შაბათის ფორმულამ ე.წ. კლანთან დაახლოებული მოსამართლე გიორგი მიქაუტაძის ქონება შეისწავლა

საზოგადოება 22/4/2023 • 17:26

სასამართლო

შაბათის ფორმულამ ე.წ. სასამართლო კლანის ერთ-ერთი წევრის, უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლის გიორგი მიქაუტაძის ქონება შეისწავლა.

შაბათის ფორმულა ხმაურიან საქმეებში მონაწილე და სასამართლო კლანთან მჭიდრო კავშირში მყოფი მოსამართლის შემოსავლებითა და ქონებით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა მისი კოლეგა და მეგობარი მოსამართლეები დაასანქცირა. მიქაუტაძე ფლობს ძვირადღირებულ აგარაკს დაბა წავკისში.

მშენებარე სახლი, რომელიც წლის ბოლოს უნდა დასრულდეს აღჭურვილია აუზით, ეზოში ჯაკუზით, სახურავზე ავტოფარეხით და დედაქალაქზე ხედით - მიქაუტაძის დეკლარაციის მიხედვით, ამ ეტაპზე აგარაკი 405 000 ლარი დაჯდა. მთავარი კითხვები, რაც მიქაუტაძის ქონების გარშემო არსებობს, დედის მიერ ნაჩუქარი 100 000 დოლარი, მისი მიწის ნაკვეთების და ავტომობილების შესაძენი თანხები და მათი წარმომავლობაა.

გარდა ნაჩუქარი 100 000 დოლარისა, მოსამართლე თბილისის ცენტრში ფლობს ბინას და 2 ავტოფარეხს, ასევე მიწებს ამბროლაურის რაიონში, ჯერ დაუსრულებელ სახლს წავკისში, ორ ავტომობილსა და 1 კვადროციკლს. რამდენიმე წლის წინ ფლობდა ორ ბინას თბილისში, რომელიც გაყიდა. თავად მიქაუთაძე შაბათის ფორმულასთან საუბარში ამბობს, რომ ბინები წლების წინ იყიდა და აქვს საბანკო კრედიტები.

რაც შეეხება ნაჩუქარ 100 000 დოლარს, მიქაუტაძე ამ თანხას წავკისის სახლის მშენებლობისთვის იყენებს, თუმცა ხარჯი გაცილებით მეტია ვიდრე მიღებული საჩუქარი. დოკუმენტების მიხედვით დარეჯან თავართქილაძე [მიქაუტაძის დედა] ფლობს 17%-ს სააქციო საზოგადოება ბახტრიონში, ასევე არაერთ უძრავ ქონებას თბილისში. მოძიებული დოკუმენტაციის თანახმად, დარეჯან თავართქილაძის შემოსავალი 2019 წლიდან თვეში 22 000 ლარია.

მიუხედავად იმისა რომ გიორგი მიქაუტაძის ოჯახი სააქციო საზოგადოებაში წილებს 2006 წლიდან ფლობს, მისი ქონება მხოლოდ მისი მოსამართლედ დანიშვნის პერიოდიდან იწყებს მატებას - 2012 წლის შემდეგ მიქაუტაძის ქონება და ხელფასი, მის პროფესიულ დაწინაურებასთან ერთად იზრდება.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
უიტკოფი
„პუტინმა მითხრა, რომ როდესაც ტრამპს ესროლეს, ის თავის მოძღვართან მივიდა და ილოცა“ - უიტკოფი

 ჩემი მეორე ვიზიტი ძალიან პირადული აღმოჩნდა. პრეზიდენტ პუტინს ერთ-ერთი წამყვანი რუსი მხატვრისგან პრეზიდენტ ტრამპის ულამაზესი პორტრეტი ჰქონდა შეკვეთილი და პირადად მე გადმომცა, რომ წამომეღო და პრეზიდენტ...

რუსეთ-უკრაინის ომი 10:38

რეჟიმის გადადგომა
"კატეგორიულად უნდა მოვითხოვოთ რეჟიმის გადადგომა" - სტუდენტების დაკავების მიუხედავად, რუსთაველზე პროტესტის ხმა ისმის

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ რუსთაველის გამზირზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტების დაპატიმრების მიუხედავად, საკანონმდებლო ორგანოსთან პროტესტის ხმა ა...

პოლიტიკა 9:23

სროლა
ვინ არის საქართველოს მოქალაქე, რომელიც ირანმა ჟურნალისტის მოსაკლავად მეორე პირთან ერთად დაიქირავა

 აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებით, დისიდენტი ირანელი ჟურნალისტის და აქტივისტის, მასიჰ ალინეჯადის მოსაკლავად ირანის ხელისუფლებამ რამდენიმე პირი დაიქირავა. უწყების განცხადების თანახმად, ერთ-ერ...

მსოფლიო 9:14

ტრანსპორტი
საქართველო-სომხეთის მატჩის გამო, „დინამო არენას“ მიმდებარე ქუჩებზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება

საქართველო-სომხეთის საფეხბურთო მატჩის გამო, „დინამო არენას“ მიმდებარე ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება. შეზღუდვა 23 მარტის 14:00 საათიდან იმოქმედებს.   მატჩამდე და მატჩის პერიოდში ნაწილ...

საზოგადოება 9:01

საქბან
საქართველოს ბანკის შეთავაზებები AmEx ბარათის მფლობელებისთვის

საქართველოს ბანკი, ლოიალობის პროგრამის ფარგლებში, პარტნიორ ბიზნესებთან ერთად საკრედიტო AmEx ბარათის მფლობელებს სპეციალურ შეთავაზებებს სთავაზობს.   შეთავაზებები Amex ბარათის მფლობელებისთვის: ივნისის ბო...

ბიზნესი & ეკონომიკა 8:35

ტრამპი 1
ტრამპის ადმინისტრაცია 530 000 იმიგრანტს დროებით ლეგალურ სტატუსს შეუჩერებს

აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ნახევარ მილიონზე კუბელ, ჰაიტიელ, ნიკარაგუელ და ვენესუელელ იმიგრანტს დროებით ლეგალურ სტატუსს შეუჩერებს.   იმიგრანტებს შეატყობინეს, რომ მა...

მსოფლიო 8:31