1743390974
„დავინახე თეა წულუკიანისადმი შიში. მის ნაცვლად შემრცხვა“ - ბექა კობახიძე გენერალ ყურაშვილზე
ბიზნესი & ეკონომიკა • 27 მარტი 13:38
თიბისი, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან და საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატასთან ერთად, უკვე მეორე წელია ბიზნესკლიენტებს შესაძლებლობას აძლევს ამერიკაში საინვესტიციო სამიტში - SelectUSA მიიღონ მონაწილეობა.
პროექტის ფარგლებში, შარშან თიბისის პარტნიორი 12 კომპანიის 40 წარმომადგენელი გაემგზავრა სამიტზე.
თიბისიმ ამერიკის ბაზრით დაინტერესებულ პარტნიორ ბიზნესებს, აშშ-ის საელჩოსა და AmCham-ის დახმარებით, სამიტის შესახებ ინფორმაცია და სამიტზე მონაწილეობასთან დაკავშირებული შესაძლებლობები გაუზიარა. საინფორმაციო შეხვედრას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი - რობინ ლ. დანიგანი დაესწრო.
სამიტი SelectUSA აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ხელშეწყობისთვის. ასევე - ინვესტორების, კომპანიების, ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციებისა და ინდუსტრიის ექსპერტების დასაკავშირებლად. ყოველწლიური პლატფორმა, ამერიკაში ბიზნესის დაწყებითა თუ გაფართოებით დაინტერესებული მონაწილეებისთვის, ღირებული ინფორმაციისა და კონტაქტების მიმოცვლის, ასევე, ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობას ქმნის.
წელს, რიგით მეთერთმეტე სამიტი 11-14 მაისს, მერილენდის შტატში ჩატარდება.
„მოხარული ვარ, რომ საქართველოში აშშ-ის საელჩოსთან და AmCham-თან თანამშრომლობით, უკვე მეორე წელია ჩვენს პარტნიორ ბიზნესებს, ასეთ მასშტაბურ ღონისძიებაში მონაწილეობის შესაძლებლობას ვაძლევთ. თიბისის მისია პარტნიორებისთვის ბიზნესპროცესების გამარტივება და განვითარებაში ხელშეწყობაა. დღევანდელი შეხვედრა სრულად თანხვედრაშია ამ მისიასთან. სამიტში მონაწილეობის შემთხვევაში, ბიზნესებს შესაძლებლობა ექნებათ ამერიკაში მათთვის საინტერესო პოტენციურ ინვესტორებს, ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციებსა და ინდუსტრიის ექსპერტებს შეხვდნენ. ჩვენი პრიორიტეტია, თიბისის მხარდაჭერით, რაც შეიძლება მეტი ქართული ბიზნესი გაფართოვდეს არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ მის ფარგლებს გარეთაც”, - გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 31 მარტს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ქარის ხანმოკლე გაძლიერება. მოსალოდნელმა წვიმებმა შესაძლებელია მდინარეებ...
საზოგადოება • 5 წუთის წინ
ზუსტად 34 წლის წინ ქართველმა ხალხმა გადაწყვიტა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა. ეს დღე ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღია ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში. 31 მარტი რადიკალიზაციის დაძლევის, ჩვენი ერ...
პოლიტიკა • 12 წუთის წინ
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე - 1995 წელს დაბადებული დ.კ. დააკავეს. მას 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. "გამოძი...
კრიმინალი • 13 წუთის წინ
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, ასევე, ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის...
კრიმინალი • 15 წუთის წინ
ყოფილი დეპუტატი რომან გოცირიძე: დაიწყო იშვიათი ლითონებიდან, რომელიც აღმოჩნდა, რომ უკრაინას ფაქტობრივად არა აქვს და საქმე მივიდა უკრაინის მთელი წიაღისეულისა და მის მოპოვებასთან დაკავშირებული ინფრასტრუქ...
სოცმედია • 22 წუთის წინ
ოლიგარქის არალეგიტიმური პარლამენტის მიერ შექმნილი ე.წ. საგამოძიებო კომისიის სხდომის პარალელურად, დღეს, 31 მარტს, 12:00-დან 16:00 საათამდე, პარლამენტის უკანა შესასვლელთან აქცია გაიმართება: "31 მარტს...
პოლიტიკა • 24 წუთის წინ
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 19:58
17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 13:00
რატომ იკრძალება ამერიკულ სასამართლოებში ფოტოების გადაღება
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 3:30
ახალი კვლევა — დილის ყავა გულის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა