1744182766
რუსთაველის გამზირზე "ხარება" გამოჩნდა
პოლიტიკა • 3 აპრილი 3:48
გიორგი თარგამაძე:
რადგან საბჭოთა კავშირში დავიბადეთ და მეტროპოლიტენიც იმ დროს აშენდა, ამიტომ ვარკეთილის მრავალნატანჯი მეტროსადგურის რეაბილიტაციაც ბელარუსულმა კომპანიამ უნდა განახორციელოს - ასეთია კალაძის ლოგიკა.
ამ ლოგიკის "ლოგიკითაა" ახლა რა მმართველობითი მოდელიც ყალიბდება და სადაც ერთპარტიულობის ფორმალიზების, არათუ მოქმედი - პოტენციური ოპონენტების გაუვნებელყოფის, მედიის განადგურების, ცივილიზებული სამყაროს გავლენის რესურსების კრიმინალიზებისა და დასავლური პოლიტიკური თუ ეკონომიკური სივრციდან სრული მარგინალიზების გზით ივანიშვილი ამთავრებს ოლიგარქატის ფორმირებას, სადაც ვეღარც იმას შევიტყობთ, რომ ნაკელნაჭამი ძროხების მონაწველ რძეს გვასაღებენ და თუ შევიტყობთ - მაქსიმუმი, რაზეც ცხარე საზოგადოებრივი დებატი შეიძლება გავმართოთ, ის იქნება - რომელი სიტყვა უფრო სწორია გამოსაყენებლად: ქათმის სკინტლი, სკორე, თუ ფრინველის ექსკრიმენტი?? სხვათა შორის, ქართული ენის სიწმინდეში კი არა და სიმდიდრეში, კიდევ ერთხელ დარწმუნდებით, თუ ლექსიკონში ნახავთ, რომ ამ ცოცხალი ორგანიზმიდან გამონავალს - ადამიანის, ცხოველის, მწერის, ფრინველისა და თევზის სახეობათა მიხედვით 17-ზე მეტი სახელი აქვს.
მანდვე შეამჩნევთ, რომ ის რითაც ყველა ჩავარდნისა და უბედურების "კარგი კუთხის" მოგონებაში დიდი პროფესიონალური გამოცდილების მქონე ოცნების ტროლები, "სკინტლის სკანდალის" გამო შეშფოთებულ საზოგადოებას ანუგეშებდნენ - აქაოდა სკინტლმა ფული იცისო" - ძირითადად ნაედომზე, ანუ ლექსიკონით მტრედის სკინტლზეა ნათქვამი... ისიც იმ შემთხვევაში, როცა გეცემა და არა როცა მიირთმევ...
მოკლედ, ამ მართლაც განსაცვიფრებლად მდიდარი ქართული ენის ერთი სიტყვის 17 შესატყვისიდან, რომელიც არ უნდა გამოვიყენოთ, ბატონებო და ქალბატონებო, უკვე ღრმად ნეხვში ვართ და აქამდე უსიამოვნო სუნს თუ არ შევუწუხებივართ, საბჭოური ტოტალიტარიზმის ვირუსის დღემდე შემორჩენილი რეციდივის გამო - იქნებ ორგანიზმმა სხვაგვარად მაინც მიგვახვედროს, რომ ამ მართლა ცურცლების დიქტატურის ღირსი არ არის ჩვენი უნიკალური ენისა და კულტურის შემქმნელი ქვეყანა და ვიმოქმედოთ, სანამ სკინტლის მირთმევა სახელმწიფოს მიერ დამტკიცებული მენიუს აუცილებელი ნაწილი არ გამხდარა.
უეფას გადაწყვეტილებით, საქართველოს ნაკრები უეფას ეგიდით დაგეგმილ ერთ მატჩს უმაყურებლოდ ჩაატარებს - ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს. დისკვალიფიკაცია ერთა ლიგის ახალი,...
სპორტი • 17:45
"ვიხსენებთ და პატივს მივაგებთ საქართველოს 21 მშვიდობიანი მოქალაქის ხსოვნას. 36 წლის წინ, ისინი საბჭოთა არმიამ ბრუტალურად იმსხვერპლა სწორედ მაშინ, როდესაც ანტი-საბჭოურ, საქართველოს დამოუკიდებლობის მხარ...
პოლიტიკა • 15:04
დღევანდელი სიტუაცია საქართველოში ძალიან შორს არის იმისგან, რასაც ჩვენ ჩავთვლიდით კანდიდატი ქვეყნის პროგრესად - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიენემ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კ...
პოლიტიკა • 15:02
ვახო სანაია: 1996 წელს თავის ბანკში ჰქონდა ივანიშვილს ლებედის შტაბი გახსნილი. ლებედი მაშინ პრეზიდენტობის კანდიდატი იყო.ეს ივანიშვილის სიტყვებია :Я раскручивал Лебедя, когда он был брошенным политиком....
პოლიტიკა • 14:58
"9 აპრილის, ამ უდიდესი თარიღის ფონზე, დღეს ჩვენ ვაკვირდებით და ვხედავთ ისეთ მოვლენებს, რაც ყოველგვარ ზღვარსა და ფსკერს ქვემოთ დაშვებაა. თუ 1989 წელს როდიონოვის საბჭოთა ჯარის ნაწილებით, ტანკებით, ნიჩბე...
პოლიტიკა • 14:52
მომღერალი სოფო ნიჟარაძე ამბობს, რომ უცნობი ნომრიდან დაურეკეს და დაემუქრნენ. იყო გინება, მუქარა, მიშას სახელის ხსენება - წერს მომღერალი სოციალურ ქსელში. დილიდან მირეკავდა, არ ვიღებდი, ახლა ავიღე და 3...
პოლიტიკა • 14:08
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 19:58
17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 13:00
რატომ იკრძალება ამერიკულ სასამართლოებში ფოტოების გადაღება
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 3:30
ახალი კვლევა — დილის ყავა გულის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა