ვიდეო: „წულუკიანს დავალება პირადად ივანიშვილმა მისცა... ეს კომისია პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის შექმნეს“ - ბადრი ჯაფარიძე

პოლიტიკა 27 მარტი 3:49

ჯაფარიძე წულუკიანი ბიძინა

"ძლიერი საქართველოს" ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე დარწმუნებულია, რომ საგამოძოებო კომიისის შექმნის დავალება თეა წულუკიანმა პირადად ბიძინა ივანიშვილისგან მიიღო.

ჯაფარიძე "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში ოლიგარქის მხრიდან პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ივანიშვილის სურვილი მისი, მამუკა ხაზარაძის და "ძლიერი საქართველოს" ლიდერების "გაშავებაა".

დღეს, როცა ქვეყანაში არის ასეთი ღრმა პოლიტიკური კრიზისი, როდესაც ადამიანები ყოველდღიურად ეჯახებიან ღრმა ეკონომიკურ პროცესებს, როდესაც უმუშევრობა ყოველდღიურად იზრდება, როდესაც ემიგრაცია იზრდება, ფასები იზრდება, როდესაც ადამიანები გადარჩენისთვის იბრძვიან, როდესაც ევროკავშირმა ყველანაირი მოლაპარაკება დაკეტა საქართველოსთან, ახლა ეს ე.წ. საგამოძიებო კომისია შექმნილია, იმისთვის რომ გადაიტანოს ყურადღება იმ უმწვავესი პრობლემისგან, რომელსაც ჩვენი თანამოქალაქეები ყოველდღიურად ეჯახებიან. ეს არის პირდაპირ გამიზნული ყურადღების გადატანის მცდელობა.

"ხალხის ძალას" ერთი სიტყვა არ უთქვამს კრიტიკული "ქართული ოცნების" შესახებ, ამიტომ ის არის "ქართული ოცნების" ფარული წევრი რაღაც სახელი დაირქვა, ამიტომ ასეთი პოლიტიკური თაღლითობით შექმნილი რაღაც კომისია ვერ იქნება საგამოძიებო კომისია. ეს არის შექმნილი პოლიტიკურ ანგარიშსწორებისთვის, მათი ამოცანაა პოლიტიკური ოპონენტების გაშავება, შეურაცხყოფა.

ბიძინა ივანიშვილისთვის ეს არის, როგორც ჩანს საფრთხისშემცველი, როგორც ჩანს, რომ "ძლიერი საქართველო" ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე, ჩვენი ახალგაზრდა ლიდერები ყოველდღიურად ჩვენი თანამოქალაქეებისგან ვგრძნობთ დიდ მხარდაჭერას, როგორც ჩანს, ჩვენს ისინი ხედავენ იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც აქვს მნიშვნელოვანი შესაძლებლობა. ამიტომ უნდა შეეცადონ ლიდერების დისკრედიტაციას, მათ ტალახში ამოსვრას, ამიტომ ეს დავალება ივანიშვილმა პირდაპირ მისცა, რა თქმა უნდა, წულუკიანს და წულუკიანმაც დაიწყო ეს პროცესი."- აცხადებს ჯაფარიძე. 
ოპოზიციონერ ლიდერს პროკურატურასთან მიმართებით კარგი მოლოდინი არ აქვს, ამბობს, რომ მამუკა ხაზარაძისგან განსხვავებით, თავად ჯერ გაბიტაშვილის უწყებისგან ზარი ჯერ არ მიუღია, თუმცა ვარაუდობს, რომ პროკურატურას მასაც დაუკავშირდება.

 

ამ პროკურატურასთან მიმართებით კარგი მოლოდინი ვერ მექნება ობიექტური გარემოებიდან გამომდინარე...

 

პროკურატურიდან ზარი არ მიმიღია, სავარაუდოდ დამიკავშირდებიან. ცხადია, მაგისტრ მოსამართლესთან მზად ვარ მოწმის სტატუსით გამოვცხადდე. იმის მიუხედავად, რომ ეს სასამართლო სრულად კონტროლირებადია დღევანდელი ხელისუფლების მიერ, მე მზად ვარ ნებისმიერ კითხვაზე გავცე პასუხი", - ამბობს ბადრი ჯაფარიძე.
შეგახსენებთ, რომ წულუკიანის კომისიამ მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ გამოძიების დასაწყებად პროკურატურას გუშინ მიმართა. პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას გულისხმობს.

ხაზარაძე პროკურატურაში მისვლას არ აპირებს. ოპოზიციონერი ლიდერი მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოიკითხება. 
 
 

 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მაჩალიკაშვილი
„ეხლა რასაც დავწერ ეს დანებებად და იმედის დაკარგვად არ ჩამთვალოთ“ - მალხაზ მაჩალიკაშვილი

მალხაზ მაჩალიკაშვილი სოცქსელში წერს: ეხლა რასაც დავწერ ეს დანებებად და იმედის დაკარგვად არ ჩამთვალოთ.უბრალოდ პოზიცია უნდა შევცვალო, ქოცების ლანძღვა გინებას უნდა მოვეშვა.რაც შეხება წულუკიანის ფილმს ქვე...

სოცმედია 30 მარტი 18:23

გიორგი თარგამაძე
„დღეს საღამოს საინფორმაციო სააგენტოების მეშვეობით შევიტყვე, რომ ხვალ, 31 მარტს, ანუ დამოუკიდებლობის რეფერენდუმის დღეს, ე.წ. პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მიბარებენ“ - გიორგი თარგამაძე

„დღეს საღამოს საინფორმაციო სააგენტოების მეშვეობით შევიტყვე, რომ ხვალ, 31 მარტს, ანუ დამოუკიდებლობის რეფერენდუმის დღეს, ე.წ. პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მიბარებენ. 2008 წლის ომის ეროვნულ...

პოლიტიკა 30 მარტი 17:19

სააკაშვილი მიშა
ვიდეო: „ესაა მიშას გამოსვლა 2008 წლის 7 აგვისტოს... ვიდეო 8-წუთიანია“

ჟურნალისტი ვახო სანაია: ესაა მიშას გამოსვლა 2008 წლის 7 აგვისტოს.იმედია, მოუსმენს ის ხალხიც, რომელსაც რუსი გოგა ხაინდრავას ,,ჰეროკრატიითა" და ათასი ნაგვით არწმუნებენ წლებია, საქართველომ დაიწყო ომიო.ვი...

პოლიტიკა 30 მარტი 17:14

ბურჭულაძე წულუკიანი
„დაიმახსოვრეთ“ - პაატა ბურჭულაძე ე.წ. წულუკიანის კომისიას

პაატა ბურჭულაძე სოცქსელში წერს: მივმართავ ე.წ.საპარლამენტო კომისიას!დაიმახსოვრეთ!ქართულმა გმირმა ჯარმა სააკაშვილის სარდლობით,2008 წელს, საქართველოს 20% კი არ დაკარგა, არამედ შემოსეული ვერაგი მტრისგან...

სოცმედია 30 მარტი 16:58

ნენსი რამიშვილი
„შალვა რამიშვილის სიდედრმა, ამწამს დამბლოკა... თქვენ მოსვენება არ გექნებათ ჩემგან, თქვე ბინძური გენით გაჩენილებო“ - ნენსი ვოლანდი

ნენსი ვოლანდი სოცქსელში წერს: შალვა რამიშვილის სიდედრმა, რომელმაც ცადა ჩემზე მისი ბინძური სიძის პროპაგანდა გაეგრძელებინა და ჩემი სახელი შეელახა, ამწამს დამბლოკა.იცით რატომ? იმიტომ რომ სახით ვათრიე.თქვ...

სოცმედია 30 მარტი 16:49

წულუკიანის კომისია
„წულუკიანის კომისია ისე მოქმედებს, რომ ზუსტად ეს ჯარი მოუღებს ბოლოს“

ჟურნალისტი რამაზ სამხარაძე სოცქსელში წერს:  წულუკიანის კომისია ისე მოქმედებს, რომ ზუსტად ეს ჯარი მოუღებს ბოლოს.ჟანრის ლოგიკა სხვა გზას არ გვიტოვებს — როცა სამართალს კლავენ, ამბოხი ლოგიკურია.თუ ეს გადა...

სოცმედია 30 მარტი 16:44