ნიკა მელია "იმედს" პასუხობს - განცხადება

პოლიტიკა 6/2/2022 • 6:53

ნიკა მელია

"იმედის" ვიდეოჩანაწერს ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელია ეხმაურება და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

"ნიუპოსტი" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"დიდი მადლობა TV იმედს და ე.წ „მოქალაქეს“ ვინც ეს ვიდეო მიაწოდა,

ბოდიშს ვიხდი უხარისხო ჩანაწერისთვის, მაგრამ ზუსტად იმავეს ახსნას ვცდილობ ყველა შეხვედრაზე, შესაბამისად ჩანაწერის უხარისხობამ რომ არ დაგაბნიოთ, მოკლედ ვიტყვი:

დიახ, მე ვიყავი მიშას ჩამოსვლის წინააღმდეგი და ეს მოსაზრება არა მხოლოდ პირად საუბრებში არამედ საჯაროდაც არაერთხელ დამიფიქსირებია.

დიახ, მე, ისევე როგორც მიშა, არ ვთვლი, რომ მიშას თავისუფლება არის ერთადერთი იდეა- რომელმაც ხალხი გარეთ უნდა გამოიყვანოს.

იდეა, რომელმაც ხალხი უნდა გამოიყვანოს - შეკვეთა რომელიც მოგვცეს და მივიღეთ- არის ცვლილება რომელსაც უნდა მივაღწიოთ, ეს არის უკეთესი საქართველო, იმაზე უკეთესი საქართველო ვიდრე გვქონდა 2003-2012 წლებში და იმაზე ბეეევრად უკეთესი საქართველო, ვიდრე გვაქვს 2012 წლიდან დღემდე.

ცვლილება, რომელსაც თითოეული ოჯახი იგრძნობს- არის ის, რისთვისაც ვიბრძვით მე და ჩვენი თანამებრძოლები, ის რისთვისაც იბრძვის მიშა, რომელიც იყო თავისუფალი, წარმატებული და ახლა არის პატიმარი.

ჩვენ შეიძლება განსხვავებული სტრატეგია გვაქვს, თუმცა გვაქვს საერთო მიზანი და ესაა მთავარი.

ის რომ შეიძლება ტაქტიკაზე ვერ შევთანხმდეთ, არ ცვლის საერთო სურათს.

დიახ, გეტყვით რომ ოპოზიციის უკეთესი მომზადებაა საჭირო, იმისთვის რომ გავიმარჯვოთ:

გვიყალბებენ არჩევნებს, გვართმევენ გამარჯვებას; თუმცა არაფერი გამოუვათ თუ ჩვენ ვიქნებით კარგად ორგანიზებულები და გამარჯვებაზე ორიენტირებულები.

არაფერი გამოუვათ იმ შეთხვევაში, თუ ჩვენს შორის წარუმატებლობაში დამნაშავეთა ძებნის ნაცვლად' გამარჯვებაზე ვიფიქრებთ.

დიახ, მე მგონია რომ უნდა ვორიენტირდეთ ერთიან, მთავარ მიზანზე - უკეთეს საქართველოზე.

ჩვენ შეიძლება ვიყოთ განსახვავებულები, მაგრამ გვქონდეს ერთი მიზანი.

ჩვენი იდეა არის უკეთესი საქართველო და მიზანი გვაქვს ყველას ერთი- დანარჩენზე გვქონდეს ბევრი დისკუსია, მაგრამ ბოლოს, იდეით ანთებულები, ჩვენი სიმტკიცით და თანმიმდევრულობით ვიმარჯვებთ.

დიახ, მე ვიცი რომ ჩვენს პარტიას აქვს დიდი მხარდაჭერა-თუმცა არასაკმარისი, ბევრად მეტია ის ადამიანი ვისაც უნდა ცვლილება და ჩვენ ყველანი, ვისაც არ მოვგწონს დღევანდელი ყოფა, არ მოგვწონს განსხვავებული მიზეზებით- ვართ თანამოაზრეები;

ყოველდღიურად ვხვდები ასობით ადამიანს და ვიცი როგორ მივაღწევთ ცვლილებებს.

და დიახ, ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ ბრძოლაში გამარჯვება არ იყოს პარტიის გამარჯვება.

ეს არ უნდა იყოს გამარჯვება ნიშნის მოგებით, რომ ვინმემ ვინმეს აჯობა. არა, ეს უნდა იყოს ქვეყნის გამარჯვება, უკეთესი ხვალინდელი დღე ჩვენთვის და ჩვენი შვილებისთვის.

P.S. TV იმედის დადგმული, საბჭოთა სტილის კრიტიკა ყოველ ჯერზე მაფიქრებინებს თუ რამდენად მართალია ყველა ის ადამიანი თავის ბრძოლაში, ვისაც ამ ეთერში „აშავებენ“ - წერს ნიკა მელია

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ოცნების წევრები სამშენებლო ბიზნეს
"ოცნების" წევრები სამშენებლო ბიზნესით - ვის რომელი უბანი ერგო

ოცნების დეპუტატების და მათი ოჯახის სამშენებლო ბიზნესი - "ნოდარ მელაძის შაბათის" ჟურნალისტური გამოძიება.   ირაკლი კირცხალიამრავალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსი, გობრონიძის ქუჩაზე ირაკლი კირცხალიას კ...

პოლიტიკა 5 აპრილი 17:23

ნადიმ ხმალაძე
ნადიმ ხმალაძეს მე-20 ჯარიმა გამოუწერეს - მებრძოლს აღსრულების ბიურომ ანგარიშები დაუყადაღა

ნადიმ ხმალაძეს, რომელიც უკრაინაში რუსული აგრესიის წინააღმდეგ იბრძოდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა მე-20 ჯარიმა გამოუწერეს - რეჟიმი მებრძოლს ამ შემთხვევაშიც გზის სავალი ნაწილის ხელოვნუ...

პოლიტიკა 5 აპრილი 17:22

ვატო შაქარიშვილი
"ლოცვიდან გამოსულს ტელეფონმომარჯვებული მანქურთი შემოგვხვდა მონა-მონას ძახილით და მიიღო კბილებში…" - ვატო შაქარიშვილი ჟურნალისტზე თავდასხმაზე

ვატო შაქარიშვილი "მთავარი არხის" ჟურნალისტ გიორგი მამნიაშვილზე თავდასხმას ადასტურებს და იმუქრება, რომ პასუხს ყველა მიიღებს, ვინც შეურაცხყოფას მიაყენებს:   "ქაშუეთიდან ლოცვიდან გამოსულს ტელეფონმომარჯვე...

პოლიტიკა 5 აპრილი 16:53

ოხანაშვილი
ოხანაშვილმა მოადგილეები წარადგინა - ლილუაშვილის მოადგილეებმა პოსტები ვერ შეინარჩუნეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალმა ხელმძღვანელმა თანამშრომლებთან წარდგენისას თავისი ახალი მოადგილეები დაასახელა. ანრი ოხანაშვილის თქმით, პირველი მოადგილე იქნება ირაკლი ბერაია, მოადგილეები კი გე...

პოლიტიკა 5 აპრილი 16:35

ბადრი ჯაფარიძე
ბადრი ჯაფარიძეს სასამართლომ 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა

“ლელო – ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს“ ერთ-ერთ ლი­დერს ბად­რი ჯა­ფა­რი­ძეს, რო­მე­ლიც „სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის დრო­ე­ბი­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის მო­თხოვ­ნის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბა­ზეა” ბრალ­დე­ბუ­ლ...

პოლიტიკა 5 აპრილი 16:33

წულუკიანი
„თქვე, მართლა იდიოტებო. შექანებულივით რომ დაირწევა ცარიელი თავთავი ბოკუჩავა, ამის იმედად ხართ?!“ – თეა წულუკიანი

როგორც ქალბატონი ლამარა იტყოდა, თქვე, მართლა იდიოტებო. შექანებულივით რომ დაირწევა ცარიელი თავთავი ბოკუჩავა, ამის იმედად ხართ?! – ამის შესახებ დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე, პარლამენტის ვიც...

სოცმედია 5 აპრილი 16:32