„პროკურატურიდან ვიცი, რომ ემზადებიან, ბრალი წამიყენონ... ამას გიცვლით ერთადერთ თხოვნაში - თანხას ყადაღა მოხსნათ“ - ნანუკა ჟორჟოლიანი

პოლიტიკა 21 მარტი 11:02

ნანუკა ჟორჟოლიანი

პროკურატურიდან ვიცი, რომ ახლა ემზადებიან წამიყენონ ახალი ბრალი რაღაც დარღვევებზე. ყველაფრისთვის მზად ვარ, ამას გიცვლით ერთადერთ თხოვნაში - თანხას ყადაღა მოხსნათ და ფონდმა გააგრძელოს ის საქმიანობა, რისთვისაც შეიქმნა, - ამის შესახებ „ნანუკას ფონდის“ დამფუძნებელმა ნანუკა ჟორჟოლიანმა განაცხადა.

ჟორჟოლიანის თქმით, მძიმე დიაგნოზის მქონე 11 ადამიანი, საიდანაც ოთხი ბავშვია, ახლა სასწრაფო დახმარებას და მკურნალობის დაწყებას საჭიროებს, თუმცა ბანკებში გაყინული ფულის გამო, ფონდები ოჯახებს ვერ ეხმარებიან.

ტელეწამყვანს ივანიშვილის რეჟიმისთვის შეთავაზება აქვს- მოიხსნასს ყადაღა ანგარიშებზე და ეს ფული სრულადდ მოხმარდება გადაუდებელი პაციენტების მკურნალობისს ანაზღუარებასს.

პატიმრებისთვის თანხის ჩარიცხვის უფლება მე მქონდა ოფიციალურად, ასევე, მე როდესაც ვყიდულობდი აირწინაღს, მე ვიცავდი მათ ჯანმრთელობას. ლობიანებსაც უკანონოდ ვერ ჩამითვლიან, რადგან კვება წერია, ასევე შეიძლება თქვან, რომ საწვიმარი რა ქველმოქმედებაა, წვიმისგან იცავდი? შეიძლება აქ მედავონ. მათი ბრალი დაცლილია სამართლიანობისგან.

მივმართავ გენერალურ პროკურორს, გაბიტაშვილს, მე ვდებ საჯარო პირობას, რომ არცერთ ამ შინაარსში, ჩემი და თქვენი გადსახადიდან, პოლიტიკურ კონტექსტში, აქცია პოლიტიკური კონტექსტია, აბა რა არის, აღარ გადავრიცხავ არცერთ ლარს, 400 ათას ლარზე მეტი, რომელიც დამიყადაღეთ და ხვალ კიდევ იქნება ჩემი ფონდის ანგარიშზე, გამოყენებული იქნება მხოლოდ იმ ბავშვებზე, რომლებიც სიცოცხლისთვის იბრძვიან, მხოლოდ იმ ადმიანებზ რომლებსაც შიათ, სწყურიათ, ელექტროენერგიას უჭრიან და რომლებიც ღია ცის ქვეშ რჩებიან. სხვა შინაარსი და სხვა კონტექსტი, ჩემ არცერთ თეთრის გადარიცხვას აღარ ექნება და გთხოვთ, მომხსნათ ყადაღა,- ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მდინარაძე აქტივსტი
რატომ აგინა მამუკა მდინარაძემ 23 წლის აქტივისტ ანუკა ყაულაშვილს

სამოქალაქო აქტივისტი, ანუკა ყაულაშვილი დღეს დაკავებული იმ გოგონას მეგობარია, რომელიც ანწუხელიძის ბანერის გამო პოლიციამ დააკავა. მეგობრის დაკავების შემდეგ, ანუკამ გადაწყვიტა „ოცნების“ დეპუტატისთვის, მა...

პოლიტიკა 19:29

ელენე ხოშტარია
დაკავებულია ელენე ხოშტარია

რუსთაველის გამზირზე ელენე ხოშტარია დააკავეს. მიზეზი უცნობია. "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე იმყოფებოდა, სადაც ახალგაზრდები დღეს წულუკიანის საგამოძიებო კომისიის...

პოლიტიკა 16:02

მარიამ ლაშხ
ვიდეო: მარიამ ლაშხს აეროპორტში “მონა“ ეძახეს

„ოცნების“ დეპუტატს, მარიამ ლაშხს აეროპორტში “მონა“ ეძახეს. ფაქტის ამასახველ ვიდეოს მოქალაქე თათია ნიკოლაშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს. ვიდეოს ავტორი ლაშხს კითხვებს უსვამს, რის პასუხადაც „ოცნების“ დე...

პოლიტიკა 16:00

ვოლსკი
„ის პროპაგანდა მიდის, რომ ახალგაზრდები დაარწმუნონ, ვითომ ჩვენ, ახლა, აქ რომ ვსხედვართ კომისიაში, გვინდა საქართველო გავამტყუნოთ და რუსეთი გავამართლოთ“ - გია ვოლსკი

„ყველა ტელევიზია და ყველა მედია საშუალება კონტროლის ქვეშ აღმოჩნდა [„ნაციონალური მოძრაობის“]. ახლაც ის პროპაგანდა მიდის, რომ ახალგაზრდები დაარწმუნონ, ვითომ ჩვენ, ახლა, აქ რომ ვსხედვართ კომისიაში, გვინდ...

პოლიტიკა 15:52

ხიდაშელი
„სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, “მეგობარ აქტს” სენატის ერთიან შემადგენლობაში წინააღმდეგობა არ ექნება“ – თინა ხიდაშელი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი დარწმუნებულია, რომ “მეგობარ აქტს” სენატის ერთიან შემადგენლობაში წინააღმდეგობა არ ექნება და სხვა კომიტეტებსაც უპრობლემოდ გაივლის. ახლა არის ის, რომ რაც შეიძლება...

პოლიტიკა 15:41

შაჰინი რიში
“MEGOBARI აქტი“ უფრო ფართოდ შეუწყობს ხელს სტაბილურობას საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპაში“ - სენატორები რიში და შაჰინი

სენატორები ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ, რომელიც კომიტეტის მიერ 27 მარტს რამდენიმე კანონმდებლობის, მათ შორის „MEGOBARI აქტის“, მიღებას უკავშირდება. „MEGOBARI აქტი“ უფრო ფართო...

პოლიტიკა 15:24