„მოლოდინი მქონდა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია საქართველოს ხელისუფლებას მადლობას ეტყოდა იმისათვის, რომ ის „დიფ სთეითზე“ საუბრობდა მაშინ, როდესაც ამას ვერავინ ბედავდა“ - კახა კალაძე  

პოლიტიკა 3 აპრილი 9:30

კახა კალაძე

„საქართველოს ხელისუფლებამ ე.წ. „დიფ სთეითზე“ საუბარი დაიწყო მაშინ, როდესაც ამას ვერავინ ბედავდა და გულწრფელად მქონდა მოლოდინი, რომ  ტრამპის ახალი ადმინისტრაცია ამისთვის საქართველოს ხელისუფლებას მადლობას გადაუხდიდა“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა მედიასთან ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის ანალიტიკურ წერილზე საუბრისას.

 

კახა კალაძის თქმით, დღეს არსებობს ძალიან ბევრი შეკითხვა და გარკვეული ვაკუუმიც არის შექმნილი პოლიტიკურ ველზე.

 

„არ მინდა წერილის დეტალურად განხილვა, თუმცა, ერთი რამ ცხადია - ჩვენ ბევრჯერ განვაცხადეთ და ახლაც ვადასტურებთ მზაობას იმისათვის, რომ ურთიერთობები გადაიტვირთოს და საქართველო-ამერიკის ურთიერთობები ახალი ფურცლით დაიწყოს. ძალიან  ცუდია ის, რაც დღეის მდგომარეობით არსებობს და გვაქვს მოლოდინი, რომ ეს მდგომარეობა შეიცვლება. ჩვენ ცოტა ადრე - 3 წლის წინ დავიწყეთ „დიფ სთეითზე“ საუბარი. მაშინ ამას ვერავინ ბედავდა და, გულწრფელად გეტყვით, რომ მოლოდინი მქონდა იმისა, რომ როდესაც ტრამპის ადმინისტრაცია მოვიდა, საქართველოს ხელისუფლებას მადლობას ეტყოდა ამ ყველაფრისთვის.  დღეს არის ის მოცემულობა, რომ ტრამპი ებრძვის „დიფ სთეითს“, ეს ხომ ჩვენი მოგონილი არ არის. როდესაც ამაზე ვსაუბრობდით, ჩვენ დაგვცინოდნენ. მაგრამ, როდესაც ტრამპი პრეზიდენტი გახდა, მთელმა მსოფლიომ გაიგო, რომ თურმე არსებობს „დიფ სთეითი“ - ჩრდილოვანი ძალა, რომელიც მართავს მსოფლიოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

მისივე თქმით, დღეს ბევრი განცხადება კეთდება „დიფ სთეითთან“ ბრძოლის შესახებ, თუმცა, ნაკლებად იდგმება კონკრეტული ნაბიჯები. 

 

 

„დღეს, ვართ მოლოდინის რეჟიმში,  არის გარკვეული ვაკუუმი. არსებობს ძალიან ბევრი კითხვა, მაგალითისთვის - ბაიდენის ადმინისტრაციამ ბიძინა ივანიშვილი დაასანქცირა იმის გამო, თითქოს მას რაღაც ურთიერთობა ჰქონდა რუსეთთან. დღეს კი რას ვხედავთ, ახლად არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, თავისი ადმინისტრაციით, პირდაპირ მართავს მოლაპარაკებებს რუსეთთან, საუბრობს ურთიერთობების გადატვირთვაზე, სავაჭრო ურთიერთობის გაღრმავებაზე და, ამავე დროს, ბიძინა ივანიშვილი ისევ დასანქცირებულია. მაგნიტსკის სიაში არის ჩვენი შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და არავის მოუხსნია ეს სანქციები. ეს მარტო ჩვენთან მიმართებაში არ ხდება. ნახეთ, რა ხდება სხვადასხვა ქვეყანაში - იგივე რუმინეთში, სადაც არჩევნები აბსურდული მიზეზით გააუქმეს. აშშ-ის ადმინისტრაციამ ეს ყველაფერი დაგმო, მაგრამ რეალური ქმედება არ მოჰყოლია. ამასთანავე, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის უფროსი არის დასანქცირებული და ეს სანქციები არ მოხსნილა. იმის თქმა მინდა, რომ ბევრ განცხადებას ვისმენთ „დიფ სთეითთან“ ბრძოლის შესახებ და რომ ის დამარცხდება, მაგრამ, ჯერჯერობით, ეს მხოლოდ ლაპარაკად რჩება და კონკრეტიკა არ არსებობს.

 

დაველოდოთ, ჩვენ ვგულშემატკივრობთ  აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას იმაში, რომ დაამარცხებს „დიფ სთეითს“ და, თუ ეს მართლაც მოხდა, რა თქმა უნდა, შედეგები საქართველოზეც აისახება. ტრამპმა არაერთხელ განაცხადა პრიორიტეტების შესახებ, ესენია უკრაინაში ომის დასრულება და „დიფ სთეითის“ დამარცხება, აქედან ჯერ არც ერთი მომხდარა და არც მეორე. ამიტომ  დაველოდოთ პროცესებს“, - განაცხადა თბილისის მერმა.

 

ამასთანავე მან აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ ატარებს პრაგმატულ ეროვნულ პოლიტიკას, რომელიც საქართველოს ინტერესებს ემყარება და ასე გააგრძელებს მომავალშიც.

 

„ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არც ამერიკაა და არც ევროპა. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი ხალხი და ჩვენი ქვეყანა“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
საქართველოს ბანკი  ვორკშოპი
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ვორკშოპი — „შუა კორიდორის ფუნქციონალი და შესაძლებლობები“ გაიმართება

 საქართველოს ბანკი განაგრძობს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის საგანმანათლებლო შესაძლებლობების განვითარებას. ამ მიზნით, პლატფორმა ბიზნეს 360-ის ფარგლებში, გაიმართება ვორკშოპი — შუა კორიდორის ფუნქციონალი...

ბიზნესი & ეკონომიკა 14:10

საქბანკი ჰორეცა
საქართველოს ბანკი HORECA სექტორის განვითარებისთვის შესაძლებლობას ქმნის

საქართველოს ბანკი სტუმარმასპინძლობის სექტორში მომუშავე ბიზნესებს მრავალფეროვან შესაძლებლობას სთავაზობს. ბანკი აქტიურად მუშაობს საგანმანათლებლო, B2B შეთავაზებების თუ საინფორმაციო პროექტებზე, რომლითაც ს...

ბიზნესი & ეკონომიკა 13:50

ხიდაშელი
დავით ხიდაშელის კომპანიას კურორტი ახტალა ჩამოერთვა

ბიზნესმენ დავით ხიდაშელის კომპანია "გლობალ ვიქთორი ჯეორჯიას" კურორტი ახტალა ჩამოერთვა. აუქციონის პირობების მიხედვით, ხიდაშელს ტერიტორიაზე 120 ნომრიანი სასტუმრო-კომპლექსი უნდა აეშენებინა და პროექტში, ა...

ბიზნესი & ეკონომიკა 13:46

სინდისის პატიმრის დედა
"ოცნებამ" 9 აპრილს გარდაცვლილების სულებს ზედ გადაუარა“ - სინდისის პატიმრის დედა

"ქართულმა ოცნებამ" 9 აპრილის გარდაცვლილების სულებს ზედ გადაუარა  - ამის შესახებ სინდისის პატიმარ გიორგი ტერაშვილის დედა საუბრობს.   მარინა ტერაშვილის თქმით, "ქართულ ოცნებას" ქვეყანა რუსეთისკენ მიჰყავს...

პოლიტიკა 13:45

მერია
თბილისის მერიის განცხადება

გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, კონკრეტულ საგზაო მონაკვეთზე არსებულ პრობლემასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება ნაპირსამაგრი ჯებირის დაზიანებას...

საზოგადოება 13:43

ზელენსკია
„დონეცკის რეგიონში, უკრაინელებმა ტყვედ აიყვანეს 2 ჩინელი ჯარისკაცი, რომლებიც რუსული არმიის შემადგენლობაში იბრძოდნენ“ - ზელენსკი

დონეცკის რეგიონში, ბრძოლის დროს უკრაინელმა დამცველებმა ტყვედ აიყვანეს ორი ჩინელი ჯარისკაცი, რომლებიც რუსული არმიის შემადგენლობაში იბრძოდნენ -  ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა მედიის წარმომადგენლებთა...

რუსეთ-უკრაინის ომი 13:05