"კესარიამ მითხრა, მაღიარეო - ვუთხარი, დავიშალოთ, მაინც საქართველოა-მეთქი... შემდეგ დაიწყო ვიდეოების დადება" - ბექა ჯაიანის ჩვენება

სამართალი 13 მარტი 9:08

კესარია მკვლელი

[კე­სა­რი­ამ] მა­ღი­ა­რეო, მი­თხრა. ვუ­თხა­რი და­ვი­შა­ლოთ, მა­ინც სა­ქარ­თვე­ლოა, ამას ვერ გა­ვა­კე­თებ-მეთ­ქი. მე­ო­რე დღი­დან და­ი­წყო ისე­თი ვი­დე­ო­ე­ბის და­დე­ბა, რო­მე­ლიც მა­მა­კაცს გა­ა­ღი­ზი­ა­ნებ­და... გან­ვიზ­რა­ხე, მო­მეკ­ლა, - ამის შე­სა­ხებ 37 წლის ტრანსგენ­დე­რი ქა­ლის, კე­სა­რია აბ­რა­მი­ძის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ბექა ჯა­ი­ა­ნი ჩვე­ნე­ბა­ში აცხა­დებს, რო­მე­ლიც სა­სა­მარ­თლო­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნეს.

პრო­კუ­რო­რი გრი­გოლ ნიშ­ნი­ა­ნი­ძე ამ წუ­თებ­ში სა­სა­მარ­თლო­ში დას­კვნით სი­ტყვას წარ­მოთ­ქვამს, პა­რა­ლე­ლუ­რად კი, მო­ნი­ტორ­ზე მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს აქ­ვეყ­ნებს. სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბას ბექა ჯა­ი­ა­ნი და­კა­ვე­ბის შემ­დეგ ფა­რუ­ლად ჰყავს ჩა­წე­რი­ლი, სა­დაც ის მკვლე­ლო­ბას აღი­ა­რებს, ამას­თან დე­ტა­ლუ­რად ჰყვე­ბა ტრანსგენ­დე­რი ქა­ლი­სა და მისი ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ.

ამა­ვე ჩვე­ნე­ბის მი­ხედ­ვით დგინ­დე­ბა, რომ ჯა­ი­ან­მა კე­სა­რია აბ­რა­მი­ძე ოჯა­ხის წევ­რებს, რო­გორც ეკა, ასე გა­აც­ნო. ჯა­ი­ა­ნის თქმით­ვე, ეჭ­ვი­ა­ნო­ბა ხდე­ბო­და რო­გორც მისი, ასე­ვე კე­სა­რი­ას მხრი­დან.
"ყვე­ლას­თან ვცდი­ლობ­დი კარ­გად და­მე­ხა­სი­ა­თე­ბი­ნა, სა­ნამ ჩემს მი­მართ ასე­თი გუ­ლით იყო... პირ­ვე­ლად იმი­ტომ აი­რია[ურ­თი­ერ­თო­ბა], გერ­მა­ნი­ი­დან რომ ჩა­მო­ვე­დი, უსამ­სა­ხუ­როდ ვი­ყა­ვი, როცა ფული გა­მო­მე­ლია, კონ­ფლიქ­ტი მოხ­და. რომ დავ­შორ­დი გა­ბო­როტ­და.... ზონ­დე­რი­აო, სხვას და­ა­დე­ბი­ნა ფოტო... მერე შევ­რიგ­დით“, - აცხა­დებს ჯა­ი­ა­ნი ჩვე­ნე­ბა­ში. 

 


 
ამას­თან, გა­მომ­ძი­ებ­ლის კი­თხვა­ზე, თუ რა ვი­თა­რე­ბა­ში მი­ი­ღო კე­სა­რია აბ­რა­მი­ძემ ტვი­ნის შერ­ყე­ვა, ჯა­ი­ა­ნი პა­სუ­ხობს, რომ ეს „ჭი­და­ო­ბის დროს, თა­ვი­სით მოხ­და“.

"და­მირ­ტყამს, მაგ­რამ მაგ დროს ვჭი­და­ობ­დით, შე­მო­მარ­ტყა და წო­ნას­წო­რო­ბა ვერ და­იც­ვა, გა­და­ვარ­და. თა­ვი­სიც და­ე­ცა, მე მი­ვიყ­ვა­ნე [სა­ა­ვად­მყო­ფო­ში], მე წა­მო­ვიყ­ვა­ნე, ჩე­მი­დან გა­მომ­დი­ნა­რე არ მომ­ხდა­რა... 1 კვი­რა და­შო­რე­ბუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით, მა­ღი­ა­რეო, მი­თხრა. ვუ­თხა­რი და­ვი­შა­ლოთ, მა­ინც სა­ქარ­თვე­ლოა, ამას ვერ გა­ვა­კე­თებ-მეთ­ქი. მე­ო­რე დღი­დან და­ი­წყო ისე­თი ვი­დე­ო­ე­ბის და­დე­ბა, რო­მე­ლიც მა­მა­კაცს გა­ა­ღი­ზი­ა­ნებ­და...“, - აღ­ნიშ­ნავს ჯა­ი­ა­ნი.

რაც შე­ე­ხე­ბა უშუ­ა­ლოდ მკვლე­ლო­ბის დღეს, ის ჩვე­ნე­ბა­ში ამ­ბობს:

"აფ­თი­აქ­ში შე­ვე­დი, წნე­ვის დამ­წე­ვე­ბი ვი­ყი­დე, მეც რომ და­მე­ლია, გამ­ბე­და­ო­ბა არ მეყო, რომ გად­მოვმხტა­რი­ყა­ვი... ცი­ვად შე­ვე­დი, ლა­პა­რა­კი და­ვუ­წყე, რომ შევ­ხე­დე, ცრემ­ლე­ბი წა­მო­მი­ვი­და. რა­ტომ იქ­ცე­ვი ასე-მეთ­ქი, ვკი­თხე...და­ვარ­ტყი. დანა ვი­ყი­დე ჩემი სამ­სა­ხუ­რის წინ, მიც­კე­ვიჩ­ზე“, - აცხა­დებს ჯა­ი­ა­ნი ჩვე­ნე­ბა­ში.

გა­მომ­ძი­ებ­ლის კი­თხვა­ზე, თუ რამ­დენ­ჯერ და­არ­ტყა დანა, ის პა­სუ­ხობს, რომ „აფექ­ტში იყო და არ ახ­სოვს“.

ამ წუ­თებ­ში, ჯა­ი­ან­სა და აბ­რა­მი­ძეს შო­რის არ­სე­ბულ სა­ტე­ლე­ფო­ნო მი­მო­წე­რებს იკ­ვლე­ვენ. ერთ-ერთ ჩა­ნა­წერ­ში კე­სა­რია აბ­რა­მი­ძე ჯა­ი­ა­ნას ეუბ­ნე­ბა, რომ მისი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი და­ტო­ვოს, რად­გან „კას­ტე­ტით“ ცემა.

ცნო­ბის­თვის, 37 წლის ტრანსგენ­დე­რი ქა­ლის, კე­სა­რია აბ­რა­მი­ძის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით, გენ­დე­რის ნიშ­ნით გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი 26 წლის ბექა ჯა­ი­ა­ნი ქუ­თა­ი­სის აე­რო­პორ­ტის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და­ა­კა­ვეს.

გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლის „თ“ და „მ“ პუნ­ქტე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც გენ­დე­რის ნიშ­ნით გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.

აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი 16-დან 20-წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

ამბები.გე

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
გიორგი
8 წლის გიორგი ბერიშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება

8 წლის გიორგი ბერიშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება. გიორგიმ რამდენიმე თვის წინ სიმსივნე დაამარცხა. მას მკურნალობისთვის მედიკამენტები სჭირდება, რაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. დახმარების მსუ...

საზოგადოება 17 მარტი 18:59

სეუ-ის სტუდენტებ
სეუ-ის სტუდენტებმა, რუსთაველის გამზირზე, 24-საათიანი უწყვეტი პროტესტი დაიწყეს

 საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტებმა, რუსთაველის გამზირზე, 24-საათიანი უწყვეტი პროტესტი დაიწყეს. "სეუ-ის სტუდენტური მოძრაობა ვიწყებთ პროტესტების ახალ ტალღას. 62 დღე გავატარეთ უნივერსიტეტის...

პოლიტიკა 17 მარტი 18:51

თამუნა
1 ლარიც კი მნიშვნელოვანია - დავეხმაროთ თამუნას, რომელსაც ეპილეფსია და თავში კისტა აქვს, არ შეუძლია დამოუკიდებლად გადადგილება და სასწრაფო მკურნალობას საჭიროებს

თამუნა არის 15 წლის, ვერ დადის, ვერ საუბრობს აქვს ძლიერი შეტევები და თავის არეში კისტის გამონაზარდი. საჭიროებს სასწრაფო მკურნალობას, რისი საშუალებაც მარტოხელა დედას არ აქვს. ოჯახი ნაქირავებ ბინაში ცხო...

საზოგადოება 17 მარტი 17:50

ოდირი
ეუთო/ოდირმა შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა

სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე, ეუთო/ოდირმა შეაფასა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებე...

პოლიტიკა 17 მარტი 17:33

შაჰინი
„თუ ტრამპი თავისას გაიტანს, ავტორიტარიზმში მცხოვრებთა სამაშველო ხაზი დაიკარგება“ - სენატორი შაჰინი „რადიო თავისუფლებაზე“

ამერიკელი სენატორი, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჯინ შაჰინი (დემოკრატი ნიუ-ჰემპშირიდან) აკრიტიკებს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოს შემცი...

მსოფლიო 17 მარტი 15:31

გეგუჩაძე
"ნანუკას ფონდი" და "სირცხვილია" ერთად რომ დააყადაღეს , განსაკუთრებულად მეცინება... ორგანიზაცია „სირცხვილია“ დიდი ხანია აღარ ფუნქციონირებს“ - მარიამ გეგუჩაძე

მარიამ გეგუჩაძე: "ნანუკას ფონდი" და "სირცხვილია" ერთად რომ დააყადაღეს , განსაკუთრებულად მეცინება    აბსურდულობის ბოლომდე შესაგრძნობად შეგახსენებთ, რომ ორგანიზაცია სირცხვილია დიდი ხანია აღარ ფუნქციონირ...

სოცმედია 17 მარტი 14:45