„ტრამპს ურჩიეს, რომ პუტინს არ დაურეკოს, სანამ ის ცეცხლის შეწყვეტაზე არ დათანხმდება“ - NBC

ტრამპი პუტინი


NBC News-ის ინფორმაციით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპს უახლოეს გარემოცვაში მყოფი პირები ურჩევენ, რომ ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბარი არ გამართოს მანამ, სანამ რუსეთი უკრაინაში სრულ ცეცხლის შეწყვეტაზე არ დათანხმდება. ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნების თქმით, ჯერჯერობით ტრამპსა და პუტინს შორის სატელეფონო ზარი დაგეგმილი არ არის.

NBC-ის ცნობით, ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებმა ასევე თქვეს, რომ შესაძლოა, ტრამპმა უეცრად გადაწყვიტოს პუტინთან საუბარი, თუმცა, მათი თქმით, ტრამპს ურჩიეს, რომ პუტინთან სატელეფონო საუბარი ცუდი აზრია, თუკი რუსეთის პრეზიდენტი თეთრ სახლს არ აცნობებს, რომ სრულად ცეცხლის შეწყვეტაზე თანახმა არ არის.

ამერიკელი მაღალჩინოსნების ცნობით, გუშინ, 3 აპრილს, უცხო ქვეყნებთან საინვესტიციო-ეკონომიკურ თანამშრომლობის საკითხებში პუტინის სპეციალური წარმომადგენელი, კირილ დმიტრიევი აშშ-ში ჩავიდა და თეთრი სახლის მაღალჩინოსნებსა და რესპუბლიკელ კონგრესმენებს, მათ შორის, ლინდსი გრემსაც, შეხვდა.

30 მარტს გავრცელებული ინფორმაციით, NBC News-თან საუბრისას აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ვლადიმირ პუტინზე "გაბრაზებულია" და რუსეთს ნავთობზე მეორადი ტარიფებით დაემუქრა, თუკი ის დაინახავს, რომ რუსეთი უკრაინაში ომის დამთავრების მხრივ მის ძალისხმევას დაბრკოლებებს უქმნის.

NBC: ტრამპი რუსეთს მეორადი ტარიფებით დაემუქრა და თქვა, რომ პუტინზე გაბრაზებულია
NBC-ის ციტირებით, ტრამპმა თქვა, რომ "ძალიან გაბრაზებული და განრისხებული ვიყავი, როდესაც პუტინმა ზელენსკის სანდოობასა და უკრაინაში ახალ მმართველობაზე დაიწყო საუბარი".

ამას გარდა, ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდერ სტუბმა, 31 მარტს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ აშშ სანქციებს ამზადებს იმ შემთხვევაში, თუკი რუსეთი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტაზე არ დათანხმდება ან დადებულ შეთანხმებას დაარღვევს.

ფინეთის პრეზიდენტის თქმით, ტრამპს პუტინის მიმართ "მოთმინება ეწურება"ხოლო აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ტემი ბრიუსმა ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ტრამპს არ მოსწონს რუსეთის მხრიდან გამოთქმული აზრი უკრაინაში დროებით მთავრობასთან დაკავშირებით. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინა კონსტიტუციური დემოკრატიაა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
გახარია
„დიახ, ჩვენ მუნიციპალური არჩევნებისთვის ვემზადებით“ - გახარია

ჩვენ ვემზადებით ადგილობრივი და საპარლამენტო არჩევნებისთვის ერთად, ოქტომბერში. თუ არ დაინიშნა მერე გადავწყვეტთ, გავალთ, თუ არ გავალთ, - ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა გადაცემა „რეაქციაშ...

პოლიტიკა 15 აპრილი 19:42

თაკო ჩარკვიანი
„პატ. კოლეგა ოპო პოლიტიკოსებო, მართლა ამდენი დრო დაგჭირდათ, რომ მიმხვდარიყავით, პატრიოტებისთვის დათვის ტყვიებით თვალების დამთხრელი და ამის გამო ივანიშვილის მიერ პრემიერად დაწინაურებული გახარია ვინ იყო?“ - თაკო ჩარკვიანი

პარტიის „კანონი და სამართლის“ ლიდერი, ყოფილი დეპუტატი თაკო ჩარკვიანი: პატ. კოლეგა ოპო პოლიტიკოსებო, მართლა ამდენი დრო დაგჭირდათ , რომ მიმხვდარიყავით პატრიოტებისთვის დათვის ტყვიებით თვალების დამთხრელი...

სოცმედია 15 აპრილი 18:59

ხაბეიშვილი ჩუბინიძე
„ ანზორს ვენაცვალე, ვერ ასცდები ციხეს აგერ, გახარიამ და წულუკიანმა დაგიჭირეს გუშინ” – ლევან ხაბეიშვილი ჩუბინიძეს

ნაცმოძრაობის ყოფილი თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი:,,რადგან კიდევ განხილვის საგანია ეს თემა, მაშინ ესეც გახარიამ მოყვა, რომ ივანიშვილმა გასცა სროლის ბრძანება გავრილოვის ღამეს და მიანიშნებს ანზორ ჩუბინი...

სოცმედია 15 აპრილი 18:57

მაკო გიმური გახარია წულუკიანი
„აბსოლუტური ცირკი იყო ჩემთვის“ - მაკო გომური წულუკიანის კომისიაზე გახარიას დაკითხვაზე

20 ივნისის დაზარალებული, მაკო გომური ,,ფორმულას” ეთერში აცხადებს:„აბსოლუტური ცირკი იყო ჩემთვის, რაღაც სანახაობა, ოღონდ ცოტა პური გვაკლია ხოლმე მაგ დროს, მაგრამ სანახაობა იყო, რომელიც დაგვიდგა ამ ორმა...

პოლიტიკა 15 აპრილი 18:52

ლაშა პაპაშვილი
„ვაჭმევ სილოსს, სილოსი შეიძლება იმდენად ცუდი იყოს, რომ მოგენატროს სკინტლი” – ლაშა პაპაშვილი

ყვარლის ბაგის მფლობელმა, ლაშა პაპაშვილმა გირჩი ტვ-ს ეთერში განაცხადა:,,მე არ ვყიდი საცალოდ არაფერ პროდუქტს, რასაც აწერია ინგრედიენტები. როცა ჩემი მყიდველი არის ამხელა კომპანია, სანტე ყოველდღიურად ბოლო...

საზოგადოება 15 აპრილი 18:47

პოლიტიკოსები
„გახარია იმაზე განაწყენდა, რომ უკანონო გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში ივანიშვილმა აიღო სადავეები“ - ნიკა მელია

ყველაზე საგანგაშო ჩემთვის რაც შეიძლება ყოფილიყო, პროცესი თავიდან ბოლომდე იყო უკანონო, - ასე აფასებს წულუკიანის კომისიაზე გიორგი გახარიას მისვლას, კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი,ნიკა მელია გადაცემა “რ...

პოლიტიკა 15 აპრილი 18:46