საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად, უზენაესის უვადო მოსამართლე, რევაზ ნადარაია დაინიშნა
საზოგადოება • 3 აპრილი 13:39

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად, უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე, რევაზ ნადარაია დაინიშნა. გადაწყვეტილება უზენაესი სასამართლოს პლენუმმა მიიღო.
რევაზ ნადარაიამ საკონსტიტუციო სასამართლოში ხვიჩა კიკილაშვილის ადგილი დაიკავა.
"საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-2 პუნქტის, საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის გ ქვეპუნქტისა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 73 მუხლის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის გადაწყვეტილებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად დაინიშნა ბატონი რევაზ ნადარაია". - ნათქვამია უზენაესი სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, 2021 წლის 12 ივლისს პარლამენტმა რევაზ ნადარაია, 5 მოსამართლესთან ერთად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ დანიშნა. მაშინ, უზენაესი მოსამართლეების უვადოდ დანიშვნას აშშ-დან დიდი კრიტიკა მოჰყვა. ეს ქმედება დაგმო აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა, ასევე, მოვლენები აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმაც უარყოფითად შეაფასა.

„ოცნების“ წევრი, დიტო სამხარაძე:„პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე, დღეს მოსმენილიც საკმარისია მივხვდე, რომ რასაც პირადად მე, თქვენ (ნაცებს) გიკეთებთ, მხოლოდ 1%-ია იმის, რაც მართლა ყველა მართალი ქართვ...
სოცმედია • 8 აპრილი 15:57

ტვ პირველის ოპერატორს, ლაშა ჯიოშვილს Facebook-ვიდეოს გამო, შსს-მ სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა. ინფორმაციას და ვიდეომასალას ჯიოშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს. მისი ინფორმაციით, საქმის წარმოება 173-...
პოლიტიკა • 8 აპრილი 15:44

საქართველოს ბანკი განაგრძობს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის საგანმანათლებლო შესაძლებლობების განვითარებას. ამ მიზნით, პლატფორმა ბიზნეს 360-ის ფარგლებში, გაიმართება ვორკშოპი — შუა კორიდორის ფუნქციონალი...
ბიზნესი & ეკონომიკა • 8 აპრილი 14:10

საქართველოს ბანკი სტუმარმასპინძლობის სექტორში მომუშავე ბიზნესებს მრავალფეროვან შესაძლებლობას სთავაზობს. ბანკი აქტიურად მუშაობს საგანმანათლებლო, B2B შეთავაზებების თუ საინფორმაციო პროექტებზე, რომლითაც ს...
ბიზნესი & ეკონომიკა • 8 აპრილი 13:50

ბიზნესმენ დავით ხიდაშელის კომპანია "გლობალ ვიქთორი ჯეორჯიას" კურორტი ახტალა ჩამოერთვა. აუქციონის პირობების მიხედვით, ხიდაშელს ტერიტორიაზე 120 ნომრიანი სასტუმრო-კომპლექსი უნდა აეშენებინა და პროექტში, ა...
ბიზნესი & ეკონომიკა • 8 აპრილი 13:46

"ქართულმა ოცნებამ" 9 აპრილის გარდაცვლილების სულებს ზედ გადაუარა - ამის შესახებ სინდისის პატიმარ გიორგი ტერაშვილის დედა საუბრობს. მარინა ტერაშვილის თქმით, "ქართულ ოცნებას" ქვეყანა რუსეთისკენ მიჰყავს...
პოლიტიკა • 8 აპრილი 13:45