ვინ არის ნათია ბერიძე - ლევან ბერძენიშვილის დისკრედიტაციის კამპანიაში ჩართული FB გვერდები, ჯგუფები, ანონიმური ანგარიშები და სახელისუფლებო მედიები

პოლიტიკა 24/1/2023 • 10:17

ბერიძე ბერძენიშვილი

“მითების დეტექტორმა” ლევან ბერძენიშვილის დისკრედიტაციის კამპანიაში ჩართული 12 FB გვერდი, 13 FB ჯგუფი,  4 ანონიმური ანგარიში, ასევე სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მქონე და სხვა ონლაინ მედიები გამოავლინა.

12 ფეისბუკ გვერდიდან 3 ხელისუფლებასთან (ტერენტი გლდანელი, სირცხვილის კორიდორი, არ აგარევინებთ), 6 კი – ალტ-ინფო/კონსერვატიულ მოძრაობასთან არის დაკავშირებული (შოთა მარტინენკო, კონსერვატიული მოძრაობა ქარელში, კონსერვატიული მოძრაობა მარტვილში, ქართული გვერდი, პატრიოტული გვერდი, ალტ-სიახლე, ალტ სიახლე), 2 გვერდი კი ონლაინ გამოცემებს mix.metronome.ge-ის (პირველი ამბები) და tia.ge-ს ( •The best page in the world•) უკავშირდება;
13 ფეისბუკ ჯგუფიდან 7 “ქართულ ოცნებასთან” არის დაკავშირებული (მოქალაქე, ჩვენი მხარდაჭერა პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, ბიძინა ივანიშვილი დადებითი და უარყოფითი, წინ საქართველო უკეთესი მომავლისკენ, კახა კალაძე – ქართული ოცნება, კახა კალაძე თბილისის მერი, ბიძინა ივანიშვილის მეგობრები ფეისბუკზე), 3 “კონსერვატიულ მოძრაობასა” და “ალტ-ინფოსთან” (ანტილიბერალური სივრცე, სამშობლოსთვის, ალტ-ინფო TV), 3 კი სხვადასხვა ონლაინ მედიასთან (თავისუფლება 🖤, აქ სიყვარულია, პროპაგანდა არანორმალური პროპაგანდის წინააღმდეგ);
4 ანონიმური ფეისბუკ ანგარიშიდან 3 (ეროვნული საქართველო, ორკ ესტრი, რამინიჩი ბნელიმოძალადე,) “ალტ-ინფოსთან”არის დაკავშირებული;
ვიდეო 13-მა ონლაინ სააგენტომ გაავრცელა. მათ შორისაა სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მქონე (primetime.ge, tia.ge,  mpn.ge, timer.ge, split.spnews.io, digest.pia.ge, resonancedaily.com, mixmetronome.ge), ასევე პრორუსული (news-front) და სხვა (news.ge, newsline.ge, itar.ge, Newposts.ge) საინფორმაციო სააგენტოები. 
ფეისბუკ გვერდები

ნათია ბერიძის ვიდეო ხელისუფლების მხარდამჭერ და ოპონენტების მადისკრედიტირებელ ფეისბუკ გვერდებზე (ტერენტი გლდანელი, სირცხვილის კოროდორი, არ აგარევინებთ), გავრცელდა. ასევე, ვიდეო “კონსერვატიული მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა შოთა მარტინენკომ, ასევე ალტ-ინფოსა და “კონსერვატიულ მოძრაობასთან” დაკავშირებულმა გვერდებმა გაავრცელეს. ფეისბუკ გვერდის “არ აგარევინებთ” გამოქვეყნებული ვიდეო დასპონსორებულია,  თანხის გადამხდელად კი Davit Davitashvili არის მითითებული.

 

ფეისბუკ ჯგუფები

ფეისბუკ ჯგუფების უმრავლესობა (7ჯგუფი),  სადაც ნათია ბერიძის ვიდეო გავრცელდა, “ქართულ ოცნებასთან” არის დაკავშირებული.

ანონიმური ანგარიშები

ნათია ბერიძის ვიდეო სოციალურ ქსელში ანონიმურმა ანგარიშებმაც გაავრცელეს. მათგან სამი “კონსერვატიული მოძრაობის” მხარდამჭერია.

ონლაინ მედიები

ნათია ბერიძის მიერ 22 იანვარს გამოქვეყნებული ვიდეო გაავრცელეს როგორც პრო-სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მქონე ონლაინ მედიებმა (primetime.ge tia.ge,  mpn.ge, timer.ge split.spnews.io, digest.pia.ge, resonancedaily.com, mixmetronome.ge), ასევე პრორუსულმა (news-front) და სხვა (news.ge, newsline.ge, itar.ge, Newposts.ge) საინფორმაციო სააგენტოებმაც. 

 

ვინ არის ნათია ბერიძე?

2020 წლის მაისში Facebook-მა კოკა ყანდიაშვილთან და Espersona-სთან დაკავშირებული გვერდები, ჯგუფები და პროფილები არაავთენტურ კოორდინირებულ ქცევაში ჩართულობის გამო წაშალა. “ესპერსონა”-ს ფეისბუქ გვერდი სოციალურ მედიაში სულ მცირე 14 ჯგუფს (არასრული სია) მართავდა, რომელთა შორისაც ერთ-ერთის  “ბიძინა ივანიშვილი ჩემი თანამოქალაქეა!” ადმინისტრატორი ნათია ბერიძე იყო. ნათია ბერიძე  2020 წლის დეკემბრამდე კოკა ყანდიაშვილის მიერ დაფუძნებული “ესპერსონას” ჟურნალისტი იყო და სწორედ ფეისბუკის მიერ “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებულ გვერდებზე სანქციების დაწესების დღეს, 20 დეკემბერს დატოვა რედაქცია. ნათია ბერიძე ფიგურირებდა ტელეკომპანია “მთავარის” მიერ მომზადებულ სიუჟეტშიც, რომელიც სახელისუფლებო ტროლებს შეეხებოდა. 2021 წლიდან ნათია ბერიძე PosTV-ის ჟურნალისტია.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ოცნების წევრები სამშენებლო ბიზნეს
"ოცნების" წევრები სამშენებლო ბიზნესით - ვის რომელი უბანი ერგო

ოცნების დეპუტატების და მათი ოჯახის სამშენებლო ბიზნესი - "ნოდარ მელაძის შაბათის" ჟურნალისტური გამოძიება.   ირაკლი კირცხალიამრავალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსი, გობრონიძის ქუჩაზე ირაკლი კირცხალიას კ...

პოლიტიკა 17:23

ნადიმ ხმალაძე
ნადიმ ხმალაძეს მე-20 ჯარიმა გამოუწერეს - მებრძოლს აღსრულების ბიურომ ანგარიშები დაუყადაღა

ნადიმ ხმალაძეს, რომელიც უკრაინაში რუსული აგრესიის წინააღმდეგ იბრძოდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა მე-20 ჯარიმა გამოუწერეს - რეჟიმი მებრძოლს ამ შემთხვევაშიც გზის სავალი ნაწილის ხელოვნუ...

პოლიტიკა 17:22

ვატო შაქარიშვილი
"ლოცვიდან გამოსულს ტელეფონმომარჯვებული მანქურთი შემოგვხვდა მონა-მონას ძახილით და მიიღო კბილებში…" - ვატო შაქარიშვილი ჟურნალისტზე თავდასხმაზე

ვატო შაქარიშვილი "მთავარი არხის" ჟურნალისტ გიორგი მამნიაშვილზე თავდასხმას ადასტურებს და იმუქრება, რომ პასუხს ყველა მიიღებს, ვინც შეურაცხყოფას მიაყენებს:   "ქაშუეთიდან ლოცვიდან გამოსულს ტელეფონმომარჯვე...

პოლიტიკა 16:53

ოხანაშვილი
ოხანაშვილმა მოადგილეები წარადგინა - ლილუაშვილის მოადგილეებმა პოსტები ვერ შეინარჩუნეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალმა ხელმძღვანელმა თანამშრომლებთან წარდგენისას თავისი ახალი მოადგილეები დაასახელა. ანრი ოხანაშვილის თქმით, პირველი მოადგილე იქნება ირაკლი ბერაია, მოადგილეები კი გე...

პოლიტიკა 16:35

ბადრი ჯაფარიძე
ბადრი ჯაფარიძეს სასამართლომ 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა

“ლელო – ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს“ ერთ-ერთ ლი­დერს ბად­რი ჯა­ფა­რი­ძეს, რო­მე­ლიც „სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის დრო­ე­ბი­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის მო­თხოვ­ნის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბა­ზეა” ბრალ­დე­ბუ­ლ...

პოლიტიკა 16:33

წულუკიანი
„თქვე, მართლა იდიოტებო. შექანებულივით რომ დაირწევა ცარიელი თავთავი ბოკუჩავა, ამის იმედად ხართ?!“ – თეა წულუკიანი

როგორც ქალბატონი ლამარა იტყოდა, თქვე, მართლა იდიოტებო. შექანებულივით რომ დაირწევა ცარიელი თავთავი ბოკუჩავა, ამის იმედად ხართ?! – ამის შესახებ დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე, პარლამენტის ვიც...

სოცმედია 16:32