1743015806
აკრძალული ვიდეო: რა კავშირი ჰქონდა ივანიშვილს მერაბიშვილთან და როგორ წააგებინა გარემოცვამ სააკაშვილს 2012 წელს არჩევნები - სააკაშვილის ყოფილი თანაგუნდელის სკანდალური ინტერვიუ
პოლიტიკა • 24 მარტი 6:08
ადგილობრივ არჩევნებზე:
თუ არ ჩატარდა ახალი საპარლამენტო არჩევნები (ახალი ადმინისტაციით და საარჩევნო დავების სასამართლოში სამართლიანი განხილვის შანსით) და არ მოხდა ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება, ოქტომბერში ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის შედეგი იქნება შემდეგი:
მოხდება 26 ოქტომბრის არჩევნების ცესკოს მიერ დადებული რიცხვების ლეგიტიმაცია
მოხდება დეკემბრის დასაწყისში რეჟიმის მხრიდან განხორციელებული ასობით ადამიანის წამების ლეგიტიმაცია
მოხდება სისხლის სამართლის წესით დაკავებული ათობით პოლიტიკური პატიმრისთვის მრავალწლიანი სასჯელის მისჯის ლეგიტიმაცია
მოხდება მედიის, პოლიტიკური საქმიანობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და პროტესტის შემზღუდავი ყველა ბოლო რეგულაციის ლეგიტიმაცია
დაიწყება საგარეო პოლიტიკური იზოლაციის ჩამოშლა და სწრაფი ტემპით მოხდება რეჟიმის მმართველობის ლეგიტიმაცია
დასრულდება რუსთაველის პროტესტი და ახალი ბრძოლის ველის შექმნას დასჭირდება წლები
აქვე, საწინააღმდეგო არგუმენტებზე:
"ევროპელებისგან იქნება ზეწოლა და მაინც მოგვიწევს მონაწილეობა" - ეს შარლ მიშელიდან გამოყოლილი ‘ტრავმაა’. არანაირი ზეწოლა არ იქნება. ევროსაბჭოს ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის კონგრესმა უკვე თქვა, რომ ეს არჩევნები უნდა გადაიდოს (ბევრი მიზეზის გამო). ასეც რომ არ იყოს, ჩვენი ამბავი ჩვენი გადასაწყვეტია.
"ახლა უკეთ მოვემზადებით და ალაგ-ალაგ მაინც მოვუგებთ" - რამდენ ადგილასაც არ უნდა მოუგო, ყველგან იმ რიცხვებს დაწერს რეჟიმი, რაც დასჭირდება. ჩვენ ვთამაშობთ ფეხბურთს ფეხბურთის შიდა ტურნირზე, ისინი გვეთამაშებიან რაგბის, ყველა მსაჯი მათია, უეფა გვეუბნება, ეგ ფეხბურთი არაა, ეგრე მსაჯობა არ მოსულა და ასე თუ ითამაშებთ, ჩვენს ტურნირებში ვერ მიიღებთ მონაწილეობასო. რეჟიმი ამბობს - ესაა ფეხბურთი, ევროპაზე უკეთესად ვიცით, ჩვენ რა არის ფეხბურთიო, და გვამტვრევს ძვლებში. ამ დროს საუბარი იმაზე, რომ უკეთეს ტაქტიკას დაალაგებ და ისე მოუგებ, არასერიოზულია.
"ვერ მოვიგებთ მაგრამ საკრებულოებში გავმაგრდებით და იქიდან დავიწყებთ რეჟიმის რღვევას" - ნანახი გვაქვს, როგორ გამაგრდა 2020-ის მოპარული არჩევნების შემდეგ ოპოზიცია პარლამენტში და რა შედეგი მოიტანა ამან - ქვეყანაში დემოკრატიის არსებობის ფასადის შექმნა, რამაც დრო მოაგებინა რეჟიმს და, შედეგად, დღეს გაცილებით ნაკლები თავისუფლება გვაქვს ვიდრე გვქონდა 4-5 წლის წინ
"თბილისი ხომ მოვუგეთ 26 ოქტომბერს, მერის არჩევნებს მოვიგებთ ახლაც და მერე" - არც თბილისს, არც რომელიმე სხვა მნიშვნელოვან წერტილს რეჟიმი არ დათმობს არავითარ შემთხვევაში. "სლაბინას არ მისცემს’. ასეთია მისი ბუნება. რაც დასჭირდება, იმას დაწერს. საარჩევნო სისტემის როგორი ცვლილებაც დასჭირდება რომ რისკები დააზღვიოს, ისეთს განახორციელებს. რუსთაველზე დგას ყოველდღე ერთი უნგრელი ბიჭი, ლასლო. მოგიყვებათ, ორბანს რეები აქვს ამ მხრივ ნაკეთები.
ასე ჩანს ჩემგან.წერს გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე.
ლიკა გუნცაძე, ანდრო ჭიჭინაძის დედა: ანდრუშკა შენ ხარ ჩემი სიცოცხლე!სიამაყე! ძალიან მიჭირს უკვე უშენობა! ზუსტად ვიცი რომ ამ უსამართლობას მოვერევით ! ძალას ვიკრებ და მთას გადავდგამ! იცოდე რომ გვერდში დი...
სოცმედია • 9 წუთის წინ
"ძლიერი საქართველოს" ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე დარწმუნებულია, რომ საგამოძოებო კომიისის შექმნის დავალება თეა წულუკიანმა პირადად ბიძინა ივანიშვილისგან მიიღო. ჯაფარიძე "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში ოლიგარქი...
პოლიტიკა • 28 წუთის წინ
ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი:,,საკუთარ თავთან მაქვს ორი დღეა კონფლიქტი და ვიდრე ბრაზში გადამივა უნდა ვთქვა… ძალიან ვაფასებ ნიკა გილაურმა რაც გააკეთა მისი ფონდით, ძალიან ბევრ ადამიანს დაეხმარა, ასევე ს...
სოცმედია • 45 წუთის წინ
ნაცმოძრაობის ყოფილი თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ირაკლი გილაურის ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის ფოტოს აქვეყნებს და წერს:,,ირაკლი გილაური ისეთივე პუტინისტი, მძარცველი ოლიგარქია, როგორც ივანიშვილი! მისი...
პოლიტიკა • 50 წუთის წინ
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თქმით, საფრანგეთი უკრაინას დამატებით 2 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარებას გადასცემს. ამის შესახებ მაკრონმა პარიზში ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გა...
რუსეთ-უკრაინის ომი • 60 წუთის წინ
"მე წინა ხელისუფლების ჩინოვნიკებთან კონტაქტი არ მქონდა. რატომ არ მქონდა, გეტყვით: 2003 წლიდან, როგორც კი მთავრობაში მოვიდნენ, 2006 წლამდე, ჩემი და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ სააკაშვილის ხელისუფლებამ ს...
პოლიტიკა • 26 მარტი 20:37
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 19:58
17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 13:00
რატომ იკრძალება ამერიკულ სასამართლოებში ფოტოების გადაღება
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 3:30
ახალი კვლევა — დილის ყავა გულის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა