რეზოლუცია, რომლითაც პარლამენტს ოკუპანტების მირ საქართველოს მოქალაქეების მკვლელობა უნდა დაეგმო, “ოცნებამ” დაბლოკა  

პოლიტიკა 11/12/2023 • 11:22

ოცნება

რეზოლუცია, სადაც პარლამენტს რუსი ოკუპანტების მირ საქართველოს მოქალაქეების მკვლელობა უნდა დაეგმო,  “ქართულმა ოცნებამ” დაბლოკა. ოპოზიციის მომზადებული დოკუმენტი თამაზ გინტურის და თემურ კარბაიას მკვლელობის ფაქტებს ეხებოდა და რუსეთის ქმედებებს გმობდა.

ხატია დეკანოიძემ, რომელიც აღნიშნული რეზოლუციის ინიციატორია, თქვა, რომ  საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე გენოციდი გრძელდება და მნიშვენლოვანია, რომ აღნიშნული პროცესები დეპუტატებმაც დაგმონ.

მე მექნებოდა შეთავაზება ადამიანის უფლებების კომიტეტისთვის, შევიტანოთ რეზოლუციის პროექტი, დავამტკიცოთ ეს რეზოლუცია, ვუყაროთ კენჭი და ასევე, ეს იყოს ზუსტად გალში მომხდარი არაადამიანური ფაქტის დადასტურებაც და დაგმობაც იმ რეზოლუციის პროექტთან ერთად, რომელიც სოფელ კირბალაში ეხებოდა სწორედ გინტურის მკვლელობას, – თქვა დეკანოიძემ.
მმართველი პარტიის წევრმა ოპოზიციონერ დეპუტატს  ღიად უთხრა, რომ საქართველოს მოქალაქეების მკვლელობის საქმეები პოლიტიკური განხილვის საკითხია და რეზოლუციის მიღებას მწვანე შუქს ვერ აუნთებს. 

 

პრინციპული პოზიცია გვაქვს ამ საკითხთან დაკავშირებით. ასეთ თემებთან დაკავშირებით ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად თავი შევიკავოთ ასეთი პოზიციების გაზიარებისგან, იმიტომ, რომ ამას გარკვეული პოლიტიკური ქვეტექსტები უძღვის და შესაბამისად, ეს საკმაოდ უხერხულად შეიძლება გამოიყურებოდეს. მე არ მგონია, რომ ამას ახლა დამატებით სჭირდებოდეს საკითხის დამატება დღის წესრიგში და ამ გზით დამატებით საკითხზე მსჯელობა, – თქვა სარჯველაძემ. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
პოლიტიკოსები
„არალეგიტიმურ პარლამენტში, ოკუპანტი ქვეყნისათვის საჭირო პოზიციის ჩამოსაყალიბებლად გამართულ კომისიაზე, არცერთ ნათქვამ ფრაზას არ აქვს ფასი“ - ნიკა მელია

"არალეგიტიმურ პარლამენტში, ოკუპანტი ქვეყნისათვის საჭირო პოზიციის ჩამოსაყალიბებლად გამართულ კომისიაზე, არცერთ ნათქვამ ფრაზას არ აქვს ფასი.აქ კონტექსტი განსაზღვრავს ყველაფერს, თუ მონაწილეობ ე.ი. ეხმარებ...

პოლიტიკა 2 წუთის წინ

წულუკიანი
„იმ სამართლიანობის დედაც, სადაც სისხლით ეს ჯალათი ქალი საქართველოს სასამართლოს უწყობს პირდაპირ ეთერში“ - ნანუკა ჟორჟოლიანი

ნანუკა ჟორჟლიანი: თეა წულუკიანის მამა იყო მოსამართლე, რომელსაც სიკვდილით დასჯის განაჩენები გამოჰქონდა!იმ სამართლიანობის დედაც, სადაც სისხლით ეს ჯალათი ქალი საქართველოს, სასამართლოს უწყობს პირდაპირ ეთე...

სოცმედია 14 წუთის წინ

სტენსილების
დაზიანებული პატრიოტული სტენსილების აღდგენისას, ოლიგარქის პოლიციამ აქტივისტები დააკავა

გავრცელებული ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ, სამოქალაქო აქტივისტები - დავით ტატიაშვილი და ცოტნე ჯაფარიძე დაიჭირეს. როგორც სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, ისინი თაბუკაშვილის პოლიციის განყოფილებაში გა...

პოლიტიკა 15 წუთის წინ

პოლიტიკოსები
მამუკა ხაზარაძე თბილისის საქალაქო სასამართლოში, გამოკითხვაზე მივიდა

მამუკა ხაზარაძე თბილისის საქალაქო სასამართლოში, გამოკითხვაზე მივიდა - ვიმყოფებით ივანიშვილის მიტაცებულ სასამართლოში, ნაციონალური მოძრაობის დროინდელი პროკურორებისა და მოსამართლეების ხელში, რომლებიც ძალ...

პოლიტიკა 16 წუთის წინ

გალტა
გალტ & თაგარტმა საწყობებისა და ლოგისტიკის სექტორზე ვორქშოპი გამართა

საქართველოს ბანკში საწყობებისა და ლოგისტიკის ინდუსტრიის შესახებ გალტ & თაგარტის კვლევის შედეგების პრეზენტაცია და ვორქშოპი ჩატარდა, სადაც დარგის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. ბოლო წლებში საწყობე...

ბიზნესი & ეკონომიკა 18 წუთის წინ

თიბისის ბიზნესკლიენტებს
თიბისის ბიზნესკლიენტებს SelectUSA სამიტში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვთ

თიბისი, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან და საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატასთან ერთად, უკვე მეორე წელია ბიზნესკლიენტებს შესაძლებლობას აძლევს ამერიკაში საინვესტიციო სამიტში - S...

ბიზნესი & ეკონომიკა 23 წუთის წინ