1742213442
„ზურაბიშვილს სააკაშვილი რომ შეეწყალებინა, დღეს მოსამართლე შეკრებითობის პრინციპს ვერ გამოიყენებდა“ - თინა ბოკუჩავა
სამართალი • 13 მარტი 10:14
კესარია აბრამიძის სასტიკი მკვლელობა - ბექა ჯაიანის საქმის პროკურორმა გრიგოლ ნიშნიანიძემ სასამართლო დარბაზში მოწმეთა ჩვენებები წაიკითხა. მათი უმეტესობა ჯაიანის მხრიდან აბრამიძის მიმართ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაზე საუბრობს.
კესარიას უწოდებდა ბუნების შეცდომას, უმოწმებდა ტელეფონს, უკონტროლებდა ჩაცმის სტილს და თუ რამე არ მოეწონებოდა, სცემდა, ყელში ახრჩობდა, თმითაც უთრევია"- ამბობს ერთ-ერთი მოწმე ჩვენებაში.
"იშვიათად გამოდიოდა სახლიდან, რისი მიზეზიც ბექა ჯაიანი იყო. ბექა მას ამცირებდა, ეუბნებოდა რომ მამაკაცი იყო და ამის გამო სცემდა, თითქმის ყოველდღიურად სცემდა, დალურჯებული სხეული მაჩვენა, რისი მიზეზიც ტელეფონზე შესული შეტყობინება იყო, რისი ჩვენებაც ჯაიანმა თხოვა, უარის შემდეგ კი ის სცემა",- აცხადებს მოწმე.
კიდევ ერთი მოწმის ჩვენების მიხედვით, მან მკვლელობის დროს კესარია აბრამიძის ყვირილი გაიგო - "ნუ მირტყამ, არ დამარტყაო - შემდეგ კი, დაინახა როგორ ჩარბოდა კიბეებზე ბექა ჯაიანი".
პროკურორმა დღევანდელ სხდომაზე ის მტკიცებულებები შეეაჯამა, რომელიც სახელმწიფო ბრალდებას აქვს წარმოდგენილი.
გრიგოლ ნიშნიანიძემ სასამართლოს სხდომათა დარბაზში დიდ მონიტორზე მოახდინა მტკიცებულებათა ნაწილის დემონსტრირებს, მათ შორის, აჩვენა მკვლელობის იარაღი - დანა და შემთხვევის ადგილი.
პროკურორის თქმით, კესარია აბრამიძე განსაკუთრებული სისასტიკით არის მოკლული, ამას სხვა მტკიცებულებებთან ერთად ჭრილობების რაოდენობაც მოწმობს - 28 დაზიანება, რომელიც მას სხეულის თითქმის ყველა ნაწილზე ჰქონდა.
ცნობისთვის, 37 წლის ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის განსაკუთრებული სისასტიკით, გენდერის ნიშნით განზრახ მკვლელობაში ბრალდებული 26 წლის ბექა ჯაიანი ქუთაისის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე 2004 წლის 19 სექტემბერს დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ პუნქტებით მიმდინარეობს, რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
აღნიშნული დანაშაული 16-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
8 წლის გიორგი ბერიშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება. გიორგიმ რამდენიმე თვის წინ სიმსივნე დაამარცხა. მას მკურნალობისთვის მედიკამენტები სჭირდება, რაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. დახმარების მსუ...
საზოგადოება • 17 მარტი 18:59
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტებმა, რუსთაველის გამზირზე, 24-საათიანი უწყვეტი პროტესტი დაიწყეს. "სეუ-ის სტუდენტური მოძრაობა ვიწყებთ პროტესტების ახალ ტალღას. 62 დღე გავატარეთ უნივერსიტეტის...
პოლიტიკა • 17 მარტი 18:51
თამუნა არის 15 წლის, ვერ დადის, ვერ საუბრობს აქვს ძლიერი შეტევები და თავის არეში კისტის გამონაზარდი. საჭიროებს სასწრაფო მკურნალობას, რისი საშუალებაც მარტოხელა დედას არ აქვს. ოჯახი ნაქირავებ ბინაში ცხო...
საზოგადოება • 17 მარტი 17:50
სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე, ეუთო/ოდირმა შეაფასა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებე...
პოლიტიკა • 17 მარტი 17:33
ამერიკელი სენატორი, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჯინ შაჰინი (დემოკრატი ნიუ-ჰემპშირიდან) აკრიტიკებს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოს შემცი...
მსოფლიო • 17 მარტი 15:31
მარიამ გეგუჩაძე: "ნანუკას ფონდი" და "სირცხვილია" ერთად რომ დააყადაღეს , განსაკუთრებულად მეცინება აბსურდულობის ბოლომდე შესაგრძნობად შეგახსენებთ, რომ ორგანიზაცია სირცხვილია დიდი ხანია აღარ ფუნქციონირ...
სოცმედია • 17 მარტი 14:45
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 19:58
17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 13:00
რატომ იკრძალება ამერიკულ სასამართლოებში ფოტოების გადაღება
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 3:30
ახალი კვლევა — დილის ყავა გულის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა