„ევროპამ ახლა უნდა იმოქმედოს" - პრეზიდენტი ზურაბიშვილი

პოლიტიკა 25 მარტი 13:04

ზურაბიშვილი

"თუ ევროპა ახლა არ იმოქმედებს და საქართველოს რუსეთის ხელში დაბრუნებას დაუშვებს, ეს სტრატეგიული კატასტროფა იქნება სრულიად ევროპისთვის"- ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ლიეტუვის სეიმში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
​​​​​
პრეზიდენტი: ის, რაც საქართველოში ხდება, დიდი სტრატეგიის ნაწილია, რომლის მიზანი, შავი ზღვის რეგიონიდან ნატოს გაძევებაა
სალომე ზურაბიშვილმა "ქართული ოცნების" ნაბიჯებს რუსულ ტაქტიკა უწოდა და განაცხადა, რომ „დღეს საქართველოს მოქალაქეები რეპრესიების ქვეშ ცხოვრობსნ":

 

დღეს საქართველოში ჩვენ ვართ რეპრესიების ქვეშ მყოფი ერი: უდანაშაულო ადამიანებს, ჟურნალისტებს, მსახიობებს, სტუდენტებს, სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკურ ლიდერებს უსამართლოდ აბრალებენ დანაშაულებს და ცრუ ბრალდებებით ასამართლებენ. ხელისუფლება, რომელიც რუსულ ტაქტიკას იმეორებს, სამართლებრივ და პოლიციურ სისტემას მოქალაქეების წინააღმდეგ იყენებს"- აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა. 
პრეზიდენტმა ლიეტუვაში მზია ამაღლობელზე და სინდისის პატიმრებზე ისაუბრა
"1937 წელი დღეს ისე ახლოს ჟღერს, როგორც არასდროს" - ამბობს პრეზიდენტი და პოლიტიკურ რეპრესიებთან ერთად პროევროპული აქციის მოანწილეების  მიმართ ფინანსურ ზეწოლაზეც ამახვილებს ყურადღებას.

 

ეს მხოლოდ დემოკრატიის ეროზია არ არის,  ეს მისი სისტემატური განადგურებაა, რაც სახელმწიფოს ფაქტობრივ დაშლას გულისხმობს. დამოუკიდებელი ინსტიტუტები აღარ არსებობს. პარლამენტი რეალურად აღარ ფუნქციონირებს"- დასძინა მან. 
სალომე ზურაბიშვილის თქმით, საქართველოში "ერთი ადამიანის მმართველობაა".

საქართველოს დამოუკიდებლობა დღეს ალყაშია მოქცეული. მაგრამ ეს მხოლოდ საქართველოს საკითხი არ არის – ეს ევროპისთვის გამოცდაა. ევროპამ ახლა უნდა იმოქმედოს. თუ ჩვენ დავუშვებთ, რომ საქართველო კვლავ რუსეთის ხელში აღმოჩნდეს, ეს არა მხოლოდ ჩემი ქვეყნის ტრაგედია, არამედ სტრატეგიული კატასტროფა იქნება მთელი ევროპისათვის”, - განმარტა სალომე ზურაბიშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
პოლიტიკოსები
„მხედრიონის დროს, იარაღი შუბლზე მქონდა დადებული და იმათ არ გავრიგებივარ. 54 დღის განმავლობაში, ოჯახის წევრი მყავდა მოტაცებული და მათთან არ წავსულვარ კომპრომისზე და როგორ შეიძლება, ენმ-ს დროს, ჩვენ რაიმე გარიგებაში ვყოფილიყავით" - ხაზარაძე

"მე წინა ხელისუფლების ჩინოვნიკებთან კონტაქტი არ მქონდა. რატომ არ მქონდა, გეტყვით: 2003 წლიდან, როგორც კი მთავრობაში მოვიდნენ, 2006 წლამდე, ჩემი და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ სააკაშვილის ხელისუფლებამ ს...

პოლიტიკა 26 მარტი 20:37

მანაჯგალაძე ქარელი
„კი იყო მაგის დანიშვნა სირცხვილი.მართლა ერთუჯრედიანი მავნე“ - რა ამბებს იხსენებს მანანა მანჯგალაძე მიხეილ ქარელზე

ჟურნალისტი მანანა მანჯგალაძე: უნდა მოვყვე რა " დროებაში" სიუჟეტი გავაკეთე, გორის ბაზარს როგორ ართმევდა ქარელი მეპატრონეს. არ მახსოვს ზუსტად გვარი იმ კაცის, არ მინდა შემეშალოს. რამდენიმე დღის გამოსული...

სოცმედია 26 მარტი 20:30

ერდოღან
ერდოღანმა თურქეთის აქციებზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც შემთხვევით თბილისის კადრები მოხვდა

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღან მიერ სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში, რომელიც თურქეთში მიმდინარე საპროტესტო აქციების ვიდეომასალას ასახავს შემთხვევით თბილისის საპროტესტო აქციების კადრ...

მსოფლიო 26 მარტი 19:39

 ზელენსკი ბახმუტში
"მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტია საჭირო" - ზელენსკი

 უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტია საჭირო. "რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ძალაში უნდა დარჩეს და გაძლიერდეს მანამ, სანამ რუსული ოკუპაცია გაგრძ...

რუსეთ-უკრაინის ომი 26 მარტი 19:36

ოქრუაშვილი ქარელი
„დღის ბოლოს მიშა ქარელის დედის ტ@აკი მგონი ცოტა დამშვიდდა“ - ირაკლი ოქრუაშვილი

ირაკლი ოქრუაშვილი წერს: დღის ბოლოს მიშა ქარელის დედის ტრაკი მგონი ცოტა დამშვიდდა.   

სოცმედია 26 მარტი 19:33

ივანიშვილის მთავრობა
ივანიშვილის მთავრობა ყველაზე ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებს $10 000-ით დაეხმარება

ივანიშვილის პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძის განკარგულებით, რომელიც 21 მარტით არის დათარიღებული ივანიშვილის მთავრობა ყველაზე ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებს 10 000 დოლარით დაეხმარება. "ნება დაერთოს ს...

პოლიტიკა 26 მარტი 19:27