ვენეციის კომისიის კრიტიკული დასკვნა - ორგანო საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებების გაუქმებას ითხოვს

პოლიტიკა 22 მარტი 8:22

ვენეციის კომისი

ვენეციის კომისია 2024 წლის დეკემბერში, ერთპარტიული პარლამენტის მიერ საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით კრიტიკულ დასკვნას აქვეყნებს - კომისია წერს, რომ "ქართულმა ოცნებამ" თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ცვლილებები არადემოკრატიულ გარემოში მიიღო.

მათივე მოსაზრებით, მნიშვნელოვანი იყო, რომ ცვლილებები არა ერთპარტიულად ყოფილიყო დამტკიცებული, არამედ ფართო წრეში განეხილათ და პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეს ჰქონოდა.

 

ვენეციის კომისიაში ფიქრობენ, რომ ცვლილებებით კონსტიტუციური სამართლის უამრავი პრინციპი ირღვევა, სწორედ ამიტომ ორგანო მოითხოვს, რომ არალეგიტიმური პარლამენტის მიერ საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებები დაუყოვნებლივ გაუქმდეს.

 

ვენეციის კომისია შემდეგ რეკომენდაციებს გასცემს:
გაუქმდეს 2024 წლის დეკემბერში მიღებული ცვლილებები. 
საარჩევნო ოლქების საზღვრების განსაზღვრა უნდა იყოს მკაცრად რეგულირებული საარჩევნო კოდექსის დონეზე, მკაფიო და ობიექტური კრიტერიუმების საფუძველზე. 
ადგილობრივი არჩევნების დასრულების შემდეგ, ოლქების საზღვრების გადახედვისა და განსაზღვრის პასუხისმგებლობა უნდა გადაეცეს დამოუკიდებელ ორგანოს. 
საარჩევნო კოდექსში ნებისმიერი მომავალი ცვლილება განხორციელდეს ფართო და ყოვლისმომცველი რეფორმის ფარგლებში და არა ცალკეული, ფრაგმენტული ცვლილებების გზით. რეფორმა უნდა ეფუძნებოდეს საარჩევნო სისტემის სრულ და სისტემურ მიმოხილვას და უზრუნველყოფდეს სტაბილურობის პრინციპის დაცვას. 
ასეთი ყოვლისმომცველი მიმოხილვა უნდა დაეფუძნოს მკაფიო, დეტალურ და ყოვლისმომცველ კანონმდებლობას, რომელიც ითვალისწინებს საერთაშორისო ვალდებულებებსა და სტანდარტებს, მოიცავს წინასწარ რეკომენდაციებსა და ფართო კონსულტაციებს და სრულად ხორციელდება კეთილსინდისიერად. აუცილებელია, რომ არსებობდეს სათანადო პროცედურული და სასამართლო გარანტიები, ასევე მექანიზმები, რაც საშუალებას მისცემს დროულად შეფასდეს ნებისმიერი დარღვევა ან არასათანადო შესრულება.
ამასთან, ვენეციის კომისიის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაში აღნიშნულია, რომ 2025 წლის ოქტომბერს დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ცვლილებების მიღება კატეგორიულად მიუღებელია.

 

პროცედურული ხარვეზების გარდა, 2025 წლის ოქტომბერს დაგეგმილ ადგილობრივ არჩევნებამდე ერთი წლით ადრე შემოღებულ იქნა ცვლილებები. არჩევნებამდე ცვლილებების ერთი წლით ადრე დამტკიცება საარჩევნო კანონის სტაბილურობის პრინციპს ეწინააღმდეგება. საარჩევნო კანონის ფუნდამენტური წესები ერთი წლით ადრე ცვლილებებისთვის ღია არ უნდა იყოს." - ნათქვამია ანგარიშში. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
გეგუჩაძე
„ჩემი მეგობრების ოჯახის წევრებს რომ გაქვთ ტროლ ფეიჯები, სადაც დედაჩემზე და ჩემზე ტყუილებს წერთ, რომ დაგერევით ყველას, მე გამოვალ ბულერი?“ - მარიამ გეგუჩაძე

მარიამ გეგუჩძე სოცქსელში წერს: ჩემი მეგობრების ოჯახის წევრებს რომ გაქვთ ტროლ ფეიჯები, სადაც დედაჩემზე და ჩემზე, ტყუილებს წერთ და თან, პირადი სახის ტყუილებს, რომ დაგერევით ყველას, მე გამოვალ ბულერი?

სოცმედია 4 წუთის წინ

ზურაბიშვილი
„როგორც ჯერაც ლეგიტიმური პრეზიდენტი, მინდა, პრეზიდენტის როლში ბოდიში მოვუხადო ჩვენ მეზობელ ხალხს ზოგ ჩვენ უჯიშო მოქალაქეების უმსგავსო საქციელისთვის“ - სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი სოცქსელში წერს: ბოდიშის მოხდა, ზოგს არა საჭირო ადგილას და არა სწორ მიმართულებით რომ უყვართ, იმათ გასაგონად.როგორც ჯერაც ლეგიტიმური პრეზიდენტი, მინდა პრეზიდენტის როლში ბოდიში მოვუხად...

პოლიტიკა 7 წუთის წინ

თურქეთი
თურქეთის პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ რეზინს ტყვიები და ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენა

 სტამბოლის დაპატიმრებული მერის, ექრემ იმამოღლუს მხარდამჭერ აქციაზე, პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ რეზინს ტყვიები და ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენა. თურქეთში იმამოღლუს დაპატიმრების შემდეგ, პროტესტი...

მსოფლიო 22 წუთის წინ

პოლიტიკა
„ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა რეჟიმის მმართველობის ლეგიტიმაცია იქნება“ - ზურა გირჩი ჯაფარიძე

 ადგილობრივ არჩევნებზე: თუ არ ჩატარდა ახალი საპარლამენტო არჩევნები (ახალი ადმინისტაციით და საარჩევნო დავების სასამართლოში სამართლიანი განხილვის შანსით) და არ მოხდა ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება, ო...

პოლიტიკა 26 წუთის წინ

გიგა მაქარაშვილი
„ქოცობა ქვია ამას და სანამ მოგკლავს, ნელა გალპობს, სუნი აგდის, ყარხარ“ - გიგა მაქარაშვილი სტადიონაზე მომხდარზე

გიგა მაქარაშვილი სოცქსელში წერს: დედამოტყნული რუსები გვყოლია ამავე სტადიონზე. ჰიმნზე დაგვისტვენია, პუტინ ხუილო გვიძახია… მაგრამ ქართველ ქომაგს არ გაუწევია სტუმარი გულშემატკივარისკენ!ქოცობა ქვია ამას დ...

სოცმედია 3:54

მეგი გოცირიძე
„ძირს კრემლის ამონარწყევი ოცნება“ - მეგი გოცირიძე

ყოფილი დეპუტატი მეგი გოცირიძე სოცქსელში წერს: ქართველ ქომაგშიაც რომ განხეთქილება შეეტანა, რომელზეც ძალიან გაბრაზებულია უდავი, ამიტომ მოხდა ის, რაც მოხდა სტადიონზე...ეს ანაკონდა არის სატანას ფეხის მკვნ...

სოცმედია 3:39