„ტყვედ ჩაბარდით“ - პუტინი უკრაინელ სამხედროებს ტრამპის მიმართვის პასუხად

პუტინი


რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ტრამპის მიმართვის პასუხად უკრაინელ სამხედროებს იარაღის დაყრისკენ და ტყვედ ჩაბარებისკენ მოუწოდა. პუტინმა ასევე მოითხოვა, რომ "შესაბამისი ბრძანება იარაღის დაყრისა და ტყვედ ჩაბარების შესახებ" "უკრაინის სახმედრო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ" გასცეს.

 

მანამდე, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მან რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს რუსეთის არმიის მიერ "ალყაშემორტყმული" უკრაინელების დანდობა სთხოვა.

 

უკრაინის გენშტაბი "ალყის" შესახებ ცნობებს უარყოფს და აცხადებს, რომ ეს რუსული დეზინფორმაციაა, რომელიც უკრაინაზე ზეწოლას და პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება.

 

პუტინი ირწმუნება, რომ კურსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების (ВСУ) ნაწილი "ბლოკირებულია".

 

"ჩვენ გავეცანით აშშ-ს პრეზიდენტის, ბატონი დონალდ ტრამპის დღევანდელ მიმართვას უკრაინის არმიის სამხედროების დანდობასთან დაკავშირებით, რომელთა ნაწილიც უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ კურსკის ოლქში შეჭრის ზონაში რუსი სამხედროების მიერ არის ბლოკირებული. [...]

მათი [მეომრების] საქციელები, როგორც უკვე ვახსენე, რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურატურის მიერ ტერორიზმად კლასიფიცირდება. ამასთანავე, ჩვენ გაგებით ვეკიდებით პრეზიდენტ ტრამპის მოწოდებას, რომ ამ სამხედროების მიმართ ჰუმანიტარული ხასიათის განსჯით ვიხელმძღვანელოთ.

 

ამასთან დაკავშირებით აღვნიშნავ, რომ იარაღის დაყრისა და ტყვედ ჩაბარების შემთხვევაში მათ საერთაშორისო სამართლის ნორმების და რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობის შესაბამისად სიცოცხლე და ღირსეული მოპყრობა გარანტირებული ექნებათ.

 

აშშ პრეზიდენტის მოწოდების ეფექტიანად შესასრულებლად აუცილებელია უკრაინის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის მხრიდან მისი სამხედრო ნაწილებისთვის შესაბამისი ბრძანება იარაღის დაყრისა და ჩაბარების შესახებ". - თქვა პუტინმა.

 

კურსკში ჩვენს ერთეულებს "ალყა" შემორტყმული არ აქვთ – უკრაინის გენშტაბი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი უარყოფს აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განცხადებებს, რომ კურსკის ოლქში უკრაინული ერთეულები ალყაში არიან მოქცეულები.

 

"გასული დღის განმავლობაში ვითარება მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. კურსკის სამხედრო დაჯგუფების ოპერაციულ არეში საომარი ოპერაციები მიმდინარეობს". - წერია გენშტაბის განცხადებაში.

 

12 მარტს, დღის პირველ ნახევარში რუსულ ტელეგრამ არხებზე გავრცელდა ცნობები, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედროებმა კურსკის ოლქში, ქალაქ სუჯის ცენტრში შეაღწიეს. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
გიორგი
8 წლის გიორგი ბერიშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება

8 წლის გიორგი ბერიშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება. გიორგიმ რამდენიმე თვის წინ სიმსივნე დაამარცხა. მას მკურნალობისთვის მედიკამენტები სჭირდება, რაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. დახმარების მსუ...

საზოგადოება 17 მარტი 18:59

სეუ-ის სტუდენტებ
სეუ-ის სტუდენტებმა, რუსთაველის გამზირზე, 24-საათიანი უწყვეტი პროტესტი დაიწყეს

 საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტებმა, რუსთაველის გამზირზე, 24-საათიანი უწყვეტი პროტესტი დაიწყეს. "სეუ-ის სტუდენტური მოძრაობა ვიწყებთ პროტესტების ახალ ტალღას. 62 დღე გავატარეთ უნივერსიტეტის...

პოლიტიკა 17 მარტი 18:51

თამუნა
1 ლარიც კი მნიშვნელოვანია - დავეხმაროთ თამუნას, რომელსაც ეპილეფსია და თავში კისტა აქვს, არ შეუძლია დამოუკიდებლად გადადგილება და სასწრაფო მკურნალობას საჭიროებს

თამუნა არის 15 წლის, ვერ დადის, ვერ საუბრობს აქვს ძლიერი შეტევები და თავის არეში კისტის გამონაზარდი. საჭიროებს სასწრაფო მკურნალობას, რისი საშუალებაც მარტოხელა დედას არ აქვს. ოჯახი ნაქირავებ ბინაში ცხო...

საზოგადოება 17 მარტი 17:50

ოდირი
ეუთო/ოდირმა შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა

სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე, ეუთო/ოდირმა შეაფასა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებე...

პოლიტიკა 17 მარტი 17:33

შაჰინი
„თუ ტრამპი თავისას გაიტანს, ავტორიტარიზმში მცხოვრებთა სამაშველო ხაზი დაიკარგება“ - სენატორი შაჰინი „რადიო თავისუფლებაზე“

ამერიკელი სენატორი, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჯინ შაჰინი (დემოკრატი ნიუ-ჰემპშირიდან) აკრიტიკებს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოს შემცი...

მსოფლიო 17 მარტი 15:31

გეგუჩაძე
"ნანუკას ფონდი" და "სირცხვილია" ერთად რომ დააყადაღეს , განსაკუთრებულად მეცინება... ორგანიზაცია „სირცხვილია“ დიდი ხანია აღარ ფუნქციონირებს“ - მარიამ გეგუჩაძე

მარიამ გეგუჩაძე: "ნანუკას ფონდი" და "სირცხვილია" ერთად რომ დააყადაღეს , განსაკუთრებულად მეცინება    აბსურდულობის ბოლომდე შესაგრძნობად შეგახსენებთ, რომ ორგანიზაცია სირცხვილია დიდი ხანია აღარ ფუნქციონირ...

სოცმედია 17 მარტი 14:45