1742538191
„ქართველ ხალხს ოქტომბერში ექნება საშუალება, მოიშოროს არამზადები... ვილოცებთ თქვენთვის“ – სენატორი რიში
სოცმედია • 21 მარტი 6:56
უჩა აბაშიძე:
ერთხელ, ერთმა სუსში მომუშავემ, მითხრა: რანაირად უნდა მოიგოთ, 4 ოპოზიციონერიდან 1 ჩვენი აგენტიაო (თვითონ თვლიდა რო “არავისკენ არაა“, პროსტა სუსში მუშაობს რა ...)
- მეთქი 75% არაა უშანსო რიცხვი
- და 4-დან 2 სასარგებლო იდიოტიაო - დაამატა ...
კიდევ გავიმეორებ:
1. თქვენ რო იცით, ბიძინამაც იცის და რუსეთის KGB-მაც, რო ქალაქებში, წინა გაყალბებაც კი - საკმარისი ვერ გამოდგა. “ა, მაშინ კაიო“ და შეეგუა? - როგორ გგონიათ?
2. ბიძინა და მისი გარემოცვა - “კოლექტიურ ნაცმოძრაობასთან“: გვარამიასთან, გახარიასთან, ხაზარაძესთან - არ წააგებენ! სულს და სამშობლოს გაყიდიან - მარა არ! (უკვე გაყიდეს)
3. ხალხი, რომლებსაც წინა არჩევნებზე ასეთი უქნეს, რომლებსაც მას მერე ასე გული გაუტეხეს - ამ “დამარცხებული“, აწ უკვე “არარაობებისთვის“ ხმის მისაცემად - არ მოვა.
4. ქოცებმა - ვისაც რას დაპირდნენ არჩევნების მერე - შეუსრულეს. ვინც დააშინეს - დაუმტკიცეს რო სწორად ეშინოდა, ვისაც benefit-ებს დაპირდნენ - შეუსრულეს.
5. თუ არჩევნების წინ გამოჩნდება, რო მაინც რისკია წააგონ - არ დაარეგისტრირებენ, შარს მოსდებენ, დაიჭერენ. ხალხს დააშინებენ კრიმინალებით და ა.შ.
არცერთ დიდ ქალაქს - არ წააგებენ!! - თუ საჭიროა იარაღს ისვრიან, ბიულეტენებს ჩაყრიან! არც სალომესთან, არც გახარიასთან, არც გვარამიასთან! - წავიდა ეგ დრო, ვიღაცის დასანახად რო “ნორმალურებს“ თამაშობდნენ და “შანსი“ რო იყო. წინა ადგილობრივი არჩევნები იყო - სადაც უნდა გვეცადა მოგვეგო, ეხლა უკვე ვსიო.
და არც არაფრის აღარ ერიდებათ.
რა? - რო გააყალბებენ - ხალხი გამოვა აქციებით?! - თუ სანქციებს დაადებს ევროპა?! - აღარ დარჩა მათზე ზეწოლის ბერკეტი. ნუ იშტერებთ თავებს.
ყველა, ვინც ადგილობრივ არჩევნებზე ლაპარაკობს - ან ჩანერგილი აგენტი იყო, გაააქტიურეს და ჩამოუვიდა ბრძანება. ან შტერი, მშიშარა - სასარგებლო იდიოტია. ან მედროვე ფსევდო-პოლიტიკოსი, რომელსაც მოგება არც უნდა - უნდა რო ამ სტატუს ქვოში დარჩეს, არანაირ არაფერზე პასუხს არ აგებდეს და კაი ხანია ეძებს “way out“-ს, რა აჭამოს ხალხს რო პროტესტს ძალა გამოაცალოს. ხალხი სახლში გაუშვას - ისე რო ვერავინ, ვერაფერს, ვერ მიხვდეს, და დაბრუნდეს “უსაქმურობა“, როცა წყალს ნაყავდა და მისგან არავინ არაფერს არ ითხოვდა.
მოგწონთ თქვენ, თუ არ მოგწონთ - deadline არსებობს. აქედან, უკვე, ხო ყველა ხვდებით, რო ბოლომდე ჩაჭერა - დეკემბრის ბოლოს ჯობდა? - რო იმის მერე იმდენი კანონი დაამატეს, იმდენი ჯარიმა აგვახიეს, იმდენი დაიჭირეს - ჩვენ შეგვემატა რამე? - დრო რო გავწელეთ, მეტი მოვიგეთ, თუ მეტი წავაგეთ? - დაფიქრდით ამაზე, გულახდილად დაფიქრდით, დაფიქრდით და აღიარებთ - რო deadline არსებობს, ის არის წელს, ზაფხულის ბოლოს. გინდათ, არ გინდათ, მანამდე საქართველოს ბედი გადაწყდება, ერთხელ და მომავალი 10-20 წლით (მინიმუმ).
ან თქვენ ამ დედლაინს თვალს გაუსწორებთ, და ყველაფერს ჩადებთ (იმ ლოგიკით, რო სუ ცოტაღა დარჩა, ასეც და ისეც) - ან დედლაინი თავისით მოხდება და “უი“-ო იტყვით ბოლოს და ვითომ ვერ ხვდებოდით. (დედლაინი ხაზი არაა, გადღაბნილი პერიოდია, ოქტომბრამდე რა)
ყველაფერი, რის არ დასაზიანებლადაც, ვითომ, ეხლა, ნაბიჯებს არ დგამთ - ყველაფერი ეგ, ისედაც მორჩება. უკან რო იხევენ, ომისას, და ქალაქს რო წვავენ - მაგ ლოგიკით წვავენ, მაინც ისეთი მოხდება - გინდა დამწვარა და სამაგიეროდ მტერს არ აჩუქებ ნადავლს და საჭმელს.
ოქტომბრისთვის - ყველანაირი ნდობა, ერთობა, იმედი - მოკვდება. კიდე ბევრი წავა, რახან ხმამაღლა წამსვლელს - ამდენი აგინეს, წავა ჩუმად. დანარჩენი - შიში ავიკიდეო, დაჯდება სახლში და შეეგუება.
ვინ? თქვენ მიხვალთ და ამ ოპოზიციიდან ვინმეს, 6 თვის მერე, ბოლომდე რო წავაგეთ და ბოლომდე რო მიაცვ-მოაცვამდნენ, ხმას მისცემთ? - იმდენი რო ქოცებს, გაყალბებულს, - მოუგონ?!
და რომც რამე მოხდეს და აგებდნენ ქოცები (წინასწარ გაინაღდებენ მოგებას, ვიმეორებ), მარა რო მოხდეს და აგებენ - დაწერენ მოვიგეთო. მერე? - აქციებს მოვაწყობთ? - ესტონეთი დაასანქცირებს?
ნუ იშტერებთ თავს!
შარშან - ველოდებოდით 26 ოქტომბერს
28 ნოემბრის მერე - ველოდებით 20 იანვარს
20 იანვრის მერე - ველოდებით “აი დათბესო და ...“
დათბა!
აქციების ჩატარება უფრო გართულდა, რეპრესიების გამო, - თუ ამ დროში მეტი “მოვიგეთ“?
რა არი საჭირო? – 1000-ჯერ დავწერე მე, შენ ნუ წერო. OK - ჩუმად ვარ. უსმინეთ იმ მთქმელებს - რომლებიც არ ცდილობენ “გაჭამონ“ - ვითომ ეხლა, ბიძინა, ოქტომბერში, არჩევნებს, დემოკრატიულად წააგებს “კოლექტიურ ნაცმოძრაობასთან“ (მისი აზრით) - და “გაკვირვებული“ შეუშვებს თბილისის მერიაში სალომეს და ქუთაისის მერიაში, რა ვიცი იქ - გვარამიას? - და ბათუმის ფულის საჭრელი ტომარაც უნდა ვინმე გა-პუსტა-პუსტებულმა ოპოზიციონერმა მოიგოს?! - ამ დაშინების, კრიმინალის და ადმინ-რესურსის ზეიმში ხო? – yes, right
და რო გააყალბებს, ნაგლად, რას უზამთ? - უტუტუტუუ?
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო პერიოდში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს. მათი თქმით, დაკავებულია 18 პირი. "ცეცხლსასრ...
კრიმინალი • 8:18
თურქეთის სასამართლომ სტამბოლის მერს, ექრემ იმამოღლუს პატიმრობა შეუფარდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, პროცესის დასრულებამდე ის პატიმრობაში დარჩება. სტამბოლის მერის წინააღმდეგ გამოძიება კორუფციის ბრალდ...
მსოფლიო • 8:17
ჩეხეთის პრეზიდენტი, პეტრ პაველი აცხადებს, რომ თუ უცხო ქვეყნები, სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, უკრაინაში ჯარებს გაგზავნიან, მასში მონაწილეობას ჩეხეთიც მიიღებს. პრეზიდენტი ამბობს, რომ ჩეხ...
რუსეთ-უკრაინის ომი • 8:15
დაკავებული გიორგი ჩიკვაიძის დედა ამბობს, რომ რეჟიმს ბიზნესმენი ციხის საავადმყოფოში სჭირდება, რათა მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა განახორციელოს. ეკა წერეთელმა ამის შესახებ მას შემდეგ ისაუბრა, რაც ჩიკვაიძესთ...
პოლიტიკა • 8:12
ნანუკა ჟორჟოლიანი: გუშინ დამადგა იმედის ჟურნალისტი.მქონდა რამდენიმე წამი, როცა გავფიქრე რომ ინტერვიუ არ მიმეცა და შემდეგ ვთქვი, რატომაც არა, მეც ჩავწერ.მესმის რომ 14 წუთია, მაგრამ ჩემი თხოვნაა ნერვები...
სოცმედია • 7:47
ყოფილი დეპუტატი მეგი გოცირიძე: ქვემოთ იხილავთ ბესელია-კაკაბაძის მიერ შედგენილ ე.წ. "პოლიტპატიმართა" სიას , ანუ რუსული კანონის პირველ სერიას, რასაც უკლებლივ ყველა უსუფაშვილ-ხიდაშელმა დაუჭირა მხარი და ქ...
სოცმედია • 7:42
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 19:58
17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 13:00
რატომ იკრძალება ამერიკულ სასამართლოებში ფოტოების გადაღება
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 3:30
ახალი კვლევა — დილის ყავა გულის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა