დიდი ომი ალენ დელონის მემკვიდრეობისთვის

შოუბიზნესი 23/8/2024 • 3:06

ალენ დელონ

ალენ დელონი, კინოს ლეგენდა, რომელიც ითხოვდა ევთანაზიით სიკვდილის უფლებას, რამდენიმე დღის წინ, 88 წლისა გარდაიცვალა. რაოდენ ცინიკურადაც უნდა ჟღერდეს, ყურადღების ცენტრში სწრაფად მოექცა მსახიობის უზარმაზარი მემკვიდრეობა. ბოლო წლებში მსახიობმა გაყიდა ძვირად ღირებული ნივთები, მათ შორის ხელოვნების ნიმუშების კოლექციები, კარგი ღვინოები და ძვირად ღირებული მანქანები. „მირჩევნია, ჩემს შვილებს ფული დავუტოვო“, - განმარტა დელონმა 2017 წელს და დაამატა, რომ მას სძულს სიკვდილის შემდგომი გაყიდვები.

ალენ დელონის რთული ურთიერთობა შვილებთან
მსახიობს სამი შვილი ჰყავდა: ენტონი, 59 წლის, მსახიობ ნატალი დელონთან, 33 წლის ანუშკა და 29 წლის ალენ-ფაბიენი. მას ჰყავდა მეოთხე შვილიც, რომელიც დაიბადა 1962 წელს. ის დელონმა არასოდეს ცნო. არი  ტრაგიკულად გარდაიცვალა 2023 წელს, ჰეროინის ჭარბი დოზით.

ანუშკა, რა თქმა უნდა, ალენ დელონის საყვარელი შვილი იყო. მას ძალიან უჭირდა შვილებთან ურთიერთობის დამყარება, ალბათ ბავშვობაში მიღებული ტრავმის გამო. ბავშვობაში მსახიობი მამამ მიატოვა და 4 წლისა დედასთან ერთად ცხოვრობდა, რომელიც შემდეგ ყასაბზე დაქორწინდა. მას შემდეგ ის თავს „ზედმეტად“ გრძნობდა და, ალბათ, ამ მიზეზით, ხშირად ჰქონდა კონფლიქტები შვილებთან.

ენტონი 4 წლის იყო, როდესაც მისი მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ და ის ყოველთვის საუბრობდა ძალიან შორეულ მამაზე, რომელიც მას მკაცრად სჯიდა, ხოლო დედამისი ნარკოტიკების მორევში იყო მოხვედრილი. ალენ-ფაბიენიც არ იყო უკეთეს სიტუაციაში. ის ამბობდა, რომ ცხოვრობს საგიჟეთში, სადაც თეფშები და ჭიქები თითქმის ყოველდღე დაფრინავს.

 


იდილიური ურთიერთობა ქალიშვილ ანუშკასთან
სულ სხვანაირი იყო ურთიერთობა ქალიშვილთან ანუშკასთან, რომელსაც ის თავის საყვარელ შვილად თვლიდა. როდესაც მან 18 წლის იუბილე აღნიშნა, მიუძღვნა ეს ლამაზი სიტყვები: "მე არავისთვის არ მითქვამს "მიყვარხარ" ისე, როგორც შენთვის“. მისი ქალიშვილი ჟენევაში Alain Delon International Diffusions-ის ვიცე-პრეზიდენტად მუშაობდა და ყოველთვის თან ახლდა კანის პრესტიჟულ წითელ ხალიჩებზე. გოგონა სოციალურ ქსელებში ხშირად აქვეყნებდა მამასთან ერთად ტკბილ და ნაზ ფოტოებს, რითაც ძალიან ძლიერი ურთიერთობის დემონსტრირებას ახდენდა.

ენტონი და ალენ ფაბიენი ყოველთვის ზემოდან უყურებდნენ თავიანთ დას, რომლებსაც ადანაშაულებდნენ არაკომპეტენტური მამის საფრანგეთიდან შვეიცარიაში გადაყვანაში, რათა ნაკლები მემკვიდრეობის გადასახადი ჰქონოდა. სამკვიდროზე უკვე ომი იყო ატეხილი, ამიტომ მსახიობმა გადაწყვიტა, ქონების ნახევარი საყვარელი ქალიშვილისთვის დაეტოვებინა, მეორე ნახევარი კი ორი ვაჟისთვის. მსახიობმა თქვა, რომ მემკვიდრეობა წინასწარ მოამზადა, შემდეგ კი განმარტა: „ეს რომ არ გამეკეთებინა, მათ შორის ომი იქნებოდა, ამაში დარწმუნებული ვარ“. - წერს theguardian

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
სენატი
"ოცნება" იზოლაციაში რჩება და ამის მთავარი სიმპტომი "MEGOBARI აქტია"

ევროპულ-ქართული ინსტიტუტის დამფუძნებელი, მკვლევარი გიორგი მელაშვილი ამბობს, რომ აშშ-ს მიერ ინიცირებული მეგობარი აქტი "ოცნებისთვის" უარღესად მკაცრი იქნება. მისი თქმით, 21 იანვრის შემდეგ ივანიშვილის ხელ...

პოლიტიკა 12:05

ძებნილი
ყოფილ სპეცრაზმელს პოლიცია ქვეყნის მასშტაბით ეძებს - რას ამბობს უძილაურის დედა

მკვლელობა ვაკეში - ყოფილი სპეცრაზმელის ოჯახში ადასტურებენ, რომ პოლიციამ საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. "პირველებს" უძილაურის დედა ეუბნება, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყვარლის სახლიდან ჩიპები და...

კრიმინალი 12:03

ოთარ ფარცხალაძე
სანქცირებული ფარცხალაძე სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს - ოპოზიცია

სანქცირებული ოთარ ფარცხალაძის მოსკოვში გააქტიურება პროდასავლურ ოპოზიციას არ უკვირს. შაბათის ეთერის ხმაურიანი რეპორტაჟის შემდეგ "ოცნების" ოპონენტები პირდაპირ ამბობენ, რომ საქართველოს ყოფილი გენპროკურორ...

პოლიტიკა 12:01

სერბეთი
აქციის შემდეგ, რა დროსაც 56 ადამიანი დაშავდა, ვუჩიჩმა სერბეთის პოლიცია "მშვიდობის შენარჩუნებისთვის" შეაქო

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში შაბათს, 15 მარტს, ყველაზე მასშტაბური აქცია გაიმართა. მოსახლეობა მთავრობის გადადგომას ითხოვს. აქციის დროს, 56 ადამიანი დაშავდა, დაკავებულია 22 პირი. აქციის ფონზე პრეზიდენტმ...

მსოფლიო 11:59

მოკლული
თბილისში 21 წლის ბიჭი საკუთარ დაბადების დღეზე მოკლეს

თბილისში გამთენიისას 21 წლის მამაკაცი მოკლეს. ახალგაზდას ცივი იარაღით გაუსწორდნენ. მამაკაცს, სულ მცირე, ხუთჯერ ჩაარტყეს დანა, აქედან ერთი გულში. სიტყვიერი დაპირისპირება ბარში დაიწყო და ქუჩაში გაგრძელდ...

კრიმინალი 11:57

დაკავება
იმერეთში, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი, წარსულში ნასამართლევი: 2002 წელს დაბადებული ი.ა. და 2002 წელს დაბადებული მ.კ. დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის...

კრიმინალი 11:54