგავასკენ ხელს! – ტაქტიკურად, პოზიციაზე მყოფმა დანაყოფმა ჩაიდინა შეცდომა ერთ...

პოლიტიკა 14:12

ლევან სანიკიძე
„ეს არის ეროვნული ღალატის კომისია“ - ლევან სანიკიძე წულუკიანის ე.წ. კომისიაზე

ლევან სანიკიძე: ვამაყობ გენერალ ზაზა გოგავასთან და გენერალ მამუკა ყურაშვილთან მეგობრობით!ახლა მაინც არ რწმუნდებით, რომ ეს არ არის ბენზინგასამართი სადგურების საქმის გამოძიების კომისია? ეს არ არის ნაცებ...

სოცმედია 14:01