1742053480
დაიღუპა საპატრულო პოლიციის თანამშრომელი - ავარია ბათუმში
პოლიტიკა • 13 მარტი 17:28
თაობიდან თაობას გადაცემული ბრძოლა თავისუფლებისთვის და სტუდენტი-ახალგზრდობა, რომელიც დღეს, პოლიტიკური კონიუნქტურისგან დამოუკიდებლად დადგა ბარიკადებზე ქართული სახელმწიფოებრიობის გადასარჩენად.
დამოუკიდებლობის მოპოვებისათვის ბრძოლაში და სისხლის ფასად მიღწეული სახელმწიფოებრიობის პირობებში, ვერც კი წარმოვიდგენდით, რომ დღეს, ქართველი ერის ისტორიული მიზნის მიღწევის ფინიშის პირას, ჩვენი შვილების თაობა კვლავაც იდგებოდა აი, აქ რუსთაველის გამზირზე და მოუწევდა ამავე მიზნისთვის ბრძოლა, რასაც ქრისტიანულ დასავლეთში, ანუ ჩვენს ბუნებრივ და ისტორიულ გარემოში დაბრუნება ჰქვია...
წლების განმავლობაში, ერთი შეხედვით, თითქოსდა ინერტული ქართველი ახალგაზრდობა აღმოჩნდა ამ ბრძოლაში სახელმწიფოსთვის მთავარი საყრდენი, ხოლო რუსული ინტერესების მსახური - ივანიშვილის ხელისუფლებისთვის კი მთავარი და დაუძლეველი ბარიერი.
სამოქალაქო აქტივისტი ნიკა გოისაშვილი ერთ-ერთი მათგანია, ვინც 100 დღეზე მეტია, უწყვეტ აქციებში მონაწილეობს. ნიკა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია. ჩვენ ის დემონსტრანტების სასტიკი დარბევის პირველ დღეებში გავიცანით და გადავიწყვიტეთ მცირე ინტერვიუ ჩაგვეწერა იმაზე, თუ რას ფიქრობს მიმდინარე მოვლენებზე და როგორია მისთვის დღევანდელი საქართველო?
ინტერვიუს ჩაწერამდე მითხარი, რომ 15 წლის ასაკიდან დგახარ ქუჩის საპროტესტო აქციებში, ეს ის ასაკია, როცა ნორმალურ და განვითარებულ ქვეყანაში, მოზარდი სწავლა-განათლებით არის დაკავებული, თუმცა როგორც აღმოჩნდა, შენ და არა მხოლოდ, გიწევთ პროტესტის გამოხატვა... შენთვის, როგორია დღეს ეს ქვეყანა და როგორ საქართველოში გიწევს ცხოვრება?
ჩემთვის ცოტა შეურაცხმყოფელია ის, რაც დღეს ქვეყანაში ხდება... რასაც სკოლაში გვასწავლიდნენ, ის ადამიანები, რომლებიც მართლა ღირსეულად აკეთებენ თავის საქმეს, ზრუნავენ იმაზე, რომ გადასცეს მომავალ თაობას ის ღირებულებები, რაც გვაქვს და რაც ჰქონდათ ჩვენს წინაპრებს - ბრძოლა თავისუფლებისთვის, შემწყნარებლობა და სხვა მრავალი უნარ-ჩვევა, რაც ოდითგანვე ჰქონდათ ქართველებს. თუმცა, მე წინააღმდეგობაში მოვედი იმ რეალობასთან, რაც დღეს გვაქვს. როგორი უნდა იყოს ღირსეული სახელმწიფო - თითოეული მოქალაქისთვის უსაფრთხოების გარანტია; არჩევანის უფლება, ის რომ ხელისუფლება უნდა იცვლებოდეს დემოკრატიულად; განათლების პერსპექტივა; ღირსეული შრომის უფლებები, რაც ალბათ ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა. თუ ადამიანს არ აქვს ღირსეული სამუშაო გარემო, მას ეზღუდება განვითარების შესაძლებლობა. დღეს ძალიან ბევრი ახალგაზრდა, საკმაოდ დამამცირებელ გარემოში მუშაობს, უამრავი სტუდენტის მდგომარეობაა ასეთი: რა დააყენოს წინ - სწავლა თუ არსებობა? როცა მე ამას ვხედავდი, ძალიან გამიჭირდა შეგუება და დღემდე ვერ შევეგუე და ვერასდროს შევეგუები ისეთ გარემოში ცხოვრებას, როცა ადამიანებს გამოხატვის უფლება ექნებათ შეზღუდული. პატარა ვიყავი, როცა ე.წ. გავრილოვის ღამე მოხდა რუსთაველზე და იქიდან მოყოლებული ვარ ამ პროცესებში ჩართული. დამამცირებელი და დამაკნინებელია ქართველისთვის. რაც მაშინ მოხდა. ამას მოჰყვა პროპორციული არჩევნების დაპირების გადათქმა, მერე 2020 წლის არჩევნების დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება და ალბათ, ყველაზე გარდამტეხი პროცესი, რამაც „ქართული ოცნების“ პოლიტიკა თვალსაჩინო გახადა, ეს იყო 2022 წლის შემდეგ, როცა მსოფლიო პოლიტიკური მდგომარეობა თავდაყირა დადგა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. სწორედ აქ გამოიკვეთა „ქართული ოცნების“ პრორუსული პოლიტიკა.
ქართული საზოგადოებისთვის ყველაზე მეტად მტკივნეულია, როცა მისი ხელისუფალი ხელს უშლის ქვეყნის დასავლურ განვითარებას, ხელს უშლის ქართველი ერის ისტორიულ არჩევანს და ტოვებს რუსეთის პირისპირ. თანაც, ამ ფონზე ილიას ფრაზას რომ ციტირებენ კონტექსტშეცვლილს და ამბობენ „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნესო“... არახალია მათგან ეს დამახინჯებული ციტირებები, მაგრამ საერთო სირცხვილია, როცა გინდა ხელისუფლება გერქვას და გამოდიხარ და „ბირჟავიკივით“ ლაპარაკობ, მასონები მართავენ ქვეყანასო... ინსტიტუციურად შეურაცხმყოფელი და დამამცირებელია, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ საკანონმდებლო ორგანოში გვყავს ხალხი, რომლის ინტელექტიც არ აღემატება შეთქმულების თეორიებს, ეს არის ცირკი და გაუნათლებელი ადამიანების თავყრილობა, რომლებმაც უნდა გადაწყვიტონ საქართველოს მომავალი.
მიუხედავად უპრეცედენტო პროტესტისა, ჩვენ ვხედავთ რომ ხელისუფლებას სრულიად არ ანაღვლებს საზოგადოების განწყობა, პირიქით, პირველივე დღეებიდან მოყოლებული ხელისუფლება გარდა იმისა რომ სასტიკი მეთოდებით უსწორდება მომიტინგეებს, იჭერენ მშვიდობიან აქტივისტებს, ასობით ადამიანია დაპატიმრებული, მათ შორის მზია ამაღლობელი, რომელიც ამ ადამიანებთან ერთად ხელისუფლების ტყვეა და ამ ვითარებაში კვლავ გრძელდება აქციები, საპროტესტო მუხტი არ ეცემა, მაგრამ ე.წ. ხელისუფლება, რომლის ლეგიტიმაციას მათ შორის დასავლელი პარტნიორები არ ცნობენ, არ აპირებს არაფრის შეცვლას, არ აპირებს ხელახალი არჩევნების დანიშვნას... შენი აზრით, რა არის გამოსავალი ?
სახელმწიფო სისტემა, რაც არსებობს, ეს არის ჩვენი აზროვნების ნაწილი... არის პრეზიდენტი, პრემიერი, მონარქი და ა.შ. მათი ხელისუფლებაში მოსვლა ჩვენი გადაწყვეტილებით ხდება ხომ? აქ არის წყალგამყოფი, ჩვენ არ ვაღიარებთ, როგორც ლეგიტიმურ ხელისუფლებას. ერთი მხრივ გააყალბეს და ჩვენ წაგვართვეს არჩევანის უფლება და მეორე მხრივ, ის რაც გაცხადებული იყო ქართველი ხალხის მიერ, ეს მომავალი მოგვიჭრეს... ამ პერიოდში მათ გამოიყენეს თითქმის ყველა საშუალება, იქნებოდა ეს გაზი, წიწაკის სპრეი და ა.შ. არავინ იცის, როგორ იმოქმედებს ეს ჯანმრთელობაზე და არც კი ვიცით, რა შედგები ექნება, და სანამ გამოსავალზე ვიტყვით, ჩვენ ახლა ვართ პოლიტიკურ ჩიხში შესული. არალეგიტიმური ხელისუფლება არის მთლიანად მოქცეული საერთაშორისო იზოლაციაში... მარტო ტაჯიკეთში რომ ჩაესვლებათ და თალიბანის რეჟიმი ესალმება... არავინ აღიარებს მათ და გამოსავალი არის ის, რომ უნდა გაგრძელდეს მშვიდობიანი პროტესტი. რთულია, როცა შიშველი ხელებით ებრძვი, ხელისუფლებას, რომელიც სრულად არის დემონიზებული და ცდილობს გაგაქციოს ქვეყნიდან, უარი გათქმევინოს ბრძოლაზე, თუმცა, ჩვენი ამოცანაა, ეს მშვიდობიანი პროტესტი გაგრძელდეს... თუ ეს ამდენი ადამიანი არ გაწუხებს, მაშინ არც გამოიყენებ აქციის დარბევისთვის ყველა ამ ზემოხსენებულ საშუალებას... ეშინია ხელისუფლებას ნამდვილად... არავინ ცდილობს პარლამენტში შეჭრას და არც არაფრის დარბევას. მათ ზუსტად მშვიდობიანი პროტესტის ეშინიათ.
ივანიშვილი ფიქრობდა, რომ დაიღელბიანო...
ახალგაზრდები არ დაიღლებიან... ჩვენ „ბაბლი“ არ ვართ და ექვსი კაცი არ ვდაგავრთ... ჩვენ ერთმანეთს ვიცნობთ, განწყობები არ იცვლება, უკმაყოფილება არსად არ მიდის... როგორ შეიძლება რომ 28 ოქტომბრის შემდეგ ამას შეეგუო. ეს ენერგია არსად არ წავა, სანამ ცვლილებები არ დადგება და ესენი დათმობებზე არ წავლენ.
![]()
პროტესტი მარტო რუსთავლეზე აქიცაზე გამოსვლა არ არის, პროტესტი არის თუნდაც ის, რომ ჩვენ ვსაუბრობთ ამაზე, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ეს უკვე ჩვენთვის საფრთხის შემცევლი იყოს, მაინც გამოვხატავთ წინააღმდეგობას არსებული რეალობის მიმართ, რეალობა, რომელიც მოქალაქეებს ტოვებს საფრთხის წინაშე. ჩვენ უკან დასახევი გზა არ გვაქვს.
„ქართული ოცნების“ ნარატივი, რომ მშვიდობა უნდათ, და რომ თურმე მათი და ივანიშვილის დამსახურებაა, რომ ჩვენ ომში არ ვართ.... კარგად დავფიქრდეთ, სად არის მშვიდობა და ვინ იქნება ჩვენი მშვიდობის გარანტი? ჩვენ უნდა გავიაზროთ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე დგას რუსული ჯარი და ქვეყანა ოკუპირებულია, რა მშვიდობაზე გველაპარაკებიან?
თუ მშვიდობაზე ვინმემ იზრუნა და თავი დადო, ეს არის უკრაინა და უკრაინაში მებრძოლი ქართველები. თორემ რუსეთის მიზნები ჩვენ ვიცით და ეს ვიცოდით 2007 წელსაც. რა შეაჩერებს დღეს რუსეთს თუ არა უკრაინა. დასავლეთმაც კი იცი, რომ უკრაინა თუ დაეცა მათაც პრობლემები ექნებათ. თვით მაკრონი ამბობს, რომ შემდეგი ჩვენ ვიქნებითო...
როცა ოცნების პროპაგანდა ამბობს, რომ ივანიშვილმა მშვიდია მოგვიტანა, ამას პასუხი უნდა გაეცეს. როგორ შეიძლება მშვიდობის დამცველად წარმოვაჩინოთ ადამიანი, რომელმაც ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან გააჩანაგა ჩვენი ჯარი, რომელიც ამბობს, რომ ომი ჩვენ დავიწყეთ... ძალიან სირცხვილია. რა მნიშვნელობა აქვს, სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ მოგწონს თუ არა. არ შეილძელბა შენს სახელმწიფოს ომის დაწყება დააბრალო, თანაც რუსეთის წინააღმდეგ... სახელმწიფო აგებს პასუხს ამაზე. შენს ქვეყანას სდებ ბრალს რუსეთთან ომზე? ომი, რომელიც ორი საუკუნეა მიმდინარეობს და 2008 წელს არ დაწყებულა. მე ხშირად ჩვადივარ ხოლმე ქარელის რაიონში და ვიცი, ეს ომი ერთ დღეში არ დაწყებულა. პროვოკაციები სულ იყო მათ მხრიდან. უკრაინაში რა, ომი ერთ დღეში დაიწყო?
თანამედროვე სამყაროში ომი არ არის მხოლოდ ჯარის შეყვანა და ჭურვების გამოყენება. რამდენი ათეული წელია საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდული ომი მიმდინარეობს. ის რეალობა, რაც დღეს ჩვენ ქვეყანაში გვაქვს, არის რუსეთიუს ჰიბრიდული ომის შედეგი.
ამაზე პასუხი უნდა გაეცეს ამ ე.წ. ხელისუფლებას. ესენი არიან ფეოდალები და დღეს რაც ხდება ქვეყანაში, ეს არის სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცება, პირდაპირი გაგებით და ისტორია ასე შეაფასებს.
ბათუმში მომხდარი ავტოავარიის შედეგად ერთ-ერთი დაღუპული საპატრულო პოლიციის თანამშრომელია. "პირველებისთვის" მოწოდებული ინფორმაციით, 32 წლის ბიჭი მოტოციკლეტს მართავდა, რომელიც ქვეითს დაეჯახა. 70 წლამდე...
შემთხვევა • 15:44
წეროვანთან, ავტობანზე თავს დაგვესხა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, შეიარაღებული სპეცრაზმელი.საცობში ჩვენს უკან არიან მანქანით. ვცდილობთ, უსაფრთხო ადგილას გავიდეთ.- წერს სოციალურ ქსელში ჟურნ...
პოლიტიკა • 15:31
პოლონეთი 27 წლის ქართველი ახალგაზრდა დააკავეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით დაკავებული ტექნიკის მაღაზიის ქურდობაშია ეჭვმიტანილი. ქართველი პოლონეთში არალეგალურად იმყოფებოდა, მას ქვეყნიდან დეპორტაც...
კრიმინალი • 14:07
გმირთა მოედანზე და „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 მარტიდან 19 მარტის ჩათვლით, ღამის საათებში, საავტომობილო მოძრაობა გზის სხვადასხვა მონაკვეთებში სრუ...
საზოგადოება • 14:02
ეროვნული სკრინინგ ცენტრისა და ფრანგული ფარმაცევტული კომპანია „სერვიეს“ ორგანიზებით, მსხვილი ნაწლავის კიბოს შესახებ ცნობადობის ამაღლებისადმი მიძღვნილი ღონისძიება - „კოლორექტული კიბო - შესაძლებელია პრევ...
ჯანმრთელობა • 14:00
ნანუკა ჟორჟოლიანი სოცქსელში წერს: ჩემი, ძალიან სანდო წყაროს ინფორმაციით.ქურდი ჯანგველაძე , რომელიც ტარიელ ონიანის მეგობარია და ქურდების ამ ნაწილს ეძახიან “ქართველ ქურდებს” დაპირისპირებული იყო “ქურთი ქ...
სოცმედია • 13:43
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 19:58
17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 13:00
რატომ იკრძალება ამერიკულ სასამართლოებში ფოტოების გადაღება
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 3:30
ახალი კვლევა — დილის ყავა გულის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა