ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, აკადემიკოს სოლომონ პავლიაშვილისა და პროფესორ ზურაბ გარაყანიძის მონოგრაფიის - „შუა დერეფნის ენერგეტიკული განზომილება“ პრეზენტაცია გაიმართა

საზოგადოება 31 მარტი 10:07

WhatsApp Image 2025-03-31 at 12.52.23_104e779b

28 მარტს საქართველოს  ეროვნულ თავდაცვის  აკადემიაში, გაიმართა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, აკადემიკოს სოლომონ პავლიაშვილისა და პროფესორ, თადარიგის პოლკოვნიკ  ზურაბ გარაყანიძის მონოგრაფიის „შუა დერეფნის ენერგეტიკული განზომილება“ პრეზენტაცია, რომელსაც საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი მიხეილ ჯიბუტი, ეროვნული თავდაცვის აკადემიის პრორექტორი ზურაბ ზერეკიძე, მაგისტრატურის პროგრამის ხელმძღვანელი, პოლკოვნიკი ირაკლი უჩაძე  და სხვა თანამშრომლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე ისაუბრეს შუა დერეფნის გეოეკონომიკურ  მნიშვნელობაზე, მის როლსა და ადგილზე გლობალიზაციისა და ინტეგრაციის მსოფლიო პროცესებში.

„შუა დერეფნის“ გეოსტრატეგიული ფასეულობა ისაა, რომ ერთი მხრივ, იძლევა ჩინეთის, ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის  ერთ გეოეკონომიკურ სივრცედ ჩამოყალიბების შესაძლებლობას და მეორე მხრივ, რაც ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია,  აფართოებს საქართველოს, როგორც ამ დერეფნის საკვანძო რგოლის გეოკონომიკურ არეალს.

მონოგრაფია აღწერს შუა სატრანსპორტო დერეფნის მახასიათებლებს, გამოწვევებსა და განვითარების პერსპექტივებს, როგორც ჩინეთის მიერ ინიცირებული  „სარტყლისა და გზის ინიციატივის“ (BRI) ნაწილს და მის ურთიერთდამოკიდებულებას  ევროკავშირის Global Gateway, TRACECA და „სამხრეთ გაზის დერეფნის“ (SGC) პროგრამებთან.

 

ს. პავლიაშვილისა და ზ. გარაყანიძის მონოგრაფია  „შუა დერეფნის ენერგეტიკული განზომილება“ „ახალი აბრეშუმის გზის“  შემადგენელი ნაწილია. ის არის კომპლექსური და სიღრმისეული გამოკვლევა, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოში მეტად აქტუალური სამეცნიერო მიმართულების - გეოეკონომკის განვითარებაში.

მონოგრაფიაში „შუა დერეფანი“  წარმოდგენილია კომპლექსური ქსელის სახით, რაც აერთიანებს სარკინიგზო, საგზაო, სანაოსნო  მარშრუტებს, ანუ სატრანსპორტო  და ენერგეტიკულ კომპონენტებს. ეს იმას ნიშნავს, რომ „შუა დერეფანი“ ფაქტობრივად , ეკონომიკური დერეფანია, ამიტომ ის შეიძლება გახდეს მრავალი რეგიონული ინსტიტუტის ავანგარდი. დერეფნის ირგვლივ რეგიონული ინტეგრაცია  სარგებელს მოუტანს ჩინეთსა და ევროპას, ასევე მათ შორის - დერეფნის ეკონომიკურ ზონაში მყოფ სახელმწიფოებს.

 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მეგი გოცირიძე შაქარიშვილი
„ ხუინდრავას აწყვეტილი შლოპანცი ხარ“ - მეგი გოცირიძე შაქარიშვილს

ყოფილი დეპუტატი მეგი გოცირიძე: Vato Shakarishvili მარტო მონა კი არა, ხუინდრავას აწყვეტილი შლოპანცი ხარ

სოცმედია 7 წუთის წინ

ძლიერი ქარი
გაფრთხილება: 6-დან 7 აპრილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ქარის გაძლიერება

6 აპრილიდან 7 აპრილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში), შესაძლებელია ქარის გაძლიერება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვ...

საზოგადოება 35 წუთის წინ

გვარამია ხაინდრავაა
„ეს ორი ქვეყნის მოღალატე და კრიმინალი... ეს გარეწრები“ - ნიკა გვარამია

ნიკა გვარამია „მთავარი არხის“ ჟურნალისტე ვატო შაქარიშვილისა დ აგოგა ხაინდრავას მიერ თავდასხმას ეხმიანება და წერს: ამ ნაძირლებს ვერ უყურებ, რას კადრულობენ?! ეს ორი ქვეყნის მოღალატე და კრიმინალი   ეს გა...

სოცმედია 40 წუთის წინ

დავით ზურაბიშვილი
,,მთელი ქოცპროპაგანდა სკლინტიანი რძის სმაზეა გადასული ნაცების ჯინაზე“ - დავით ზურაბიშვილი

ყოფილი პარლამენტარი დავით ზურაბიშვილი: ,,მთელი ქოცპროპაგანდა სკლინტიანი რძის სმაზეა გადასული ნაცების ჯინაზე და მერე გვიკვირს, კამომ რევოლუციის გულისთვის მძ*ნერი როგორ შეჭამაო.“

სოცმედია 49 წუთის წინ

პოდოლიაკი
"ჩემი პოზიცია უცვლელია - ზელენსკიმ მეორე ვადით უნდა იყაროს კენჭი" - პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტმა მეორე ვადით უნდა იყაროს კენჭი - ამბობს ტელეკომპანია FREEDOM-ის ეთერში პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი. პოდოლიაკი განმარტავს, რატომ ფიქრობს ასე - "ის...

რუსეთ-უკრაინის ომი 54 წუთის წინ

ძა;ადობა 13 წლის გოგოზე
ვიდეო: „თბილისში 13 წლის გოგონა მოხვდა ძალადობის ეპიცენტრში, რამდენიმე მოზარდიდან ერთ-ერთი ფიზიკურად დაესხა თავს“

მსახიობი ია ფარულავა სოცქსელში ვიდეოს აქვეყნებს და წერს: თბილისში 13 წლის გოგონა მოხვდა ძალადობის ეპიცენტრში — რამდენიმე მოზარდიდან ერთ-ერთი ფიზიკურად დაესხა თავს და სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენა. მო...

სოცმედია 56 წუთის წინ