რა ქონებას ფლობს ჰოლივუდურ სკანდალში გახვეული ამერიკელი რეპერი P. Diddy

შოუბიზნესი 30/9/2024 • 9:19

რეპერი დედი

ამერიკელი რეპერის, მომღერლის, პროდიუსერის, მეწარმისა და დიზაინერის, P. Diddy-ის ქონება 2024 წლის მდგომარეობით 600 მლნ დოლარს შეადგენს. ინფორმაციას Celebritynetworth-ი ავრცელებს.

P. Diddy-მა 90-იანი წლების ბოლო პირველი წარმატებული რეპ ალბომი გამოუშვა, რითაც კარიერაში პირველი გრემიც მიიღო. რეპერმა მოგვიანებით საკუთარი ტანსაცმლის ხაზი და ალკოჰოლური სასმელების ბრენდიც დააფუძნა.

მხოლოდ ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში რეპერმა 1 მილიარდ დოლარზე მეტი გამოიმუშავა თავისი ბიზნესებიდან. ყველაზე წარმატებული კი ალკოჰოლური სასმელების კომპანია Diageo-სთან პარტნიორობა გახდა. 

 


2013 წელს აღნიშნულმა ორმა ბრენდმა ტეკილას ბრენდი DeLeon შეიძინეს. მისი სიმდიდრის ძირითადი წილი ბრენდ Cîroc-დან იყო, თუმცა გარიგება ოფიციალურად 2024 წლის იანვარში დასრულდა. ცნობისთვის, გავრცელებული ინფორმაციით, რეპერი ყოველწლიურად Cîroc-დან 60 მილიონ დოლარზე მეტის მოგებას ნახულობდა.

რეპერის შემოსავლის დიდი წყარო Bad Boy Records-დან მოდის, მისი ღირებულება 100 მილიონ დოლარს აღწევდა. ამასთანავე, ჯერ კიდე 2013 წელს Forbes-ი წერდა, რომ მისი ქონება 200 მილიონ დოლარს აჭარბებდა, რაც მეტწილად AQUAhydrate Water-ში მისი წილის წყალობით იყო.

რეპერი იკავებდა Revolt TV-ის თავმჯდომარის თანამდებობასაც და პოზიცია 2023 წლის ბოლოს, მას შემდეგ დატოვა, რაც მის წინააღმდეგ სექსუალური ძალადობის შესახებ სამი სარჩელი შეიტანეს.

P. Diddy ასევე ფლობს შონ ჯონის ტანსაცმლის ეტიკეტს, რომელმაც 2016 წელს გაყიდვებიდან 450 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო. მან იმავე წელს ბრენდის 90% გაყიდა.

ცნობისთვის, ბოლო წლების განმავლობაში, რეპერი არაერთ სკანდალში გაეხვა, მათ შორის მიმდინარეობდა მის წინააღმდეგ მთელი რიგი სასამართლო პროცესები. 2024 წლის სექტემბერში P. Diddy დააკავეს. ის სექსუალურ ტრეფიკინგში, ძალადობასა და ხალხის პროსტიტუციაში ჩართვაშია ბრალდებული.

წყარო: bpn.ge

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
გიორგი
8 წლის გიორგი ბერიშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება

8 წლის გიორგი ბერიშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება. გიორგიმ რამდენიმე თვის წინ სიმსივნე დაამარცხა. მას მკურნალობისთვის მედიკამენტები სჭირდება, რაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. დახმარების მსუ...

საზოგადოება 17 მარტი 18:59

სეუ-ის სტუდენტებ
სეუ-ის სტუდენტებმა, რუსთაველის გამზირზე, 24-საათიანი უწყვეტი პროტესტი დაიწყეს

 საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტებმა, რუსთაველის გამზირზე, 24-საათიანი უწყვეტი პროტესტი დაიწყეს. "სეუ-ის სტუდენტური მოძრაობა ვიწყებთ პროტესტების ახალ ტალღას. 62 დღე გავატარეთ უნივერსიტეტის...

პოლიტიკა 17 მარტი 18:51

თამუნა
1 ლარიც კი მნიშვნელოვანია - დავეხმაროთ თამუნას, რომელსაც ეპილეფსია და თავში კისტა აქვს, არ შეუძლია დამოუკიდებლად გადადგილება და სასწრაფო მკურნალობას საჭიროებს

თამუნა არის 15 წლის, ვერ დადის, ვერ საუბრობს აქვს ძლიერი შეტევები და თავის არეში კისტის გამონაზარდი. საჭიროებს სასწრაფო მკურნალობას, რისი საშუალებაც მარტოხელა დედას არ აქვს. ოჯახი ნაქირავებ ბინაში ცხო...

საზოგადოება 17 მარტი 17:50

ოდირი
ეუთო/ოდირმა შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა

სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე, ეუთო/ოდირმა შეაფასა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებე...

პოლიტიკა 17 მარტი 17:33

შაჰინი
„თუ ტრამპი თავისას გაიტანს, ავტორიტარიზმში მცხოვრებთა სამაშველო ხაზი დაიკარგება“ - სენატორი შაჰინი „რადიო თავისუფლებაზე“

ამერიკელი სენატორი, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჯინ შაჰინი (დემოკრატი ნიუ-ჰემპშირიდან) აკრიტიკებს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოს შემცი...

მსოფლიო 17 მარტი 15:31

გეგუჩაძე
"ნანუკას ფონდი" და "სირცხვილია" ერთად რომ დააყადაღეს , განსაკუთრებულად მეცინება... ორგანიზაცია „სირცხვილია“ დიდი ხანია აღარ ფუნქციონირებს“ - მარიამ გეგუჩაძე

მარიამ გეგუჩაძე: "ნანუკას ფონდი" და "სირცხვილია" ერთად რომ დააყადაღეს , განსაკუთრებულად მეცინება    აბსურდულობის ბოლომდე შესაგრძნობად შეგახსენებთ, რომ ორგანიზაცია სირცხვილია დიდი ხანია აღარ ფუნქციონირ...

სოცმედია 17 მარტი 14:45