„ყველა დამნაშავემ, ვისაც ღალატი აქვს ჩადენილი ქვეყნის წინაშე, პასუხი უნდა აგოს“ - კახა კალაძე

პოლიტიკა 17 მარტი 10:39

კახა კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, გამოიძიონ, თუ ვისი მითითებით მოქმედებდა 2008 წელს ქვეყნის მაშინდელი ხელისუფლება.

 

ამის შესახებ მან სისხლის სამართლის კოდექსში სამშობლოს ღალატის მუხლის, დაბრუნებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც 2007 წელს გაუქმდა.

 

მისი თქმით, ყველა დამნაშავემ, ვისაც ღალატი აქვს ჩადენილი ქვეყნის წინაშე, პასუხი უნდა აგოს.

 

„ის, რაც 2008 წელს მოხდა, ძალიან მძიმეა ჩვენი ქვეყნისთვის. აღნიშნული ჭრილობები ჯერაც არ მოუშუშებია ქვეყანას. ჩვენ ამ ომით დავკარგეთ ტერიტორიები, დაგვეღუპა გმირი ჯარისკაცები, მშვიდობიანი მოსახლეობა, განადგურდა ინფრასტრუქტურა. ცხადია, უმძიმესი შედეგები მივიღეთ. რა თქმა უნდა, საქართველოს ინტერესში არ შედიოდა აღნიშნული ომი. ამიტომ, არჩევნების დროს გავაკეთეთ არაერთი განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მნიშვნელოვანია, გამოვიძიოთ, თუ ვისი მითითებით მოქმედებდა ქვეყნის მაშინდელი ხელისუფლება. იმ უგუნურმა პოლიტიკამ, რა თქმა უნდა, დააზიანა ჩვენი ქვეყანა, მოგვაყენა ძალიან დიდი ზიანი. შემთხვევითი არაა, რომ ამ ომამდე რამდენიმე ხნით ადრე, აღნიშნული კანონი გაუქმდა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ კანონის თავიდან მიღება, რადგან ყველა დამნაშავემ, ვისაც ღალატი აქვს ჩადენილი ქვეყნის წინაშე, პასუხი უნდა აგოს“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ნანუკა ჟორჟოლიანი
„პროკურატურიდან ვიცი, რომ ემზადებიან, ბრალი წამიყენონ... ამას გიცვლით ერთადერთ თხოვნაში - თანხას ყადაღა მოხსნათ“ - ნანუკა ჟორჟოლიანი

პროკურატურიდან ვიცი, რომ ახლა ემზადებიან წამიყენონ ახალი ბრალი რაღაც დარღვევებზე. ყველაფრისთვის მზად ვარ, ამას გიცვლით ერთადერთ თხოვნაში - თანხას ყადაღა მოხსნათ და ფონდმა გააგრძელოს ის საქმიანობა, რის...

პოლიტიკა 34 წუთის წინ

ტუსკი
"უკრაინამ ფასდაუდებელი დრო მოიპოვა პოლონეთისთვის და მთელი ევროპისთვის, მან აიღო აგრესორთან პირდაპირი დაპირისპირების ტვირთი" - პოლონეთის პრემიერი

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის დონალდ ტუსკის თქმით, რუსული საფრთხის ფონზე, უკრაინამ პოლონეთისთვის და მთელი ევროპისთვის ფასდაუდებელი დრო მოიპოვა. პოლონური მაუწყებელი RMF24-ის ინფორმაციით, ამის შესახებ მან...

რუსეთ-უკრაინის ომი 60 წუთის წინ

საქართველოს ბანკი განათლებისთვის
საქართველოს ბანკი განათლებისთვის - შესაძლებლობები ღიაა, რომ განვითარების გზაზე არ გაჩერდე

ოსწავლეებისთვის, სტუდენტებისთვის, ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის საქართველოს ბანკი შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.   40-ზე მეტი საგანმანათლებლო პროექტი, 500 000-ზე მეტი ახალგაზრდისთვის შექმნილი გა...

ბიზნესი & ეკონომიკა 10:35

საზოგადოება
რატომ უნდა გავაკეთოთ გასაჭიმი ჭერი? - თანამედროვე ინტერიერის იდეალური არჩევანი

წარმოიდგინეთ იდეალური ჭერი – უნაკლო ზედაპირი, დახვეწილი ფორმები, ბზინვარება ან მქრქალი ტექსტურა, რომელიც ინტერიერს უნიკალურ სახეს სძენს. ეს არ არის ფანტაზია, ეს ბარისოლის ტექნოლოგიაა – თანამედროვე გას...

ბიზნესი & ეკონომიკა 10:09

საფრანგეთი
საფრანგეთი უკრაინის მორიგ სამიტს 27 მარტს უმასპინძლებს

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა დაადასტურა, რომ უკრაინის მხარდამჭერი ქვეყნების კოალიციის ლიდერები მომავალ ხუთშაბათს პარიზში შეიკრიბებიან. მისი თქმით, სამიტს დაესწრება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლ...

რუსეთ-უკრაინის ომი 10:06

სერბეთის ვიცე-პრემიერი
„რუსეთის სპეცსამსახურები მხარს გვიჭერენ ფერად რევოლუციებთან ბრძოლაში“ - სერბეთის ვიცე-პრემიერი

სერბეთის ვიცე-პრემიერი ალექსანდ ვულინი „ფერად რევოლუციებთან“ ბრძოლაში მხარდაჭერისთვის რუსეთის სპეცსამსახურების მადლობელია. „ძალიან მადლობელი ვარ რუსეთის სპეცსამსახურების, რომლებიც ყოველთვის მხარს გვიჭ...

მსოფლიო 10:00