„წლები თავს ვიკავებდი ამაზე საუბრისგან. დღეს, როცა უკვე აღარ ვარ დაკავშირებული არც გიორგი ვაშაძესთან და არც „სტრატეგია აღმაშენებელთან“, ვსაუბრობ თავისუფლად“ - ირაკლი გაბისონია

სოცმედია 15 მარტი 4:38

ირაკლი გაბისონია

“სტრატეგია აღმაშენებლის” პრესსამსახურის ყოფილი უფროსი, ირაკლი გაბისონია:

‼️წლები თავს ვიკავებდი ამაზე საუბრისგან. დღეს, როცა უკვე აღარ ვარ დაკავშირებული არც გიორგი ვაშაძესთან და არც „სტრატეგია აღმაშენებელთან“, ვსაუბრობ თავისუფლად – ოპოზიცია ვერ გაერთიანდა, ხალხში კი დიდი იმედგაცრუება მწიფდება.

გასაგებია, რომ “ოცნება” ცუდია! კატასტროფაა სადამდეც მიგვიყვანა ამ რეჟიმმა მაგრამ გამოსავალი სად არის?!
ოპოზიცია რას აკეთებს?

“ქართული ოცნება“ ისევ აქაა, ისევ მართავს, ისევ ჩაგრავს – და ამის პარალელურად, ოპოზიციის ლიდერები ერთმანეთს უტევენ.

ძალიან კარგად ვიცი, რაც ხდება შიგნით! ეს ქვეყანა და ჩვენი მომავალი გადაყვა ოპოზიციის შიდა კინკლაობებს, ეგოებს და თავის დაფასებებს – იმას ამასთან არ უნდა, ამას იმასთან…. საერთოდ რაზე ვსაუბრობთ, როდესაც ერთად ფოტოს გადაღებასაც კი ვერ ახერხებთ! ამასობაში კი გავრბივართ ხალხი ქვეყნიდან!

თუ მართლა გაღელვებთ ეს ქვეყანა, თუ რეალურად გაღელვებთ ეს ხალხი, იქნებ დაგვდოთ პატივი, თქვენი ეგოები გვერდით გადადოთ და ერთად იპოვოთ გამოსავალი! აღარ არსებობს ადგილი შუღლისთვის და პირადი ამბიციებისთვის! ქვეყანას მოტივაცია და ერთიანობა სჭირდება და არა თქვენი მუდმივი დაპირისპირება!

როდემდე იბრძვით მხოლოდ საკუთარი ინტერესებისთვის?
როდემდე ითამაშებთ, რომ მარტოები უფრო მაგრები ხართ?! დროა გაიაზროთ, რომ ამ გზაზე ვერ მივაღწევთ ვერც საერთო მიზანს და ვერც თქვენს პირად წარმატებას!!!

ერთად ძლიერები ხართ! სანამ ერთმანეთს ებრძვით, არ გქონდეთ ხალხისგან ნუგეშის იმედი! პარტიები და ლიდერები მხოლოდ ერთად შეძლებენ შეცვალონ ქვეყნის ბედი.

თუ ასე გააგრძელებთ, ხალხს დაკარგავთ! და მართლა, კრასნოდარში გაიღვიძებთ!

გაერთიანდით, სანამ გვიანი არ არის! ახლა აღარ არის დრო თქვენი პირადი ინტერესებისთვის! ქვეყნის გადარჩენის საკითხი დგას!

საქართველო გაერთიანების იმედზეა და არა თქვენი ეგოიზმის!!!

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
გიორგი
8 წლის გიორგი ბერიშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება

8 წლის გიორგი ბერიშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება. გიორგიმ რამდენიმე თვის წინ სიმსივნე დაამარცხა. მას მკურნალობისთვის მედიკამენტები სჭირდება, რაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. დახმარების მსუ...

საზოგადოება 17 მარტი 18:59

სეუ-ის სტუდენტებ
სეუ-ის სტუდენტებმა, რუსთაველის გამზირზე, 24-საათიანი უწყვეტი პროტესტი დაიწყეს

 საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტებმა, რუსთაველის გამზირზე, 24-საათიანი უწყვეტი პროტესტი დაიწყეს. "სეუ-ის სტუდენტური მოძრაობა ვიწყებთ პროტესტების ახალ ტალღას. 62 დღე გავატარეთ უნივერსიტეტის...

პოლიტიკა 17 მარტი 18:51

თამუნა
1 ლარიც კი მნიშვნელოვანია - დავეხმაროთ თამუნას, რომელსაც ეპილეფსია და თავში კისტა აქვს, არ შეუძლია დამოუკიდებლად გადადგილება და სასწრაფო მკურნალობას საჭიროებს

თამუნა არის 15 წლის, ვერ დადის, ვერ საუბრობს აქვს ძლიერი შეტევები და თავის არეში კისტის გამონაზარდი. საჭიროებს სასწრაფო მკურნალობას, რისი საშუალებაც მარტოხელა დედას არ აქვს. ოჯახი ნაქირავებ ბინაში ცხო...

საზოგადოება 17 მარტი 17:50

ოდირი
ეუთო/ოდირმა შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა

სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე, ეუთო/ოდირმა შეაფასა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებე...

პოლიტიკა 17 მარტი 17:33

შაჰინი
„თუ ტრამპი თავისას გაიტანს, ავტორიტარიზმში მცხოვრებთა სამაშველო ხაზი დაიკარგება“ - სენატორი შაჰინი „რადიო თავისუფლებაზე“

ამერიკელი სენატორი, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჯინ შაჰინი (დემოკრატი ნიუ-ჰემპშირიდან) აკრიტიკებს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოს შემცი...

მსოფლიო 17 მარტი 15:31

გეგუჩაძე
"ნანუკას ფონდი" და "სირცხვილია" ერთად რომ დააყადაღეს , განსაკუთრებულად მეცინება... ორგანიზაცია „სირცხვილია“ დიდი ხანია აღარ ფუნქციონირებს“ - მარიამ გეგუჩაძე

მარიამ გეგუჩაძე: "ნანუკას ფონდი" და "სირცხვილია" ერთად რომ დააყადაღეს , განსაკუთრებულად მეცინება    აბსურდულობის ბოლომდე შესაგრძნობად შეგახსენებთ, რომ ორგანიზაცია სირცხვილია დიდი ხანია აღარ ფუნქციონირ...

სოცმედია 17 მარტი 14:45