ზუგდიდში პოლიციელი 24 წლის კაცს შეეჯახა - ბიჭი კომაშია

შემთხვევა 12 მარტი 11:07

საპატრულო პოლიციის ავტომობილი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში, პოლიციელი 24 წლის ახალგაზრდა კაცს ავტომანქანით დაეჯახა - ირკვევა, რომ დაშავებული მძიმე მდგომარეობაშია.

შემთხვევა გუშინ, 11 მარტს მოხდა.

 

დაშავებულის ნათესავები ამბობენ, რომ  პოლიციელი კობა კვინტაძე ნასვამ მდგომარეობაში მართავდა ავტომობილს.

„შემთხვევა მოხდა წუხელ, დაახლოებით 19:00 საათზე, სოფლის ცენტრში და როგორც თვითმხილველებმა მითხრეს, დიდი სიჩქარით მომავალი მსუბუქი ავტომანქანა, რომელსაც მართავდა შსს დარჩელის საუბნო პოლიციის თანამშრომელი კობა კვიტანძე, სხვა ავტომანქანასთან  შეჯახების თავიდან აცილების მიზნით  გადავიდა ტროტუარზე და დაეჯახა 24 წლის მურმან კალანდიას, რომელიც გადააგდო დიდ მანძილზე.

თვითმხილველებმა გვითხრეს, რომ კობა კვიტანძე იყო მთვრალი, რაც დამიდასტურეს სხვა მაღალჩინოსანმა პოლიციელებმაც.

მურმან კალანდიას ჩაუტარდა თავის ტვინის ნეიროქირურგიული  ოპერაცია. ექიმის განმარტებით, მისი მდგომარეობა არის უმძიმესი და აქვს მეოთხე ხარისხის კომა.

მურმანს ჰყავს ორსული ცოლი და მძიმე შრომით ირჩენდნენ თავს“, – ამბობს "ბათუმელებთან" დაშავებულის ახლობელი, მაია კალანდია.
მისი თქმით, კობა კვინტაძე ერთ-ერთი პოლიციელია, რომელიც ზუგდიდის საპროტესტო აქციებზე დაკავებული და დაჯარიმებული პირების სასამართლო პროცესებზე ცრუ ჩვენებს აძლევს პროტესტის მონაწილე პირების წინააღმდეგ.

პოლიციელების ნასვამ მდგომარეობაში ყოფნაზე საუბრობს აქტივისტი მარიამ სიჭინავაც, რომელიც ამ ფაქტს გამოეხმაურა ფეისბუქში.

რადგან ასე გახმაურდა ამბავი, პოლიციელზე, რომელიც ნასვამმდგომარეობაში, 24 წლის ბიჭს დაეჯახა. კი, ჩემი დამკავებელი და ცრუ მოწმე იყო, მაგრამ ეს ამ ყველაფერთან საერთოდ არაფერ შუაშია. მთავარი ამბავი არის ის, რომ ზუგდიდში აქციებზე არაერთხელ გვინახავს პოლიციელი, რომელიც ნასვამია და ასრულებს სამსახურეობრივ მოვალეობას. მსგავს მდგომარეობაში იყო სოფ. ნარაზენის პოლიციის უფროსიც, რომელიც ჯერ დამემუქრა რომ დამმარხავდა და შემდეგ სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენა. პოლიციელების სიმთვრალეს აქვს სისტემური ხასიათი, ისინი სარგებლობენ იმ ძალაუფლებით, რომელიც მუნდირის ტარებით მიიღეს და მართავენ მანქანებსაც. საშინელება მოხდა და ამ საშინელებაზე პასუხისმგებლობის ნაწილი სამეგრელო ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის მაღალჩინოსნებს და ზუგდიდის რაიონული სამმართველოს უფროსობასაც ეკისრება. ტრაგიკულ შედეგამდე იმიტომგავედით, რომ თავის დროზე, აქციაზე მყოფ მთვრალ პოლიციელებს გადააფარეთ ხელი, მანქანის მართვის უფლება მიეცით. ამ დაუსჯელობის სინდრომით აღტკინებულ-გაჯეჯილებული პოლიციის შედეგს ვიმკით ახლა"- წერს სამოქალაქო აქტივისტი.ირკვევა, რომ ავტოავარიის მონაწილე პოლიციელი დაკავებულია. გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
სენატი
"ოცნება" იზოლაციაში რჩება და ამის მთავარი სიმპტომი "MEGOBARI აქტია"

ევროპულ-ქართული ინსტიტუტის დამფუძნებელი, მკვლევარი გიორგი მელაშვილი ამბობს, რომ აშშ-ს მიერ ინიცირებული მეგობარი აქტი "ოცნებისთვის" უარღესად მკაცრი იქნება. მისი თქმით, 21 იანვრის შემდეგ ივანიშვილის ხელ...

პოლიტიკა 12:05

ძებნილი
ყოფილ სპეცრაზმელს პოლიცია ქვეყნის მასშტაბით ეძებს - რას ამბობს უძილაურის დედა

მკვლელობა ვაკეში - ყოფილი სპეცრაზმელის ოჯახში ადასტურებენ, რომ პოლიციამ საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. "პირველებს" უძილაურის დედა ეუბნება, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყვარლის სახლიდან ჩიპები და...

კრიმინალი 12:03

ოთარ ფარცხალაძე
სანქცირებული ფარცხალაძე სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს - ოპოზიცია

სანქცირებული ოთარ ფარცხალაძის მოსკოვში გააქტიურება პროდასავლურ ოპოზიციას არ უკვირს. შაბათის ეთერის ხმაურიანი რეპორტაჟის შემდეგ "ოცნების" ოპონენტები პირდაპირ ამბობენ, რომ საქართველოს ყოფილი გენპროკურორ...

პოლიტიკა 12:01

სერბეთი
აქციის შემდეგ, რა დროსაც 56 ადამიანი დაშავდა, ვუჩიჩმა სერბეთის პოლიცია "მშვიდობის შენარჩუნებისთვის" შეაქო

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში შაბათს, 15 მარტს, ყველაზე მასშტაბური აქცია გაიმართა. მოსახლეობა მთავრობის გადადგომას ითხოვს. აქციის დროს, 56 ადამიანი დაშავდა, დაკავებულია 22 პირი. აქციის ფონზე პრეზიდენტმ...

მსოფლიო 11:59

მოკლული
თბილისში 21 წლის ბიჭი საკუთარ დაბადების დღეზე მოკლეს

თბილისში გამთენიისას 21 წლის მამაკაცი მოკლეს. ახალგაზდას ცივი იარაღით გაუსწორდნენ. მამაკაცს, სულ მცირე, ხუთჯერ ჩაარტყეს დანა, აქედან ერთი გულში. სიტყვიერი დაპირისპირება ბარში დაიწყო და ქუჩაში გაგრძელდ...

კრიმინალი 11:57

დაკავება
იმერეთში, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი, წარსულში ნასამართლევი: 2002 წელს დაბადებული ი.ა. და 2002 წელს დაბადებული მ.კ. დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის...

კრიმინალი 11:54