1744170469
„ლოყა ჩაუცხრა, მადლობა ღმერთს... მადლობა ექიმების შესანიშნავ გუნდს, რომელმაც ყველაფერი გააკეთა, რომ დგებუაძის ლოყა განკურნებულიყო სიწითლისგან“ - ვიკა ბუკია
პოლიტიკა • 4 აპრილი 4:12
შპს “თბილისის უძრავი ქონება” წულუკიანის კომისიაზე გაჟღერებულ ბრალდებებს პასუხობს. გავრცელებულ განცხადებაში კომპანია წერს, რომ კომისიაზე დღეს გამოკითხულმა რამაზ ახვლედიანმა 2015 წლის თებერვალში დაიწყო სასამართლო დავა, რომელიც წლების განმავლობაში გაგრძელდა და საბოლოოდ, შპს “თბილისის უძრავი ქონების” გამარჯვებით დასრულდა. გადაწყვეტილება უზენაესმა სასამართლომ 2025 წლის 6 თებერვალს მიიღო:
შპს „თბილისის უძრავი ქონება“ ბატონი რამაზ ახვლედიანის მიერ საპარლამენტო კომისიის დღევანდელ სხდომაზე გაჟღერებულ განცხადებებს ეხმიანება და სურს აცნობოს საზოგადოებას, რომ ბატონმა რამაზ ახვლედიანმა თავისი უფლებების თაობაზე 2015 წლის თებერვალში მიმართა სასამართლოს სამოქალაქო სარჩელით. უსაფუძვლო დავა შპს „თბილისის უძრავი ქონების“ წინააღმდეგ რამდენიმე წელი გრძელდებოდა და კომპანიის გამარჯვებით დასრულდა. საბოლოო გადაწყვეტილება კომპანიის სასარგებლოდ, უზენაესმა სასამართლომ 2025 წლის 6 თებერვალს მიიღო.
აღსანიშნავია, რომ უზენაესმა სასამართლომ, ისევე როგორც ყველა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ, არ გაიზიარა ბატონი რამაზ ახვლედიანის არგუმენტები და მას უარი ეთქვა თავისი მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე.
ბატონმა რამაზ ახვლედიანმა გამოიყენა ყველა სამართლებრივი ბერკეტი საკუთარი უფლებების დასაცავად. ზემოხსენებულმა სასამართლო გადაწყვეტილებებმა პასუხი გასცეს ყველა შეკითხვას, რაც შეიძლება საზოგადოებას ჰქონოდა აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში.” – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, წულუკიანის კომისიას დღეს ახსნა-განმარტება ბიზნესმენმა, ლისის ტბის მფლობელმა, რამაზ ახვლედიანმა მისცა. მისი თქმით, 2004 წელს, თბილისის ვიცე-მერის თეიმურაზ ქურხულის მიერ “განხორციელებული მუქარის შედეგად, იძულებული გახდა, მას, როგორც ლისის ტბის მფლობელს, „თიბისი“ ბანკის წარმომადგენელ მამუკა ხაზარაძესთან და ჰოლანდიელ ინვესტორ ბობ მეიერთან ერთად, რომელიც მამუკა ხაზარაძის ბიზნესპარტნიორი იყო, სააქციო საზოგადოება შეექმნა”.
მისივე თქმით, “2006 წლის 4 ნოემბერს, ფინანსურ პოლიციაში მის მიმართ განხორციელებული ზეწოლის შედეგად იძულებული გახდა დაეწერა განცხადება იმის შესახებ, რომ მან თითქოს ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა და ითხოვდა საიჯარო ხელშეკრულების გაუქმებას, რომლის თანახმადაც, მას გადაეცა ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებული შენობა-ნაგებობები, რომელიც ბიზნესმენს უკვე გამოსყიდული ჰქონდა”
უეფას გადაწყვეტილებით, საქართველოს ნაკრები უეფას ეგიდით დაგეგმილ ერთ მატჩს უმაყურებლოდ ჩაატარებს - ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს. დისკვალიფიკაცია ერთა ლიგის ახალი,...
სპორტი • 17:45
"ვიხსენებთ და პატივს მივაგებთ საქართველოს 21 მშვიდობიანი მოქალაქის ხსოვნას. 36 წლის წინ, ისინი საბჭოთა არმიამ ბრუტალურად იმსხვერპლა სწორედ მაშინ, როდესაც ანტი-საბჭოურ, საქართველოს დამოუკიდებლობის მხარ...
პოლიტიკა • 15:04
დღევანდელი სიტუაცია საქართველოში ძალიან შორს არის იმისგან, რასაც ჩვენ ჩავთვლიდით კანდიდატი ქვეყნის პროგრესად - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიენემ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კ...
პოლიტიკა • 15:02
ვახო სანაია: 1996 წელს თავის ბანკში ჰქონდა ივანიშვილს ლებედის შტაბი გახსნილი. ლებედი მაშინ პრეზიდენტობის კანდიდატი იყო.ეს ივანიშვილის სიტყვებია :Я раскручивал Лебедя, когда он был брошенным политиком....
პოლიტიკა • 14:58
"9 აპრილის, ამ უდიდესი თარიღის ფონზე, დღეს ჩვენ ვაკვირდებით და ვხედავთ ისეთ მოვლენებს, რაც ყოველგვარ ზღვარსა და ფსკერს ქვემოთ დაშვებაა. თუ 1989 წელს როდიონოვის საბჭოთა ჯარის ნაწილებით, ტანკებით, ნიჩბე...
პოლიტიკა • 14:52
მომღერალი სოფო ნიჟარაძე ამბობს, რომ უცნობი ნომრიდან დაურეკეს და დაემუქრნენ. იყო გინება, მუქარა, მიშას სახელის ხსენება - წერს მომღერალი სოციალურ ქსელში. დილიდან მირეკავდა, არ ვიღებდი, ახლა ავიღე და 3...
პოლიტიკა • 14:08
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 19:58
17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 13:00
რატომ იკრძალება ამერიკულ სასამართლოებში ფოტოების გადაღება
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 3:30
ახალი კვლევა — დილის ყავა გულის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა