საჯარო მეტყველების კონკურსის გამარჯვებული ცნობილია - პროექტის გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი

საჯარო მეტყველების კონკურს

საქართველოს ბანკი ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ფინანსური ინსტიტუტი საჯარო მეტყველების კონკურსის გენერალური სპონსორია.

 

ახლახან საჯარო მეტყველების კონკურსის ფინალური ტური გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა 11-მა ახალგაზრდამ მიიღო.

 

მათ მოამზადეს 5 წუთიანი სიტყვით გამოსვლა თემაზე „Unity, to be real, must stand the severest strain without breaking” (ნამდვილი ერთობა მაშინ შედგება, თუ უმძიმეს წნეხს გაუძლებს და არ გატყდება). შედეგად, ჟიურიმ სამი საუკეთესო შედეგის მქონე მონაწილე გამოავლინა.

 

2025 წლის საჯარო მეტყველების კონკურსის გამარჯვებული ნინი გაფრინდაშვილი გახდა, თემის სათაურით „Family Dinners”.

 

ნინი გაფრინდაშვილი საჯარო მეტყველების საერთაშორისო კონკურსის დასკვნით, ფინალურ ეტაპში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 12-17 მაისს, ლონდონში გაიმართება.

 

კონკურსის ფარგლებში მეორე ადგილი დაიკავა ნია ნორაკიძემ, თემის სათაურით „Shelves That Hold Nations”, ხოლო მესამე ადგილის მფლობელი ნიკოლოზ პავლიაშვილი გახდა, თემით „Annoying, Messy, Woth it?”

2025 წლის საჯარო მეტყველების კონკურსის ჟიურის წევრები იყვნენ: დიდი ბრიტანეთის ელჩის მოადგილე- ჩარმიან ლივერი; ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენელი- ლორენ უილიამსონი; საქართველოს ბანკის წარმომადგენელი- ელენე ოქრომჭედლიშვილი; შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი დირექტორი- სოფო გორგოძე და ESU-Georgia-ს პრეზიდენტი- მარინა ციციშვილი.

 

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.

 

ინფორმაციისთვის, აღნიშნული პროექტი საქართველოში ინგლისურ ენაზე მოლაპარაკეთა კავშირის მიერ ხორციელდება და მასში მონაწილეობას 16-20 წლამდე ასაკის ახალგაზრდები იღებენ. ინგლისურ ენაზე მოლაპარაკეთა კავშირი 1918 წელს დიდ ბრიტანეთში დაარსდა,  მისი მთავარი მიზანია ინგლისური ენის საშუალებით ხალხთა შორის მეგობრობისა და ურთიერთგაგების განმტკიცება. საერთაშორისო კონკურსი საჯარო მეტყველებაში ESU-ს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პროგრამაა. საქართველოში ეს პროექტი 1998 წლიდან ხორციელდება. დღესდღეობით კონკურსში მონაწილე ქვეყნების რაოდენობა 60-ს ითვლის, ხოლო მონაწილეთა რიცხვი კი 1 000 000-ს აღწევს. პროექტის ფინანსური მხარდაჭერა საქართველოს ბანკმა 2012 წლიდან დაიწყო.

ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ბანკის CSR მიმართულებისთვის უკვე 5 წელზე მეტია განათლება პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, როგორებიც არის: საქართველოს ბანკის სტიპენდიები; გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია; დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სწავლის სრული დაფინანსება; იდეათეკები - საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტი; საქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი - STEM სკოლა; საქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადა, ევერესტი. ამასთან, საჯარო მეტყველების კონკურსი, და სხვა.

 

საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს csr.bog.ge

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
დავითაიას ქუჩ
ისნის რაიონში დავითაიას ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა

ისნის რაიონის გამგეობამ თეოფანე დავითაიას ქუჩის სრული რეაბილიტაცია განახორციელა.   ინფრასტრუქტურული პროექტის  ფარგლებში, სრულად შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, მოეწყო სანიაღვრე სისტემა, საფეხმავლო...

საზოგადოება 5 წუთის წინ

პარლამენტის წევრი
"არ გაგიტარებთ“ - ნინო წილოსანი იმუქრება

"ლაჩრებმა და სამშობლოს გამყიდველებმა გადაწყვიტეს გმირ ანწუხელიძეს შეაფარონ თავი. ეს დღეებია, ერთი მეორის მიყოლებით პოსტავდნენ ანწუხელიძის სახელს... ჰგონიათ პიარის დახმარებით ყველაფრის გადაფარვა შეუძლი...

სოცმედია 9 წუთის წინ

ნანუკა ჟორჟოლიანი
„დღეს, რუსთაველზე გავდივართ საქართველოსთვის და გავდივართ ბევრნი, რადგან უნდა დავანახოთ ყველას, რომ არავინ დათმობს ამ ქვეყნის დამოუკიდებლობას“ - ნანუკა ჟორჟოლიანი

ნანუკა ჟორჟოლიანი: მნიშვნელობა არ აქვს ვის ვირჩევთ.ვინ მოგვწონს და ვინ არა.არის ამ ყველაფერზე დიდი და ყველაზე მნიშვნელოვანი.ეს არის საქართველო და მისი დამოუკიდებლობა.დღეს, რუსთაველზე გავდივართ საქართვ...

სოცმედია 11 წუთის წინ

ზელენსკი პუტინთან საუბრისთვის მზადაა
"პუტინს არ აინტერესებს დიპლომატია... ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აშშ-ს წინადადების პასუხია რუსული დრონები და ბომბები, რუსეთი იმსახურებს ყველა მკაცრ ზომას" - ზელენსკი

„სამწუხაროდ, დღეს უკვე მეტი დარტყმა და დაბომბვა მოხდა. ჩერკასის რეგიონი - თავს დაესხნენ დრონებით. ხერსონის რეგიონი - არტილერია და დრონების მიერ ჩვეულებრივ შენობებსა და მშვიდობიან მოსახლეობაზე ჩამოყრილ...

რუსეთ-უკრაინის ომი 17 წუთის წინ

ამინდი
წვიმა, ელჭექი, ქარი – დღევანდელი ამინდის პროგნოზი

 გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 31 მარტს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ქარის ხანმოკლე გაძლიერება. მოსალოდნელმა წვიმებმა შესაძლებელია მდინარეებ...

საზოგადოება 23 წუთის წინ

გიორგი გახარია
„გავუფრთხილდეთ 31 მარტის მონაპოვარს და ერთად დავდგეთ ამ მონაპოვარის დასაცავად“ - გიორგი გახარია

ზუსტად 34 წლის წინ ქართველმა ხალხმა გადაწყვიტა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა. ეს დღე ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღია ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში. 31 მარტი რადიკალიზაციის დაძლევის, ჩვენი ერ...

პოლიტიკა 30 წუთის წინ